მოიძებნა 668043 ჩანაწერი
130661.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
მიუხედავად იმისა, რომ მეცხრამეტე საუკუნეში ფსიქიატრიის მასწავლებლები ხაზს უსვამდნენ მრავლობითი მიზეზების არსებობას, ბევრი მკვლევარი უფრო ვიწრო თვალსაზრისზეც იდგა და მხოლოდ გენეტიკურ კვლევასა და პათოლოგიის შესწავლაზე იყო ფოკუსირებული, რაც განაპირობებდა საკმაოდ პესიმისტურ დამოკიდებულებას მკურნალობის მიმართ.
Although these nineteenth- century teachers of psychiatry emphasized the multiplicity of causes, many researchers focused narrowly on the findings of genetic and pathological investigations, and adopted a pessimistic approach to treatment.
130662.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
თუმცა, შვეიცარიელი ფსიქიატრი ადოლფ მაიერი, რომელიც შტატებში მუშაობდა, ხაზს უსვამდა ფსიქოლოგიური და სოციალური ფაქტორების როლს ფსიქიკური აშლილობის ეტიოლოგიაში.
However, Adolf Meyer, a Swiss psychiatrist who worked mainly in the USA, emphasized the role of psychological and social factors in the aetiology of psychiatric disorder.
130663.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
ის ითვალისწინებდა მემკვიდრეობითობისა და ტვინის დაზიანების მნიშვნელობას, მაგრამ იმასაც აღნიშნავდა, რომ ეს ფაქტორები მოდიფიცირებულია ცხოვრებისეული გამოცდილებით, რომელიც ხშირად განსაზღვრავს, იქნება თუ არა ესა თუ ის აშლილობა კლინიკურად გამოხატული.
He acknowledged the importance of heredity and brain disorder, but emphasized that these factors were modified by life experiences, which often determined whether or not a particular disorder would be clinically expressed.
130664.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
მაიერის მიდგომას დღესაც ითვალისწინებენ ცალკეული პაციენტის დაავადების ეტიოლოგიის დადგენისას.
Meyer’s approach remains the basis of the evaluation of aetiology for the individual patient.
130665.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
განხილული ეტიოლოგიური თეორიები, უმთავრესად, ეხებოდა ძირითად ფსიქიკურ დაავადებებს.
The aetiological theories considered so far have been mainly concerned with the major mental illnesses.
130666.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
ნაკლებად მძიმე დაავადებებს - ნევროზს, ისტერიას, იპოქონდრიას და მსუბუქ დეპრესიას, ძირითადად, ზოგადი პროფილის ექიმები მკურნალობდნენ.
Less severe disorders, particularly those that came to be called neurosis, hysteria, and hypochondriasis, and milder states of depression, were treated mainly by general practitioners.
130667.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
ფრანგი ნევროლოგი პიერ ჟანე იკვლევდა ისტერიის მქონე პაციენტებს და მათ რეაქციას ჰიპნოზზე.
Pierre Charcot, a French neurologist, carried out studies of patients with hysteria and of their response to hypnosis.
130668.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
ის თვლიდა, რომ ისტერია ტვინის ფუნქციური დარღვევის შედეგია და შეიძლება ჰიპნოზით განიკურნოს.
He believed that hysteria resulted from a functional disorder of the brain and could be treated by hypnosis.
130669.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
შტატებში უეირ მიტჩელმა გამოთქვა მოსაზრება, რომ მსუბუქი ქრონიკული დეპრესიის მსგავს მდგომარეობებს იწვევს ნერვული სისტემის გამოფიტვა, რასაც მან ნევრასთენია უწოდა.
In the USA, Weir Mitchell proposed that conditions akin to mild chronic depression were due to exhaustion of the nervous system - a condition he called neurasthenia.
130670.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
ავსტრიაში ნევროლოგმა ზიგმუნდ ფროიდმა სცადა ნერვული დაავადებებისათვის უფრო ფართო განმარტება მოეძებნა (ჯერ ისტერიის და მერე სხვა მდგომარეობებისათვის).
In Austria, a neurologist, Sigmund Freud, tried to develop a more comprehensive explanation of nervous diseases, first of hysteria and then of other conditions.
130671.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
ეს მიზეზები ფსიქოლოგიურია, ოღონდ ისინი დაფარულია პაციენტისთვის, რადგან მისი ფსიქიკის არაცნობიერში იმყოფება.
The causes are psychological, but hidden from the patient because they were in the unconscious part of the mind.
130672.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
ფროიდი ეტიოლოგიას მოიაზრებდა განვითარების კონტექსტში, რადგან მიაჩნდა, რომ ზრდასრულობაში გამოვლენილი აშლილობის საწყისი ბავშვის განვითრების პროცესში იყო საძიებელი.
Freud took a developmental approach to aetiology, believing that the seeds of adult disorder lay in the process of child development.
130673.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
საფრანგეთში პიერ ჟანემ წარმოადგინა ალტერნატიული ფსიქოლოგიური მოდელი - დამყარებული ნერვული აქტივობის სიძლიერის ცვალებადობასა და ცნობიერების ველის შევიწროებაზე.
In France, Pierre Janet developed an alternative psychological model, which was based on variations in the strength of nervous activity and on narrowing of the field of consciousness.
130674.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
ინტერესი ფსიქოლოგიური ახსნა-განმარტების მიმართ მაშინ გაჩნდა, როდესაც ნევროპათოლოგიური და გენეტიკური გამოკვლევები ვეღარ იძლეოდა ახალ ინფორმაციას.
Interest in psychological explanations of the whole range of mental disorders grew as neuropathological and genetic studies failed to yield new information.
130675.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
ფროიდმა და მისმა მიმდევრებმა, ფსიქოზის ახსნის მიზნით, სცადეს ნევროზის თეორიის გაფართოება.
Freud and his followers attempted to extend their theory of the neuroses to explain the psychoses.
130676.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
მიუხედავად იმისა, რომ შეიქმნა ფსიქოლოგიური თეორია, ვერ მოხერხდა ახალი ობიექტური მონაცემების მიღება მძიმე ფსიქიკური დაავადებების მიზეზების შესახებ.
Although the psychological theory was elaborated, no new objective data were obtained about the causes of severe mental illness.
130677.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
თუმცა, ამ თეორიების მიერ შემოთავაზებული ახსნა-განმარტება ზოგიერთი ფსიქიატრისათვის უფრო მისაღები გამოდგა, ვიდრე უვიცობის აღიარება.
Nevertheless, the theories provided explanations that some psychiatrists found more acceptable than an admission of ignorance.
130678.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
ფსიქოანალიზი სულ უფრო პოპულარული ხდებოდა, განსაკუთრებით ამერიკულ ფსიქიატრიაში 1970-იან წლებამდე.
Psychoanalysis became increasingly influential, particularly in American psychiatry until the 1970s.
130679.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
შემდეგ განახლდა ინტერესი ფსიქიკური დაავადების გენეტიკური, ბიოქიმიური და ნევროპათოლოგიური მიზეზების მიმართ.
Since that time there has been renewed interest in genetic, biochemical, and neuropathological causes of mental disorder.
130680.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 5, ეტიოლოგია
ამ ახალ მიდგომას ბიოლოგიური ფსიქიატრია ეწოდებოდა.
This new approach has become known as biological psychiatry.