მოიძებნა 668043 ჩანაწერი
133661.
იაპონია-საქართველო შეთანხმება | შეთანხმება იაპონიასა და საქართველოს შორის ლიბერალიზაციაზე, ინვესტიციების ხელშეწყობასა და დაცვაზე, თავი I. ინვესტიცია
(viii) კანონებით და დადგენილებებით ან ხელშეკრულებებით მინიჭებული უფლებები, როგორიცაა დათმობები, ლიცენზიები, ავტორიზაცია და ნებართვები, მათ შორის ბუნებრივი რესურსების ძებნა-ძიებისა და ექსპლუატაციისთვის;
(viii) Rights conferred pursuant to laws and regulations or contracts such as concessions, licences, authorisations and permits, including those for the exploration and exploitation of natural resources;
133662.
იაპონია-საქართველო შეთანხმება | შეთანხმება იაპონიასა და საქართველოს შორის ლიბერალიზაციაზე, ინვესტიციების ხელშეწყობასა და დაცვაზე, თავი I. ინვესტიცია
(ix) ნებისმიერი სხვა მატერიალური და არამატერიალური, მოძრავი და უძრავი ქონება და მასთან დაკავშირებული საკუთრების უფლებები, როგორიცაა იჯარა, იპოთეკური გირაო, ყადაღა და გირაო;
(ix) Any other tangible and intangible, movable and immovable property, and any related property rights, such as leases, mortgages, liens and pledges;
133663.
იაპონია-საქართველო შეთანხმება | შეთანხმება იაპონიასა და საქართველოს შორის ლიბერალიზაციაზე, ინვესტიციების ხელშეწყობასა და დაცვაზე, თავი I. ინვესტიცია
აქტივის ინვესტიციის ფორმის შეცვლა გავლენას არ ახდენს მისი, როგორც ინვესტიციის მახასიათებელზე.
A change in the form in which assets are invested does not affect their character as an investment.
133664.
იაპონია-საქართველო შეთანხმება | შეთანხმება იაპონიასა და საქართველოს შორის ლიბერალიზაციაზე, ინვესტიციების ხელშეწყობასა და დაცვაზე, თავი I. ინვესტიცია
ამ ხელშეკრულების მიზნებისათვის, ინვესტიცია არ ნიშნავს დადგენილებას ან გადაწყვეტილებას, რომელიც გამოტანილია სასამართლო ან ადმინისტრაციული საჩივრის საფუძველზე ან ინვესტიციასთან დაკავშირებით გამოტანილ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას.
For the purposes of this Agreement, investment does not mean an order or judgement entered in a judicial or administrative action or an arbitral award rendered with regard to an investment.
133665.
იაპონია-საქართველო შეთანხმება | შეთანხმება იაპონიასა და საქართველოს შორის ლიბერალიზაციაზე, ინვესტიციების ხელშეწყობასა და დაცვაზე, თავი I. ინვესტიცია
(ბ) ტერმინი „ხელშემკვრელი მხარის ინვესტორი“ ნიშნავს:
(b) The term "investor of a Contracting Party" means:
133666.
იაპონია-საქართველო შეთანხმება | შეთანხმება იაპონიასა და საქართველოს შორის ლიბერალიზაციაზე, ინვესტიციების ხელშეწყობასა და დაცვაზე, თავი I. ინვესტიცია
(i) ფიზიკურ პირს, რომელსაც აქვს ამ ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეობა მისი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად;
(i) A natural person having the nationality of that Contracting Party in accordance with its laws and regulations;
133667.
იაპონია-საქართველო შეთანხმება | შეთანხმება იაპონიასა და საქართველოს შორის ლიბერალიზაციაზე, ინვესტიციების ხელშეწყობასა და დაცვაზე, თავი I. ინვესტიცია
(ii) ამ ხელშემკვრელი მხარის საწარმოს, რომელიც ცდილობს დააბანდოს, აბანდებს ან დააბანდა კაპიტალი მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე;
(ii) An enterprise of that Contracting Party, that seeks to make, is making or has made investments in the Territory of the other Contracting Party;
133668.
იაპონია-საქართველო შეთანხმება | შეთანხმება იაპონიასა და საქართველოს შორის ლიბერალიზაციაზე, ინვესტიციების ხელშეწყობასა და დაცვაზე, თავი I. ინვესტიცია
(გ) ტერმინი „საწარმო“ ნიშნავს ნებისმიერ იურიდიულ პირს, რომელიც ჯეროვნად შექმნილია ან ორგანიზებულია მოქმედი კანონებისა და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად, იქნება ეს მომგებიანი თუ არამომგებიანი, კერძო თუ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ან სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი, მათ შორის ნებისმიერი კორპორაცია, კონცერნი, პარტნიორობა, ინდივიდუალური მეწარმეობა, ერთობლივი საწარმო, ასოციაცია, ორგანიზაცია ან კომპანია;
(c) The term "enterprise" means any legal entity duly constituted or organised under the applicable laws and regulations, whether or not for profit, and whether private or government owned or controlled, including any corporation, trust, partnership, sole proprietorship, joint venture, association, organisation or company;
133669.
იაპონია-საქართველო შეთანხმება | შეთანხმება იაპონიასა და საქართველოს შორის ლიბერალიზაციაზე, ინვესტიციების ხელშეწყობასა და დაცვაზე, თავი I. ინვესტიცია
(დ) ტერმინი „ხელშემკვრელი მხარის საწარმო“ ნიშნავს საწარმოს, რომელიც ჯეროვნად არის შექმნილი ან ორგანიზებული ამ ხელშემკვრელი მხარის მოქმედი კანონმდებლობისა და რეგულაციების შესაბამისად;
(d) The term "enterprise of a Contracting Party" means an enterprise duly constituted or organised under the applicable laws and regulations of that Contracting Party;
133670.
იაპონია-საქართველო შეთანხმება | შეთანხმება იაპონიასა და საქართველოს შორის ლიბერალიზაციაზე, ინვესტიციების ხელშეწყობასა და დაცვაზე, თავი I. ინვესტიცია
(ე) ტერმინი „საინვესტიციო საქმიანობა“ ნიშნავს ინვესტიციების შექმნას, შეძენას, გაფართოებას, ოპერირებას, მართვას, შენარჩუნებას, გამოყენებას, სარგებლობას და რეალიზაციას ან სხვაგვარად განკარგვას;
(e) The term "investment activities" means establishment, acquisition, expansion, operation, management, maintenance, use, enjoyment and sale or other disposal of investments;
133671.
იაპონია-საქართველო შეთანხმება | შეთანხმება იაპონიასა და საქართველოს შორის ლიბერალიზაციაზე, ინვესტიციების ხელშეწყობასა და დაცვაზე, თავი I. ინვესტიცია
(ვ) ტერმინი „ტერიტორია“ ნიშნავს:
(f) The term "Territory" means:
133672.
იაპონია-საქართველო შეთანხმება | შეთანხმება იაპონიასა და საქართველოს შორის ლიბერალიზაციაზე, ინვესტიციების ხელშეწყობასა და დაცვაზე, თავი I. ინვესტიცია
(i) საქართველოსთან დაკავშირებით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრულ ტერიტორიას, მათ შორის სახმელეთო ტერიტორიას, მის წიაღსა და მის ზემოთ არსებულ საჰაერო სივრცეს, შიდა წყლებსა და ტერიტორიული ზღვას, მისი წიაღის და მის ზემოთ არსებული საჰაერო სივრცის ჩათვლით, რომლის მიმართაც საქართველო ახორციელებს სუვერენიტეტს საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, აგრეთვე მომიჯნავე ზონას, ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონას და კონტინენტურ შელფს, რომლის მიმართაც საქართველოს შეუძლია გამოიყენოს თავისი სუვერენული უფლებები ან იურისდიქცია საერთაშორისო სამართლის შესაბამისად;
(i) With respect to Georgia, the territory defined in accordance with Georgian legislation, including land territory, its subsoil and the air space over them, and internal waters and territorial sea including the seabed, its subsoil and the air space over them, in respect of which Georgia exercises sovereignty in accordance with international law, as well as the contiguous zone, the exclusive economic zone and the continental shelf, in respect of which Georgia may exercise its sovereign rights or jurisdiction in accordance with international law;
133673.
იაპონია-საქართველო შეთანხმება | შეთანხმება იაპონიასა და საქართველოს შორის ლიბერალიზაციაზე, ინვესტიციების ხელშეწყობასა და დაცვაზე, თავი I. ინვესტიცია
(ii) იაპონიასთან დაკავშირებით, იაპონიის ტერიტორიას და ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონას და კონტინენტურ შელფს, რომელთა მიმართაც იაპონია ახორციელებს სუვერენულ უფლებებს ან იურისდიქციას საერთაშორისო სამართლის შესაბამისად;
(ii) With respect to Japan, the territory of Japan, and the exclusive economic zone and the continental shelf with respect to which Japan exercises sovereign rights or jurisdiction in accordance with international law;
133674.
იაპონია-საქართველო შეთანხმება | შეთანხმება იაპონიასა და საქართველოს შორის ლიბერალიზაციაზე, ინვესტიციების ხელშეწყობასა და დაცვაზე, თავი I. ინვესტიცია
(ზ) ტერმინი „არსებული“ ნიშნავს მოქმედს ამ შეთანხმების ძალაში შესვლის თარიღისთვის;
(g) The term "existing" means being in effect on the date of entry into force of this Agreement;
133675.
იაპონია-საქართველო შეთანხმება | შეთანხმება იაპონიასა და საქართველოს შორის ლიბერალიზაციაზე, ინვესტიციების ხელშეწყობასა და დაცვაზე, თავი I. ინვესტიცია
(თ) ტერმინი „თავისუფლად გამოსაყენებელი ვალუტა“ ნიშნავს თავისუფლად გამოსაყენებელ ფულად ნიშნებს, როგორც ეს განსაზღვრულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეთანხმების მუხლებში;
(h) The term "freely usable currency" means freely usable currency as defined under the Articles of Agreement of the International Monetary Fund;
133676.
იაპონია-საქართველო შეთანხმება | შეთანხმება იაპონიასა და საქართველოს შორის ლიბერალიზაციაზე, ინვესტიციების ხელშეწყობასა და დაცვაზე, თავი I. ინვესტიცია
(ი) ტერმინი „მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ხელშეკრულება“ ნიშნავს 1994 წლის 15 აპრილს მარაკეშში დადებული მარაკეშის ხელშეკრულებას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის დაარსების შესახებ;
(i) The term "the WTO Agreement" means the Marrakesh Agreement Establishing the World Trade Organization, done at Marrakesh, April 15, 1994;
133677.
იაპონია-საქართველო შეთანხმება | შეთანხმება იაპონიასა და საქართველოს შორის ლიბერალიზაციაზე, ინვესტიციების ხელშეწყობასა და დაცვაზე, თავი I. ინვესტიცია
(კ) ტერმინი „TRIPS შეთანხმება“ ნიშნავს შეთანხმებას ინტელექტუალური საკუთრების უფლებების ვაჭრობასთან დაკავშირებული ასპექტების შესახებ, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის შეთანხმების 1C დანართში;
(j) The term "the TRIPS Agreement" means the Agreement on Trade-Related Aspects of Intellectual Property Rights in Annex 1C to the WTO Agreement;
133678.
იაპონია-საქართველო შეთანხმება | შეთანხმება იაპონიასა და საქართველოს შორის ლიბერალიზაციაზე, ინვესტიციების ხელშეწყობასა და დაცვაზე, თავი I. ინვესტიცია
(ლ) ტერმინი „მოსარჩელე“ ნიშნავს ხელშემკვრელი მხარის ინვესტორს, რომელიც მეორე ხელშემკვრელ მხარესთან საინვესტიციო დავაში წარმოადგენს მხარეს;
(k) The term "claimant" means an investor of a Contracting Party that is a party to an investment dispute with the other Contracting Party;
133679.
იაპონია-საქართველო შეთანხმება | შეთანხმება იაპონიასა და საქართველოს შორის ლიბერალიზაციაზე, ინვესტიციების ხელშეწყობასა და დაცვაზე, თავი I. ინვესტიცია
(მ) ტერმინი „მოპასუხე“ ნიშნავს ხელშემკვრელ მხარეს, რომელიც წარმოადგენს მხარეს საინვესტიციო დავაში;
(l) The term "respondent" means the Contracting Party that is a party to an investment dispute;
133680.
იაპონია-საქართველო შეთანხმება | შეთანხმება იაპონიასა და საქართველოს შორის ლიბერალიზაციაზე, ინვესტიციების ხელშეწყობასა და დაცვაზე, თავი I. ინვესტიცია
(ნ) ტერმინი „დავის მხარე“ ნიშნავს ან მოსარჩელეს, ან მოპასუხეს;
(m) The term "disputing party" means either the claimant or the respondent;