მოიძებნა 668043 ჩანაწერი
134801.
შემოსავლების სამსახური | ინსტრუქცია ტრანზიტის პროცედურის შესახებ
ა.დ) ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაცია – ამ პუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადასატანი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ” ქვეპუნქტით განსაზღვრულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებაზე მეტი საქონლის შემთხვევაში;
a.d) a customs declaration of a natural person – in the case of goods transported by a vehicle under the subparagraph (a.c) of this paragraph, exceeding non-taxable amount and value specified in Article 199(d) of the Tax Code of Georgia;
134802.
შემოსავლების სამსახური | ინსტრუქცია ტრანზიტის პროცედურის შესახებ
ა.ე) ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობა – ამ ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3) მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ბ“ და „ბ“ ქვეუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში;
a.e) a vehicle registration certificate - in the cases provided for in Article 15 paragraph 1 (a.b) and (b) of the Instruction on Customs Supervision (Annex N 3) approved by this Order;
134803.
შემოსავლების სამსახური | ინსტრუქცია ტრანზიტის პროცედურის შესახებ
ა.ვ) საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობა (შემდგომში – მოწმობა) – ამ პუნქტის „ა.ა“–„ა.ე“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულის გარდა სხვა შემთხვევებში.
a.f) Certificate of registration of goods and means of transport (hereinafter referred to as - the certificate) – in the cases other than as provided for in subparagraphs (a.a) – (a.e) and (b) of this paragraph.
134804.
შემოსავლების სამსახური | ინსტრუქცია ტრანზიტის პროცედურის შესახებ
ბ) TIR კონვენციის შესაბამისად – თუ გადაზიდვა იწყება ან სრულდება საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ – TIR-წიგნაკის გამოყენებით.
b) in accordance with the TIR Convention - if the carriage begins or ends outside the customs territory of Georgia - using the TIR carnet.
134805.
შემოსავლების სამსახური | ინსტრუქცია ტრანზიტის პროცედურის შესახებ
2. ტრანზიტის პროცედურაში საქონლის საბაჟო დეკლარაციის გამოყენებით ხორციელდება მხოლოდ შემდეგი:
2. In the transit procedure, only the following shall be done using the customs declaration of goods:
134806.
შემოსავლების სამსახური | ინსტრუქცია ტრანზიტის პროცედურის შესახებ
ა) საქართველოდან ტრანზიტით გასატანი საქონლის დეკლარირება, იმ შემთხვევაში, როცა საქონლის მიმართ წინმსწრები საბაჟო პროცედურა განხორციელდა საბაჟო დეკლარაციის გამოყენებით;
a) declaration of goods for transit through Georgia, where a preceding customs procedure has been carried out using the customs declaration;
134807.
შემოსავლების სამსახური | ინსტრუქცია ტრანზიტის პროცედურის შესახებ
ბ) მილსადენი და ელექტროგადამცემი ხაზებით ტრანზიტით გადაადგილებული საქონლის დეკლარირება;
b) declaration of goods in transit moved through pipeline and power transmission lines;
134808.
შემოსავლების სამსახური | ინსტრუქცია ტრანზიტის პროცედურის შესახებ
გ) საქართველოდან საზღვაო ტრანსპორტით გასატანი საქონლის ტრანზიტის დასრულება (გარდა კონტეინერებში და სხვა სატრანსპორტო საშუალებებში განთავსებული საქონლისა).
c) completion of transit of goods to be transported by sea from Georgia (excluding the goods in containers and other means of transport).
134809.
შემოსავლების სამსახური | ინსტრუქცია ტრანზიტის პროცედურის შესახებ
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა.ბ“–„ა.ვ“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტები, ამავე ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ითვლება საბაჟო დეკლარაციად.
3. The documents referred to in subparagraphs (a.b) to (a.f) and (b) of paragraph 1 of this Article shall, in the cases referred to in those subparagraphs, be deemed to be a customs declaration.
134810.
შემოსავლების სამსახური | ინსტრუქცია ტრანზიტის პროცედურის შესახებ
4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა.გ“ და „ა.დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალებისა და საქონლის შესახებ ინფორმაცია აისახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში.
4. Information on vehicles and goods referred to in subparagraphs (a.c) and (a.d) of paragraph 1 of this article shall be reflected in the automated database of the Ministry of Internal Affairs of Georgia.
134811.
შემოსავლების სამსახური | ინსტრუქცია ტრანზიტის პროცედურის შესახებ
5. სახმელეთო გზით შემოტანილი და საქართველოდან ტრანზიტით, საზღვაო ტრანსპორტით გასატანი საქონლის გადაადგილება ხორციელდება გამგზავნ საბაჟო გამშვებ პუნქტში გამოწერილი მოწმობით ან ელექტრონული მოწმობით.
5. Movement of the goods brought into by land and transported by transit through Georgia by sea shall be carried out by means of a certificate or electronic certificate issued by a sending customs checkpoint.
134812.
შემოსავლების სამსახური | ინსტრუქცია ტრანზიტის პროცედურის შესახებ
საქონლის (გარდა კონტეინერებში და სხვა სატრანსპორტო საშუალებებში განთავსებული საქონლისა) ტრანზიტის პროცედურის დასრულების მიზნით, დანიშნულების საბაჟო ორგანოში დამატებით წარედგინება საქონლის საბაჟო დეკლარაცია.
For the purpose of completing a transit procedure for the goods (except for the goods placed in containers and other means of transport) a customs declaration of goods shall be additionally presented at the customs authority of destination.
134813.
შემოსავლების სამსახური | ინსტრუქცია ტრანზიტის პროცედურის შესახებ
6. საზღვაო გზით შემოტანილი და საქართველოდან სახმელეთო ტრანსპორტით გასატანი (რაც დასტურდება საქონლის თანმხლები ან/და სხვა დოკუმენტებით) საყარი საქონლის ტრანზიტის პროცედურაში დეკლარირება მოწმობის ან ელექტრონული მოწმობის გამოწერით შესაძლებელია საზღვაო სატრანსპორტო საშუალებიდან საქონლის ჩამოტვირთვამდეც.
6. Declaration of bulk goods under a transit procedure, brought into by sea and to be taken out of Georgia by land (as evidenced by accompanying and/or other documents of the goods) may be carried out by issuing a certificate or an electronic certificate before the goods are unloaded.
134814.
შემოსავლების სამსახური | ინსტრუქცია ტრანზიტის პროცედურის შესახებ
7. საქართველოდან ტრანზიტის პროცედურით გასატან საქონელზე, რომელზეც წინმსწრები საბაჟო პროცედურა განხორციელდა საბაჟო დეკლარაციით, საქონლის საბაჟო დეკლარაცია წარედგინება გაფორმების იმ ორგანოში, სადაც განხორციელდა წინმსწრები საბაჟო პროცედურა.
7. For goods to be taken out of Georgia under a transit procedure, on which the preceding customs procedure was carried out by means of a customs declaration, the customs declaration of goods shall be lodged with a customs authority where the preceding customs procedure was carried out.
134815.
შემოსავლების სამსახური | ინსტრუქცია ტრანზიტის პროცედურის შესახებ
საქონლის სარკინიგზო ტრანსპორტით გადაზიდვის შემთხვევაში, ამავე ორგანოს მიერ გაიცემა მოწმობა ან ელექტრონული მოწმობა.
If the goods are transported by rail, the same authority shall issue a certificate or an electronic certificate.
134816.
შემოსავლების სამსახური | ინსტრუქცია ტრანზიტის პროცედურის შესახებ
8. მოწმობის, ელექტრონული მოწმობისა და ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსება და გაცემა, მოწმობაში ცვლილების შეტანა, საქონლის დანიშნულების ადგილზე წარდგენის დადასტურება, მოწმობის კონტროლიდან მოხსნა და TIR-წიგნაკის რეგისტრაცია ხორციელდება ამ ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3) შესაბამისად.
8. Filling in and issuing of certificates, electronic certificates and vehicle registration certificates, making changes to the certificate, confirmation of the presentation of goods at the destination, discharge of the certificate and registration of the TIR-carnet shall be carried out in accordance with the Instruction on Customs Supervision approved by this Order (Annex N 3).
134817.
შემოსავლების სამსახური | ინსტრუქცია ტრანზიტის პროცედურის შესახებ
მუხლი 3. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ტრანზიტული გადაადგილება.
Article 3 - Transit Movement of Goods and/or Vehicles in the Customs Territory of Georgia.
134818.
შემოსავლების სამსახური | ინსტრუქცია ტრანზიტის პროცედურის შესახებ
1. ამ ინსტრუქციის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ტრანზიტული გადაადგილების ვადა შეადგენს:
1. The time-limits of transit movement provided for in Article (1)(1)(a) of this Instruction shall be:
134819.
შემოსავლების სამსახური | ინსტრუქცია ტრანზიტის პროცედურის შესახებ
ა) საქონლის შემთხვევაში (გარდა ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულისა) – 20 კალენდარულ დღეს;
a) in the case of goods (except as provided for in subparagraph (b) of this paragraph) - 20 calendar days;
134820.
შემოსავლების სამსახური | ინსტრუქცია ტრანზიტის პროცედურის შესახებ
ბ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (შემდგომში – სეს ესნ) 8702, 8703, 8704, 8711 ან 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული ავტოსატრანსპორტო საშუალების (აგრეთვე ამ ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებული, კანონმდებლობით განსაზღვრულ დაუბეგრავ მინიმუმზე მეტი რაოდენობისა და ღირებულების საქონლის) შემთხვევაში – არაუმეტეს 60 კალენდარულ დღეს.
b) in the case of means of transport (as well as goods exceeding the minimum of non-taxable amount and value determined by legislation, moved by this vehicle) under the commodity positions 8702, 8703, 8704, 8711 or 8716 of the National Commodity Nomenclature of Foreign Economic Activity (hereinafter referred to as NCNFEA) – not more than 60 calendar days.