მოიძებნა 668043 ჩანაწერი
134821.
შემოსავლების სამსახური | ინსტრუქცია ტრანზიტის პროცედურის შესახებ
2. ტრანზიტით გადაადგილებული საქონლის დროებით შენახვის შემთხვევაში, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული 20-დღიანი ვადის დინება ჩერდება საქონლის დროებით შენახვის ვადით და განახლდება დროებით შენახვის დასრულებისთანავე.
2. In the case of temporary storage of goods in transit, a 20-day period referred to in subparagraph (a) of paragraph 1 of this article shall be suspended for the period of temporary storage of the goods and shall resume upon completion of temporary storage.
134822.
შემოსავლების სამსახური | ინსტრუქცია ტრანზიტის პროცედურის შესახებ
3. ამ ინსტრუქციის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ტრანზიტული გადაადგილებისას გამოიყენება შემდეგი ვადები:
3. The following time-limits shall apply when moving under transit as provided for in Article 1(1)(b) of this Instruction:
134823.
შემოსავლების სამსახური | ინსტრუქცია ტრანზიტის პროცედურის შესახებ
ა) თუ ამ პუნქტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ერთი საბაჟო კონტროლის ზონიდან მეორე საბაჟო კონტროლის ზონამდე საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების მიტანის ვადა განისაზღვრება 100 კმ-ზე ერთი დღის გათვლით, მაგრამ არა უმეტეს 10 კალენდარული დღისა;
a) unless otherwise provided for in this paragraph, the period of delivery of goods and vehicles from one customs control zone to another shall be calculated as one day for 100 km, but not more than 10 calendar days;
134824.
შემოსავლების სამსახური | ინსტრუქცია ტრანზიტის პროცედურის შესახებ
ბ) სარკინიგზო ტრანსპორტით საქონლის გადაზიდვის შემთხვევაში, გაფორმების ადგილამდე ან სხვა საბაჟო კონტროლის ზონამდე მიტანის ვადა, მიუხედავად გადაზიდვის მანძილისა, შეადგენს 10 კალენდარულ დღეს;
b) in case of carriage of goods by rail, the period of delivery to the place of registration or to another customs control zone, irrespective of the shipping distance, shall be 10 calendar days;
134825.
შემოსავლების სამსახური | ინსტრუქცია ტრანზიტის პროცედურის შესახებ
გ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი და სპეციალური ანგარიშ-ფაქტურით გადაადგილებული ნავთობპროდუქტების საბაჟო გამშვები პუნქტიდან გაფორმების ადგილამდე მიტანის ვადა შეადგენს 5 კალენდარულ დღეს;
c) the time limit for delivery of the oil products brought into the customs territory of Georgia and moved by a special invoice from a customs checkpoint to the place of registration shall be 5 calendar days;
134826.
შემოსავლების სამსახური | ინსტრუქცია ტრანზიტის პროცედურის შესახებ
დ) საბაჟო დეკლარაციის წარდგენით საბაჟო საწყობის პროცედურიდან ტრანზიტში დეკლარირებული საქონელი საბაჟო გამშვებ პუნქტს უნდა წარედგინოს საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციიდან 10 კალენდარული დღის ვადაში;
d) the goods declared for transit after having been under the customs warehousing procedure by lodging a customs declaration shall be presented to a customs checkpoint within 10 calendar days after the registration of the customs declaration;
134827.
შემოსავლების სამსახური | ინსტრუქცია ტრანზიტის პროცედურის შესახებ
ე) საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საზღვაო ტრანსპორტით გასატანი საქონლის საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილ საზღვაო ნავსადგურში განსაზღვრულ ტერიტორიაზე ან საზღვაო ნავსადგურიდან 12 კილომეტრის რადიუსში განლაგებულ საბაჟო საწყობში დროებით შენახვის შემთხვევაში, ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვადის დინება ჩერდება საქონლის დროებით შენახვის ვადით და განახლდება დროებით შენახვის დასრულებისთანავე;
e) in the case of temporary storage of goods to be taken out of the customs territory of Georgia by sea in the territory of a port open for international traffic or in a customs warehouse within a radius of 12 kilometers from the seaport, the period referred to in subparagraph (d) of this paragraph shall be suspended for the period of temporary storage of the goods and shall resume as soon as the temporary storage is completed;
134828.
შემოსავლების სამსახური | ინსტრუქცია ტრანზიტის პროცედურის შესახებ
ვ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი, საქართველოში არარეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების გაფორმების ადგილამდე ან სხვა საბაჟო კონტროლის ზონამდე მიტანის ვადა განისაზღვრება 60 კალენდარული დღით, ხოლო სეს ესნ-ის 8429 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე − 30 კალენდარული დღით;
f) time-limit for delivery of a motor vehicle brought into the customs territory of Georgia that is not registered in Georgia to the place of registration or other customs control zone shall be 60 calendar days, and for mechanical vehicles specified in the commodity position 8429 of the National Commodity Nomenclature of Foreign Economic Activity – 30 calendar days.
134829.
შემოსავლების სამსახური | ინსტრუქცია ტრანზიტის პროცედურის შესახებ
ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებული, კანონმდებლობით განსაზღვრულ დაუბეგრავ მინიმუმზე მეტი რაოდენობისა და ღირებულების საქონელი.
Goods, exceeding non-taxable minimum and value of goods prescribed by legislation which are transported by such motor vehicle.
134830.
შემოსავლების სამსახური | ინსტრუქცია ტრანზიტის პროცედურის შესახებ
ზ) სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ან 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელის და ნახევრადმისაბმელის საბაჟო საწყობში დროებით შენახვის შემთხვევაში, საქონლის გაფორმების ადგილზე მიტანის 60-დღიანი ვადა იზრდება დროებით შენახვის (ფაქტობრივი) ვადით;
g) in the case of temporary storage in the customs warehouse of mechanical vehicles specified in the commodity positions 8701, 8702, 8703, 8704, 8705 and 8711 of the NCNFEA or of trailers and semi-trailers under the commodity position 8716, a 60-day delivery period for the goods to the place of registration shall increase with the (actual) period of temporary storage;
134831.
შემოსავლების სამსახური | ინსტრუქცია ტრანზიტის პროცედურის შესახებ
თ) შემოსავლების სამსახურის მიერ, ამ პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე საბაჟო დეკლარაციის წარდგენის ვადის გაგრძელების შემთხვევაში, გაფორმების ადგილამდე ან არასაბაჟო ორგანომდე აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების მიტანის ვადა განისაზღვრება დეკლარაციის წარდგენის თარიღით;
h) in case of extension by the Revenue Service of time-limit for submission of a customs declaration for the mechanical vehicle referred to in subparagraph (g) of this paragraph, the time-limit of delivery of the stated vehicle to the place of registration or to a non-customs authority shall be determined by the date of lodging the customs declaration;
134832.
შემოსავლების სამსახური | ინსტრუქცია ტრანზიტის პროცედურის შესახებ
ი) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ შემოტანილი, უცხოეთში რეგისტრირებული მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალების, მისი მისაბმელის ან ნახევრად მისაბმელის, ავტობუსის ან მოტოციკლეტის (რომლის ძრავას მუშა-მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია), აგრეთვე ამ ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებული, კანონმდებლობით განსაზღვრულ დაუბეგრავ მინიმუმზე მეტი რაოდენობისა და ღირებულების საქონლის გაფორმების ადგილამდე მიტანის ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანიდან მის გატანამდე ვადა შეადგენს 90 კალენდარულ დღეს;
i) time-limit for the delivery to the place of registration of a passenger car, brought by a foreign citizen into the customs territory of Georgia, which is registered in a foreign country, its trailer or semi-trailer, as well as a bus or a motorcycle (having an engine capacity exceeding 50 cm3), and goods exceeding the non-taxable minimum and value prescribed by legislation that are moved by this vehicle or the time-limit from bringing them into and taking them out of the customs territory of Georgia shall be 90 calendar days;
134833.
შემოსავლების სამსახური | ინსტრუქცია ტრანზიტის პროცედურის შესახებ
კ) ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის გამოყენებით, საბაჟო საწყობიდან ან დროებით შენახვის სხვა ადგილიდან დროებით გატანილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების უკან დაბრუნების ან საბაჟო კონტროლის სხვა ზონამდე მიტანის ვადა განისაზღვრება 48 საათით;
j) the time-limit for returning a mechanical vehicle temporarily taken out of a customs warehouse or another place of temporary storage by means of its registration certificate or for delivery to another customs control zone shall be 48 hours;
134834.
შემოსავლების სამსახური | ინსტრუქცია ტრანზიტის პროცედურის შესახებ
ლ) ფოთის საზღვაო ნავსადგურიდან 12 კილომეტრის რადიუსში განლაგებული საბაჟო საწყობის ან გაფორმების ეკონომიკური ზონა „ფოთის“ დანიშნულებით გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების მიტანის ვადა შეადგენს 12 საათს, რომელიც აითვლება სპეციალური ელექტრონული კონტროლის საშუალებით რეგისტრაციის მომენტიდან/მოწმობის რეგისტრაციის მომენტიდან და დასრულდება გამოცხადებისას საბაჟო საწყობის ან გაფორმების ეკონომიკური ზონის მიერ ელექტრონულად დადასტურებით, ამ ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციით (დანართი №3) განსაზღვრული წესით;
k) the time-limit for the delivery of goods and means of transport moved to the destination of a customs warehouse or economic zone of customs clearance within 12 km from Poti sea port shall be 12 hours counted from the moment of registration by special electronic control/registration of the certificate and completed with the electronic confirmation of arrival by a customs warehouse or economic zone of customs clearance, in the manner prescribed by the Instruction on Customs Supervision (Annex N 3) approved under this Order;
134835.
შემოსავლების სამსახური | ინსტრუქცია ტრანზიტის პროცედურის შესახებ
მ) ფოთის საზღვაო ნავსადგურიდან 12 კილომეტრის რადიუსში განლაგებული საბაჟო საწყობიდან ან გაფორმების ეკონომიკური ზონა „ფოთიდან“ ფოთის საზღვაო ნავსადგურის დანიშნულებით გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების მიტანის ვადა შეადგენს 12 საათს, რომელიც აითვლება საბაჟო საწყობიდან ან გაფორმების ეკონომიკური ზონიდან სატრანსპორტო საშუალების გაშვების ელექტრონულად დადასტურების მომენტიდან და დასრულდება ფოთის საზღვაო ნავსადგურში გამოცხადების ელექტრონულად დადასტურებით;
l) the time-limit for the delivery of goods and means of transport moved from a customs warehouse or economic zone of customs clearance "Poti" within 12 km from Poti sea port to the destination of Poti sea port shall be 12 hours, calculated from the moment of electronic confirmation of departure of the vehicle from the customs warehouse or customs clearance zone and completed with the electronic confirmation of arrival in the sea port;
134836.
შემოსავლების სამსახური | ინსტრუქცია ტრანზიტის პროცედურის შესახებ
ნ) ფოთის საზღვაო ნავსადგურიდან 12 კილომეტრის რადიუსში განლაგებული ერთი საბაჟო საწყობიდან იმავე რადიუსში განლაგებულ მეორე საბაჟო საწყობამდე გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების მიტანის ვადა შეადგენს 1 საათს, რომელიც აითვლება საბაჟო საწყობიდან სატრანსპორტო საშუალების გაშვების ელექტრონულად დადასტურების მომენტიდან და დასრულდება მეორე საბაჟო საწყობში გამოცხადების ელექტრონულად დადასტურებით.
m) the time-limit for the delivery of goods and means of transport moved from one customs warehouse within a 12 km radius of Poti Sea Port to another customs warehouse within the same radius shall be one hour, calculated from the moment of electronic confirmation of departure of the vehicle from the customs warehouse and completed with the electronic confirmation of arrival at the second customs warehouse.
134837.
შემოსავლების სამსახური | ინსტრუქცია ტრანზიტის პროცედურის შესახებ
4. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი და ტრანზიტისათვის განკუთვნილი საქონელი, დეკლარანტის, პროცედურის მფლობელის ან/და გადამზიდველის მოთხოვნით, შეიძლება მოექცეს საბაჟო საწყობის პროცედურაში ან შენახულ იქნეს დროებით კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. Goods brought into the customs territory of Georgia and intended for transit may, at the request of the declarant, the owner of procedure and/or the carrier, be placed under a customs warehousing procedure or stored temporarily in the manner prescribed by the legislation.
134838.
შემოსავლების სამსახური | ინსტრუქცია ტრანზიტის პროცედურის შესახებ
5. ტრანზიტისათვის განკუთვნილი საქონლის დროებით შენახვის ადგილიდან დანიშნულების საბაჟო ორგანოს მიმართულებით გადაადგილება განახლდება დროებით შენახვის ვადის გასვლამდე ახალი მოწმობის გაცემით ან ელექტრონული მოწმობის შევსებით, გარდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში რეგისტრირებული ცარიელი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა.
5. Movement of goods for transit from the place of temporary storage to a customs authority of destination shall be resumed before the expiry of the time-limit of temporary storage by issuing a new certificate or filling out an electronic certificate, except for empty vehicles registered in the automated database of the Ministry of Internal Affairs of Georgia.
134839.
შემოსავლების სამსახური | ინსტრუქცია ტრანზიტის პროცედურის შესახებ
მათი გადაადგილება განახლდება იმავე ბაზაში მონაცემების ასახვით.
Their movement shall be resumed by displaying data in the same database.
134840.
შემოსავლების სამსახური | ინსტრუქცია ტრანზიტის პროცედურის შესახებ
6. პროცედურის მფლობელის/დეკლარანტის მოთხოვნის შემთხვევაში, საბაჟო ორგანო უფლებამოსილია დაადასტუროს, რომ ტრანზიტისათვის განკუთვნილი საქონელი არ ყოფილა გამოყენებული და გადამუშავებული საქართველოს ტერიტორიაზე.
6. At the request of the owner of procedure/declarant, a customs authority shall be authorized to confirm that the goods intended for transit have not been used and processed in the territory of Georgia.