მოიძებნა 668043 ჩანაწერი
135681.
შემოსავლების სამსახური | ინსტრუქცია საბაჟო ზედამხედველობის შესახებ
მოწმობა სრულად იხურება სამართალდამრღვევი პირის მიერ ვალდებულების შესრულებისას.
The certificate shall be fully closed when an offender fulfils his obligation.
135682.
შემოსავლების სამსახური | ინსტრუქცია საბაჟო ზედამხედველობის შესახებ
თ) სრული დახურვის მეშვეობით, როცა ხდება გამოკვლევის (ექსპერტიზის) ჩატარების მიზნით საბაჟო კონტროლის ზონიდან დროებით გატანილი საქონლის დაბრუნება საბაჟო კონტროლის ზონაში და მოწმობით გადაადგილებულ საქონელზე წარედგინება „დროებით შენახვის დეკლარაცია“.
h) through complete closure, when the goods temporarily removed from the customs control zone for the purpose of inspection (examination) are returned to the customs control zone and for the goods moved on the basis of the certificate, a "Temporary storage declaration" shall be lodged.
135683.
შემოსავლების სამსახური | ინსტრუქცია საბაჟო ზედამხედველობის შესახებ
ამ შემთხვევაში მოწმობის „I” გრაფის განყოფილებაში „შენიშვნა” საბაჟო ორგანოს მიერ მიეთითება დეკლარაციის რეგისტრაციის ნომერი.
In this case, the customs authority shall indicate the registration number of the declaration in the section "Note" of the box "I" of the certificate.
135684.
შემოსავლების სამსახური | ინსტრუქცია საბაჟო ზედამხედველობის შესახებ
3. როდესაც მოწმობას ენიჭება დახურვის ნომერი „R”, მოწმობის მე-17 გრაფის ქვევით არსებულ ცარიელ ადგილზე ავტომატურად ეთითება – „მოხსნილია კონტროლიდან“.
3. When a certificate is assigned the closing number "R", the blank space below the box 17 of the certificate shall be automatically marked "Discharged".
135685.
შემოსავლების სამსახური | ინსტრუქცია საბაჟო ზედამხედველობის შესახებ
4. მოწმობის კონტროლიდან მოხსნა ხორციელდება:
4. A certificate shall be discharged by:
135686.
შემოსავლების სამსახური | ინსტრუქცია საბაჟო ზედამხედველობის შესახებ
ა) დანიშნულების საბაჟო ორგანოს მიერ, სადაც მთავრდება საქონლის და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილება, ან გადაადგილებაზე საბაჟო კონტროლი, ან სადაც მოხდა საქონლის სხვა სატრანსპორტო საშუალებაში გადატვირთვა, ან როცა დანიშნულების ადგილზე გამოცხადებულ სასაქონლო პარტიაზე იწერება ახალი მოწმობა.
a) a customs authority of destination, where ends the movement of goods and vehicles, or customs control on movement, or where the goods are reloaded in another vehicle, or when a new certificate is issued at the place of destination for a commodity party declared.
135687.
შემოსავლების სამსახური | ინსტრუქცია საბაჟო ზედამხედველობის შესახებ
სასაქონლო პარტიის დანაწევრების შემთხვევაში, რამდენიმე მოწმობის გაცემისას, წინმსწრები მოწმობის კონტროლიდან მოხსნა დასაშვებია მხოლოდ სასაქონლო პარტიის ბოლო ნაწილზე მოწმობის გაცემისას.
In the case of partition, when issuing several certificates, a preceding certificate may be discharged only when issuing the certificate to the last part of the commodity party.
135688.
შემოსავლების სამსახური | ინსტრუქცია საბაჟო ზედამხედველობის შესახებ
ბ) გაფორმების ორგანოს მიერ, როცა მოწმობის 53-ე გრაფაში მითითებული დანიშნულების საბაჟო ორგანოს ნაცვლად, საქონელი და სატრანსპორტო საშუალება წარედგინება სხვა ნებისმიერ საბაჟო ორგანოს.
b) a customs authority, where the goods and means of transport are presented to any other customs authority instead of the customs authority of destination referred to in the box 53 of the certificate.
135689.
შემოსავლების სამსახური | ინსტრუქცია საბაჟო ზედამხედველობის შესახებ
გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქონლის წარდგენის ადგილზე დაუშვებელია მოწმობის მე-4 გრაფაში მითითებული საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის ან/და ნებისმიერი სხვა საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის განხორციელება.
Except for the case where a customs procedure/re-export and/or any other customs procedure/re-export referred to in the box 4 of the certificate are inadmissible at the place of presentation of the goods.
135690.
შემოსავლების სამსახური | ინსტრუქცია საბაჟო ზედამხედველობის შესახებ
გ) საბაჟო გამშვები პუნქტის მიერ, როცა ტრანზიტით გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების წარდგენა, მოწმობის 53-ე გრაფაში მითითებული საბაჟო გამშვები პუნქტის ნაცვლად, ხდება იმავე უცხო ქვეყანასთან არსებულ საქართველოს სახელმწიფო საზღვართან მდებარე სხვა საბაჟო გამშვებ პუნქტში.
c) a customs checkpoint, when the goods and vehicles in transit are presented at another customs check point of the foreign country located near the State border of Georgia instead of the customs checkpoint referred to in the box 53 of the certificate.
135691.
შემოსავლების სამსახური | ინსტრუქცია საბაჟო ზედამხედველობის შესახებ
თუ სატრანსპორტო საშუალების ან საქონლის გადაადგილება ამ მიმართულებით არ იკრძალება.
Unless movement of the vehicle or goods in that direction is prohibited.
135692.
შემოსავლების სამსახური | ინსტრუქცია საბაჟო ზედამხედველობის შესახებ
დ) საბაჟო გამშვები პუნქტის მიერ, როცა ტრანზიტით გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების წარდგენა, მოწმობის 53-ე გრაფაში მითითებული საბაჟო გამშვები პუნქტის ნაცვლად, ხდება სხვა უცხო ქვეყანასთან არსებულ საქართველოს სახელმწიფო საზღვართან მდებარე საბაჟო გამშვებ პუნქტში.
d) a customs checkpoint, when the goods and vehicles in transit are presented at another customs check point of the foreign country located near the State border of Georgia instead of the customs checkpoint referred to in the box 53 of the certificate.
135693.
შემოსავლების სამსახური | ინსტრუქცია საბაჟო ზედამხედველობის შესახებ
ამ შემთხვევაში, დეკლარანტმა ან გადაზიდვაზე პასუხისმგებელმა პირმა უნდა წარადგინოს დანიშნულების ქვეყნის შეცვლის დამადასტურებელი სატრანსპორტო დოკუმენტი, რომელშიც მითითებული უნდა იყოს წინმსწრები სატრანსპორტო დოკუმენტის შესახებ მონაცემები (ნომერი, გაცემის თარიღი).
In this case, a declarant or a person responsible for the carriage must submit a transport document confirming the change of destination indicating the particulars of the preceding transport document (number, date of issue).
135694.
შემოსავლების სამსახური | ინსტრუქცია საბაჟო ზედამხედველობის შესახებ
წარდგენილი სატრანსპორტო დოკუმენტების კოდები კლასიფიკატორის მე-10 ნაწილის მიხედვით და დოკუმენტების ნომრები (ასეთის არსებობის შემთხვევაში), დანიშნულების ქვეყნის მოკლე დასახელება მიეთითება მოწმობის უკანა გვერდზე და მოწმდება საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილი თანამშრომლის ხელმოწერითა და პირადნომრიანი ბეჭდით.
Codes of submitted transport documents under Section 10 of the Classifier and document numbers (if any), short name of the country of destination shall be indicated on the reverse side of the certificate and shall be certified by the signature of an authorized customs officer and a personal numbered seal.
135695.
შემოსავლების სამსახური | ინსტრუქცია საბაჟო ზედამხედველობის შესახებ
საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილი თანამშრომელი ვალდებულია, იმავდროულად სისტემაში გრაფის – „დანიშნულების საბაჟო ორგანოს კონტროლი“ განყოფილება „შენიშვნაში“ მიუთითოს სატრანსპორტო დოკუმენტის კოდი და ინდივიდუალური ნომერი;
The authorized officer of the customs checkpoint shall be obliged to indicate a code and an individual number of the transport document in the section "Note" of the box "Control of the customs authority of destination" within the system;
135696.
შემოსავლების სამსახური | ინსტრუქცია საბაჟო ზედამხედველობის შესახებ
ე) საბაჟო გამშვები პუნქტის მიერ, როდესაც დროებით შემოტანილი საქონელი გაიტანება საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან;
e) a customs checkpoint, when the goods temporarily imported are removed from the customs territory of Georgia;
135697.
შემოსავლების სამსახური | ინსტრუქცია საბაჟო ზედამხედველობის შესახებ
ვ) იმ შემთხვევაში, როდესაც დანიშნულების საბაჟო გამშვებ პუნქტში არ არის წარდგენილი მოწმობის კონტროლიდან მოხსნის დამადასტურებელი ეგზემპლარი და მოწმობის კონტროლიდან მოხსნა არ არის დარეგისტრირებული სისტემაში – საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტების საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში შესაბამისი ინფორმაციის გადამოწმების შემდგომ, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ ხორციელდება მოწმობის კონტროლიდან მოხსნის რეგისტრაცია სისტემაში.
f) in the case where the copy of the certificate confirming the discharge is not presented at the customs checkpoint of destination and the discharge of the certificate is not registered in the system – based on other documents proving the cross of the customs border of Georgia by goods and vehicles, after verification of the relevant information in the automated database of the Ministry of Internal Affairs of Georgia, Customs Department of the Revenue Service shall register the discharge of the certificate in the system.
135698.
შემოსავლების სამსახური | ინსტრუქცია საბაჟო ზედამხედველობის შესახებ
წერილობითი დასტური საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოდან ან/და უცხო ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოდან მიღებული ინფორმაცია ან/და საგამოძიებო და სხვა უფლებამოსილი ორგანოებიდან მიღებული ინფორმაცია.
Written confirmation of the Ministry of Internal Affairs of Georgia and/or information received from a foreign competent authority and/or information received from investigation and other competent bodies.
135699.
შემოსავლების სამსახური | ინსტრუქცია საბაჟო ზედამხედველობის შესახებ
5. გამგზავნი საბაჟო ორგანოს მიერ გაცემული მოწმობის დაკარგვის შემთხვევაში, დანიშნულების საბაჟო ორგანო ახორციელებს მონაცემთა ავტომატიზებული სისტემიდან ამობეჭდილი მოწმობის გაცემას.
5. In case of loss of a certificate issued by a customs authority of destination, the customs authority of destination shall issue a certificate printed from the automated data system.
135700.
შემოსავლების სამსახური | ინსტრუქცია საბაჟო ზედამხედველობის შესახებ
6. მოწმობით განსაზღვრულ გამოცხადების თარიღში საქონლის და სატრანსპორტო საშუალების გამოუცხადებლობის შემთხვევაში დანიშნულების საბაჟო ორგანოს მიერ შესაბამისი ინფორმაცია, არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა (სხვა სატრანსპორტო საშუალებით გადაზიდული ავტოსატრანსპორტო საშუალებების შემთხვევაში – არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა), რეაგირებისათვის გადაეცემა შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოს.
6. If the goods and vehicles fail to appear at the date of the declaration as per certificate, a customs authority shall, within 5 working days (in the case of motor vehicles transported by other means - not later than 10 working days), submit to the Division of Customs Control Organization of the Customs Department of the Revenue Service the relevant information for response.