მოიძებნა 668043 ჩანაწერი
137621.
ევროკავშირი საქართველოსთვის | დაფინანსების ხელშეკრულება - დანართი II
ამგვარი ფინანსური სახსრების არასწორ გამოყენებას თავდაპირველი დანიშნულებისგან განსხვავებული მიზნებისათვის.
The misapplication of such funds for purposes other than those for which they are originally granted.
137622.
ევროკავშირი საქართველოსთვის | დაფინანსების ხელშეკრულება - დანართი II
17.3 ბენეფიციარი იღებს ვალდებულებას, მიიღოს ყველა შესაბამისი ზომა, რათა თავიდან აიცილოს, გამოავლინოს და დასაჯოს აქტიური ან პასიური კორუფციის ნებისმიერი შემთხვევა დაფინანსების ხელშეკრულების განხორციელების განმავლობაში.
17.3 The Beneficiary undertakes to take every appropriate measure to prevent, detect and punish any practices of active or passive corruption during the implementation of the Financing Agreement.
137623.
ევროკავშირი საქართველოსთვის | დაფინანსების ხელშეკრულება - დანართი II
„პასიური კორუფცია“ ნიშნავს თანამდებობის პირის მიერ ჩადენილ განზრახ ქმედებას, რომელიც პირდაპირ ან შუამავლის საშუალებით, ითხოვს ან იღებს ნებისმიერი სახის სარგებელს, თავისთვის ან მესამე პირის სასარგებლოდ ან იღებს ამგვარი სარგებლის მიღების პირობას, რათა მან იმოქმედოს ან თავი შეიკავოს მოქმედებისგან თავისი მოვალეობების შესაბამისად ან თავისი ფუნქციების შესრულებისას ოფიციალური მოვალეობების დარღვევით, რის შედეგად ზიანი მიადგა ან შეიძლება მიადგეს ევროკავშირის ფინანსურ ინტერესებს.
"Passive corruption" shall mean the deliberate action of an official, who, directly or through an intermediary, requests or receives advantages of any kind whatsoever, for himself or for a third party, or accepts a promise of such an advantage, to act or refrain from acting in accordance with his duty or in the exercise of his functions in breach of his official duties, which has, or would have, the effect of harming the EU's financial interests.
137624.
ევროკავშირი საქართველოსთვის | დაფინანსების ხელშეკრულება - დანართი II
„აქტიური კორუფცია“ ნიშნავს ნებისმიერი პირის მიერ ჩადენილ განზრახ ქმედებას, რომელიც პირდაპირ ან შუამავლის მეშვეობით პირდება ან ანიჭებს თანამდებობის პირს ნებისმიერი სახის სარგებელს მისთვის ან მესამე პირის სასარგებლოდ, რათა მან იმოქმედოს ან თავი შეიკავოს მოქმედებისგან თავისი მოვალეობების შესაბამისად ან თავისი ფუნქციების შესრულებისას ოფიციალური მოვალეობების დარღვევით, რის შედეგად ზიანი მიადგა ან შეიძლება მიადგეს ევროკავშირის ფინანსურ ინტერესებს.
"Active corruption" shall mean the deliberate action of whosoever promises or gives, directly or through an intermediary, an advantage of any kind whatsoever to an official, for himself or for a third party, to act or refrain from acting in accordance with his duty or in the exercise of his functions in breach of his official duties, which has, or would have, the effect of harming the EU's financial interests.
137625.
ევროკავშირი საქართველოსთვის | დაფინანსების ხელშეკრულება - დანართი II
17.4 ბენეფიციარი ვალდებულია, დაუყოვნებლივ აცნობოს კომისიას (დაუკავშირდეს ზოგადი პირობების 1.8 მუხლის მესამე ქვეპუნქტის შესაბამისად) იმ პირის სახელი, რომლის მიმართ გამოტანილია კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი თაღლითობასთან, კორუფციასთან დაკავშირებით, კრიმინალურ ორგანიზაციაში მონაწილეობასთან, ფულის გათეთრებასთან ან სხვა უკანონო საქმიანობასთან დაკავშირებით და რომელიც ზიანს აყენებს ევროკავშირის ფინანსურ ინტერესებს.
17.4 The Beneficiary shall immediately inform the Commission (contacts pursuant to the third subparagraph of the Article 1.8 of the General Conditions) of the name of the entity that has been the subject of a judgment which has the force of res judicata for fraud, corruption, involvement in a criminal organisation, money laundering or any other illegal activity detrimental to the EU's financial interests.
137626.
ევროკავშირი საქართველოსთვის | დაფინანსების ხელშეკრულება - დანართი II
17.5 იმ შემთხვევაში, თუ ბენეფიციარი არ იღებს შესაბამის ზომებს თაღლითობის, უკანონო ქმედების და კორუფციის აღმოსაფხვრელად, მაშინ კომისიას შეუძლია მიიღოს პრევენციული ზომები წინამდებარე დაფინანსების ხელშეკრულების შეჩერების ჩათვლით.
17.5 If the Beneficiary does not take appropriate measures to prevent fraud, irregularities and corruption, the Commission may adopt precautionary measures including the suspension of this Financing Agreement.
137627.
ევროკავშირი საქართველოსთვის | დაფინანსების ხელშეკრულება - დანართი II
მუხლი 18 - გადახდების შეჩერება.
Article 18 - Suspension of payments.
137628.
ევროკავშირი საქართველოსთვის | დაფინანსების ხელშეკრულება - დანართი II
18.1 წინამდებარე დაფინანსების ხელშეკრულების შეჩერების ან შეწყვეტისათვის ზიანის მიყენების გარეშე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიას შეუძლია შეაჩეროს გადახდები მთლიანად ან ნაწილობრივ, თუ:
18.1 Without prejudice to the suspension or termination of this Financing Agreement according to Articles 26 and 27, respectively, the Commission may suspend payments partially or fully, if:
137629.
ევროკავშირი საქართველოსთვის | დაფინანსების ხელშეკრულება - დანართი II
ა) კომისიამ დაადგინა ან სერიოზულად შეშფოთებულია მიღებული ინფორმაციის საფუძველზე და საჭიროებს გადამოწმებას, რომ დაუშვა თუ არა ბენეფიციარმა არსებითი შეცდომები, უკანონო ქმედებები და გაყალბება შესყიდვების და გრანტის მინიჭების პროცედურების დროს ან ღონისძიების განხორციელებისას, ან რომ ბენეფიციარმა ვერ შეასრულა თავისი ვალდებულებები ამ დაფინანსების ხელშეკრულების ფარგლებში, მათ შორის კომუნიკაციისა და ხილვადობის გეგმის რეალიზაციისთვის აღებული ვალდებულებების ჩათვლით;
a) the Commission has established that or has serious concerns, on the basis of information it received, and needs to verify, whether the Beneficiary has committed substantial errors, irregularities or fraud in the procurement and grant award procedure or in the implementation of the action, or the Beneficiary has failed to comply with its obligations under this Financing Agreement, including obligations regarding the implementation of the Communications and Visibility plan;
137630.
ევროკავშირი საქართველოსთვის | დაფინანსების ხელშეკრულება - დანართი II
ბ) კომისიამ დაადგინა ან სერიოზულად შეშფოთებულია მიღებული ინფორმაციის საფუძველზე და საჭიროებს გადამოწმებას, რომ ჩაიდინა თუ არა ბენეფიციარმა სისტემური ან განმეორებითი შეცდომები, უკანონო ქმედებები, თაღლითობა ან ამ თუ სხვა საფინანსო შეთანხმებით აღებული ვალდებულებების დარღვევა იმ პირობით, რომ ასეთმა შეცდომებმა, უკანონო ქმედებებმა, თაღლითობამ ან ვალდებულებების დარღვევამ მატერიალური გავლენა მოახდინა დაფინანსების ხელშეკრულების შესრულებაზე ან ეჭვქვეშ დააყენა ბენეფიციარის შიდა კონტროლის სისტემის საიმედოობა ან საბაზო ხარჯების კანონიერება და სისწორე;
b) the Commission has established that or has serious concerns, on the basis of information it received, and needs to verify, whether the Beneficiary has committed systemic or recurrent errors, irregularities, fraud or breach of obligations under this or other Financing Agreements, provided that those errors, irregularities, fraud or breach of obligations have a material impact on the implementation on this Financing Agreement or call into question the reliability of the Beneficiary's internal control system or the legality and regularity of the underlying expenditure;
137631.
ევროკავშირი საქართველოსთვის | დაფინანსების ხელშეკრულება - დანართი II
გ) კომისია ეჭვობს, რომ ბენეფიციარმა დაუშვა მნიშვნელოვანი შეცდომები, დარღვევები, თაღლითობა ან ვალდებულებების დარღვევა შესყიდვების და გრანტის მინიჭების პროცედურების დროს ან ღონისძიების განხორციელებისას და საჭიროებს ამ ფაქტების გადამოწმებას.
c) the Commission suspects that the Beneficiary committed substantial errors, irregularities, fraud or breach of obligations in the procurement and grant award procedure or in the implementation of the action and needs to verify whether they have occurred.
137632.
ევროკავშირი საქართველოსთვის | დაფინანსების ხელშეკრულება - დანართი II
დ) ეს აუცილებელია ევროკავშირის ფინანსური ინტერესებისადმი მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების თავიდან ასაცილებლად.
d) it is necessary to prevent significant damage to the financial interests of the EU.
137633.
ევროკავშირი საქართველოსთვის | დაფინანსების ხელშეკრულება - დანართი II
18.2 კომისია ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს ბენეფიციარს გადახდების შეჩერების და ამ შეჩერების მიზეზების შესახებ.
18.2 The Commission shall immediately inform the Beneficiary about the suspension of payments and of the reasons for this suspension.
137634.
ევროკავშირი საქართველოსთვის | დაფინანსების ხელშეკრულება - დანართი II
18.3 გადახდების შეჩერება გავლენას მოახდენს ნებისმიერი მოთხოვნილი გადახდის ვადის შეჩერებაზე.
18.3 The suspension of payments shall have the effect of suspending payment time-limits for any payment request pending.
137635.
ევროკავშირი საქართველოსთვის | დაფინანსების ხელშეკრულება - დანართი II
18.4 იმისთვის, რომ განახლდეს გადახდები, ბენეფიციარი უნდა შეეცადოს ამ სიტუაციის გამოსწორებას, რაც შეიძლება მალე და უნდა აცნობოს კომისიას ამ კუთხით მიღწეული ნებისმიერი პროგრესის შესახებ.
18.4 In order to resume payments the Beneficiary shall endeavour to remedy the situation leading to the suspension as soon as possible and shall inform the Commission of any progress made in this respect.
137636.
ევროკავშირი საქართველოსთვის | დაფინანსების ხელშეკრულება - დანართი II
კომისია ვალდებულია, როგორც კი მიიჩნევს, რომ გადახდების განახლებისთვის პირობები შესრულებულია, აცნობოს ბენეფიციარს ამის შესახებ.
The Commission shall, as soon as it considers that the conditions for resuming payments have been met, inform the Beneficiary thereof.
137637.
ევროკავშირი საქართველოსთვის | დაფინანსების ხელშეკრულება - დანართი II
მუხლი 19 - კომისიის მიერ ამოღებული თანხების გამოყენება ქმედების სასარგებლოდ.
Article 19 - Allocation of funds recovered by the Commission to the action.
137638.
ევროკავშირი საქართველოსთვის | დაფინანსების ხელშეკრულება - დანართი II
იმ შემთხვევაში, თუ ქმედება ფინანსდება EDF-ის ფარგლებში, არასწორად გადახდილი და კომისიის მიერ ამოღებული თანხები, შესყიდვების და გრანტების მინიჭების პროცედურების საფუძველზე გაკეთებული ფინანსური გარანტიებიდან მიღებული თანხები, კანდიდატებზე, კრედიტორებზე, განმცხადებლებზე, კონტრაქტორებსა ან გრანტის ბენეფიციარებზე დარიცხული ფინანსური ჯარიმებიდან შემოსული თანხები ისევე, როგორც კომისიისთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურების თანხები, უნდა მოხმარდეს ქმედების განხორციელებას.
Where the action is financed under the EDF, amounts unduly paid and recovered by the Commission, amounts from financial guarantees lodged on the basis of procurement and grant award procedures, amounts from financial penalties imposed on candidates, creditors, applicants, contractors or grant beneficiaries, as well as damages awarded to the Commission shall be allocated to this action.
137639.
ევროკავშირი საქართველოსთვის | დაფინანსების ხელშეკრულება - დანართი II
მუხლი 20 - დამკვიდრების და ბინადრობის უფლება.
Article 20 - Right of establishment and residence.
137640.
ევროკავშირი საქართველოსთვის | დაფინანსების ხელშეკრულება - დანართი II
20.1 შესყიდვის ან საგრანტო კონტრაქტის შინაარსიდან გამომდინარე სამუშაოების, მიწოდების ან მომსახურების ტენდერში მონაწილეობის მისაღებად მიწვეული ფიზიკური და იურიდიული პირები ან პირები, რომლებსაც სავარაუდოდ დაევალებათ I დანართით გათვალისწინებული საბიუჯეტო ამოცანების შესრულება, ისარგებლებენ ბენეფიციარი ქვეყნის ტერიტორიაზე დამკვიდრების და ბინადრობის დროებითი უფლებით.
20.1 Where justified by the nature of the procurement or grant contract, the Beneficiary shall entitle natural and legal persons participating in invitations to tender for works, supply or service contracts or calls for proposals and entities expected to be entrusted with budget-implementation tasks identified in Annex I with a provisional right of establishment and residence in the Beneficiary's territory.