მოიძებნა 668043 ჩანაწერი
140381.
განდი | ნაწილი I, თავი I
დაბადება და წარმომავლობა.
BIRTH AND PARENTAGE.
140382.
განდი | ნაწილი I, თავი I
განდიები ბანიას კასტას მიეკუთვნებიან და გადმოცემით ოდესღაც სურსათით მოვაჭრენი ყოფილან.
The Gandhis belong to the Bania caste and seem to have been originally grocers.
140383.
განდი | ნაწილი I, თავი I
მაგრამ ბოლო სამი თაობის წარმომადგენლები, ბაბუაჩემიდან მოყოლებული, პრემიერ-მინისტრები იყვნენ კათავადის რამდენიმე შტატში.
But for three generations, from my grandfather, they have been Prime Ministers in several Kathiawad States.
140384.
განდი | ნაწილი I, თავი I
ბაბუაჩემი, უთამჩანდ განდი, იგივე ოტა განდი, როგორც ჩანს, პრინციპული კაცი იყო.
Uttamchand Gandhi, alias Ota Gandhi, my grandfather, must have been a man of principle.
140385.
განდი | ნაწილი I, თავი I
სახელმწიფო ინტრიგების გამო იგი იძულებული გახდა, დაეტოვებინა პორბანდარი, სადაც დივანად მუშაობდა და ჯუნაგადში ეძია თავშესაფარი.
State intrigues compelled him to leave Porbandar, where he was Diwan, and to seek refuge in Junagadh.
140386.
განდი | ნაწილი I, თავი I
იქ ის ნავაბს მარცხენა ხელით აძლევდა სალამს.
There he saluted the Nawab with the left hand.
140387.
განდი | ნაწილი I, თავი I
ჩემი მარჯვენა უკვე პორბანდარს ეკუთვნის.
The right hand is already pledged to Porbandar.
140388.
განდი | ნაწილი I, თავი I
პირველი ცოლის გარდაცვალების შემდეგ ოტა განდიმ მეორედ იქორწინა.
Ota Gandhi married a second time, having lost his first wife.
140389.
განდი | ნაწილი I, თავი I
პირველი ცოლისგან ოთხი ვაჟი დარჩა, მეორესთან კიდევ ორი ვაჟი შეეძინა.
He had four sons by his first wife and two by his second wife.
140390.
განდი | ნაწილი I, თავი I
არ მახსოვს, ბავშვობაში ოდესმე მეგრძნო, არც კი ვიცოდი, რომ ოტა განდის ვაჟები ერთი დედის შვილები არ იყვნენ.
I do not think that in my childhood I ever felt or knew that these sons of Ota Gandhi were not all of the same mother.
140391.
განდი | ნაწილი I, თავი I
ექვსი ძმიდან მეხუთე იყო კარამჩანდ განდი, იგივე კაბა განდი, ხოლო მეექვსე — ტულსიდას განდი.
The fifth of these six brothers was Karamchand Gandhi, alias Kaba Gandhi, and the sixth was Tulsidas Gandhi.
140392.
განდი | ნაწილი I, თავი I
ორივე ძმა ერთიმეორის მიყოლებით პორბანდარის პრემიერ-მინისტრი იყო.
Both these brothers were Prime Ministers in Porbandar, one after the other.
140393.
განდი | ნაწილი I, თავი I
კაბა განდი — მამაჩემი რაჯასტანის სასამართლოს წევრი იყო.
Kaba Gandhi - my father - was a member of the Rajasthanik Court.
140394.
განდი | ნაწილი I, თავი I
ახლა ეს სასამართლო გაუქმებულია, მაგრამ იმ დროისათვის მეტად გავლენიან ორგანოს წარმოადგენდა.
This court is now extinct, but in those days it was a very influential body.
140395.
განდი | ნაწილი I, თავი I
მამაჩემი ერთხანს რაჯკოტის, მერე კი ვანკანერის პრემიერ-მინისტრიც იყო.
My father was for some time Prime Minister in Rajkot and then in Vankaner.
140396.
განდი | ნაწილი I, თავი I
იგი სიცოცხლის ბოლომდე რაჯკოტის შტატის პენსიას იღებდა.
He was a pensioner of the Rajkot State when he died.
140397.
განდი | ნაწილი I, თავი I
კაბა განდიმ ზედიზედ ოთხჯერ იქორწინა.
Kaba Gandhi married four times in succession.
140398.
განდი | ნაწილი I, თავი I
პირველი და მეორე ქორწინებიდან ორი ქალიშვილი დარჩა.
He had two daughters by his first and second marriages.
140399.
განდი | ნაწილი I, თავი I
ბოლო მეუღლემ, პუტლიბამ, ერთი ქალიშვილი და სამი ვაჟი გაუჩინა, მათგან უმცროსი მე გახლავართ.
His last wife, Putlibai, bore him a daughter and three sons, I being the youngest.
140400.
განდი | ნაწილი I, თავი I
მამაჩემი სანათესაოს მოყვარული, მართალი, გულადი და ხელგაშლილი, ოღონდ ფიცხი კაცი იყო.
My father was a lover of his clan, truthful, brave and generous, but short-tempered.