მოიძებნა 668043 ჩანაწერი
140441.
განდი | ნაწილი I, თავი II
მეშინოდა, ვინმეს აბუჩად არ ავეგდე.
I was afraid lest anyone should poke fun at me.
140442.
განდი | ნაწილი I, თავი II
ორი შემთხვევა სამუდამოდ ჩამებეჭდა მეხსიერებაში.
Two incidents have always clung to my memory.
140443.
განდი | ნაწილი I, თავი II
ჩვეულებრივ, კითხვა არ მიყვარდა და მხოლოდ სახელმძღვანელოებს ვკითხულობდი.
As a rule, I had a distaste for any reading beyond my school books.
140444.
განდი | ნაწილი I, თავი II
არც ის მინდოდა, მასწავლებელს დავალების შეუსრულებლობის გამო დავესაჯე და არც მისი მოტყუება მწადდა.
I disliked being taken to task by my teacher as much as I disliked deceiving him.
140445.
განდი | ნაწილი I, თავი II
ამიტომ დავალებებს კი ვასრულებდი, მაგრამ ხშირად – უგულისყუროდ.
Therefore I would do the lessons, but often without my mind in them.
140446.
განდი | ნაწილი I, თავი II
სხვა წიგნების კითხვაზე ლაპარაკი ხომ სრულიად ზედმეტი იყო?!
There was of course no question of any extra reading.
140447.
განდი | ნაწილი I, თავი II
მაგრამ ერთხელ, როგორღაც, თვალი მამაჩემის ნაყიდი წიგნისკენ გამექცა.
But somehow my eyes fell on a book purchased by my father.
140448.
განდი | ნაწილი I, თავი II
ეს იყო ,,შრავანა პიტრიბაქტი ნატაკა“ (პიესა შრავანას მშობლებისადმი ერთგულებაზე).
It was Shravana Pitribhakti Nataka (a play about Sharavana's devotion to his parents).
140449.
განდი | ნაწილი I, თავი II
დიდი ინტერესით წავიკითხე.
I read it with intense interest.
140450.
განდი | ნაწილი I, თავი II
სწორედ იმ ხანებში ჩვენთან მოხეტიალე მსახიობების დასი ჩამოვიდა.
There came to our place about the same time itinerant showmen.
140451.
განდი | ნაწილი I, თავი II
ერთი სცენა ასახავდა შრავანას, რომელსაც თავისი ბრმა მშობლები არტახებით ზურგზე მოეკიდებინა და ტაძარში მოსალოცავად მიჰყავდა.
One of the pictures was of Shravana carrying, by means of slings fitted for his shoulders, his blind parents on a pilgrimage.
140452.
განდი | ნაწილი I, თავი II
წიგნმა და სურათმა წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე.
The book and the picture left an indelible impression on my mind.
140453.
განდი | ნაწილი I, თავი II
„აი, მისაბაძი მაგალითი“, — ვუთხარი ჩემს თავს.
'Here is an example for you to copy,' I said to myself.
140454.
განდი | ნაწილი I, თავი II
შრავანას სიკვდილით გამოწვეული მშობლების გულის გამგმირავი მოთქმა დღესაც ცოცხლად მახსოვს.
The agonized lament of the parents over Shravana's death is still fresh in my memory.
140455.
განდი | ნაწილი I, თავი II
გულში ჩამწვდომმა მელოდიამაც ძლიერ იმოქმედა ჩემზე და მას მამაჩემის ნაჩუქარ კონცერტინოზე ხშირად ვუკრავდი ხოლმე.
The melting tune moved me deeply, and I played it on a concertina which my father had purchased for me.
140456.
განდი | ნაწილი I, თავი II
მსგავსი რამ დამემართა კიდევ ერთი პიესის გამო.
There was a similar incident connected with another play.
140457.
განდი | ნაწილი I, თავი II
მამას ნებართვა ვთხოვე, ერთი დრამატული დასის სპექტაკლი მენახა.
I had secured my father's permission to see a play performed by a certain dramatic company.
140458.
განდი | ნაწილი I, თავი II
იმ სპექტაკლმა – „ჰარიშჩანდრამ“ – ჩემი გული დაიპყრო.
This play - Harishchandra - captured my heart.
140459.
განდი | ნაწილი I, თავი II
არ მბეზრდებოდა მისი ყურება.
I could never be tired of seeing it.
140460.
განდი | ნაწილი I, თავი II
მაგრამ რამდენჯერ უნდა დაერთოთ სპექტაკლზე წასვლის ნება?!
But how often should I be permitted to go?