მოიძებნა 668043 ჩანაწერი
140401.
განდი | ნაწილი I, თავი I
როგორც ჩანს, ხორციელ სიამოვნებას ეტრფოდა, რაკი ორმოცს გადაშორებულმა მეოთხედ იქორწინა.
To a certain extent, he might have been given to carnal pleasures. For he married for the fourth time when he was over forty.
140402.
განდი | ნაწილი I, თავი I
უანგარო კაცი გახლდათ და მკაცრი, მიუკერძოებელი ადამიანის სახელიც მოიხვეჭა როგორც საკუთარ ოჯახში, ისე მის გარეთ.
He was incorruptible and had earned a name for strict impartiality in his family as well as outside.
140403.
განდი | ნაწილი I, თავი I
სახელმწიფოსადმი მისი ერთგულების შესახებ საყოველთაოდ იყო ცნობილი.
His loyalty to the state was well known.
140404.
განდი | ნაწილი I, თავი I
ერთხელ პოლიტიკური აგენტის თანაშემწემ მამას უფროსი, რაჯკოტელი თაკორე საჰიბი უდიერად მოიხსენია.
Once an Assistant Political Agent spoke insultingly of the Rajkot Thakore Saheb, father's chief.
140405.
განდი | ნაწილი I, თავი I
პოლიტიკური წარმომადგენელი გაბრაზდა და კაბა განდის ბოდიშის მოხდა მოსთხოვა.
The Political Agent was angry and asked Kaba Gandhi to apologize.
140406.
განდი | ნაწილი I, თავი I
ამაზე უარი მიიღო და რამდენიმე საათით დააპატიმრეს.
This he refused to do and was therefore kept under detention for a few hours.
140407.
განდი | ნაწილი I, თავი I
როცა აგენტი მიხვდა, რომ კაბა განდის ვერ გასტეხდა, მისი განთავისუფლება ბრძანა.
When the Agent saw that Kaba Gandhi was adamant, he ordered him to be released.
140408.
განდი | ნაწილი I, თავი I
სიმდიდრის დაგროვება მამაჩემს მიზნად არასოდეს დაუსახავს და დიდი ვერაფერი ქონება დაგვიტოვა.
My father never had any ambition to accumulate riches and left us very little property.
140409.
განდი | ნაწილი I, თავი I
მამას, გამოცდილების გარდა, არანაირი განათლება არ მიუღია.
Father had no education, save that of experience.
140410.
განდი | ნაწილი I, თავი I
შეიძლება ითქვას, რომ გუჯარათული სკოლის მეხუთე კლასის დონის ცოდნას ფლობდა.
He might be said to have read up to the fifth Gujarati school standard.
140411.
განდი | ნაწილი I, თავი I
ისტორიისა და გეოგრაფიის არაფერი გაეგებოდა.
Of history and geography, he was innocent.
140412.
განდი | ნაწილი I, თავი I
მაგრამ ცხოვრებისეულ საქმეებში ღრმად იყო ჩახედული, რაც ძალიან ეხმარებოდა ურთულესი საკითხების გადაჭრასა და ასობით ადამიანის მართვაში.
But his rich experience of practical affairs stood him in good stead in the solution of the most intricate questions and in managing hundreds of men.
140413.
განდი | ნაწილი I, თავი I
დიდად არც რელიგიური განათლებით გამოირჩეოდა, მაგრამ იმგვარი რელიგიური კულტურის თანაზიარი იყო, რომელიც ტაძრებში ხშირ სიარულსა და რელიგიური ქადაგებების მოსმენას მოაქვს მრავალი ინდოელისთვის.
Of religious training he had very little, but he had that kind of religious culture which frequent visits to temples and listening to religious discourses make available to many Hindus.
140414.
განდი | ნაწილი I, თავი I
სიცოცხლის ბოლოს მან გიტას კითხვა დაიწყო ოჯახის ერთი მეგობრის – სწავლული ბრაჰმანის წყალობით.
In his last days, he began reading the Gita at the instance of a learned Brahman friend of the family.
140415.
განდი | ნაწილი I, თავი I
ზოგიერთ სტროფს ყოველდღე ხმამაღლა იმეორებდა ღვთისმსახურების ჟამს.
He used to repeat aloud some verses every day at the time of worship.
140416.
განდი | ნაწილი I, თავი I
ის საოცარი შთაბეჭდილება, რითაც დედა სამუდამოდ აღიბეჭდა ჩემს მეხსიერებაში, ღვთისმოსაობაა.
The outstanding impression my mother has left on my memory is that of saintliness.
140417.
განდი | ნაწილი I, თავი I
დედა ღრმად მორწმუნე ქალი გახლდათ.
My mother was deeply religious.
140418.
განდი | ნაწილი I, თავი I
ლოცვის გარეშე საჭმელს არ გაეკარებოდა.
She would not think of taking her meals without her daily prayers.
140419.
განდი | ნაწილი I, თავი I
მის ერთ-ერთ ყოველდღიურ მოვალეობას ვაიშნავურ ტაძარში — ჰაველიში სიარული წარმოადგენდა.
Going to Haveli-the Vaishnava temple-was one of her daily duties.
140420.
განდი | ნაწილი I, თავი I
უმკაცრეს აღთქმას ირჩევდა და მას უდრტვინველად ასრულებდა.
She would take the hardest vows and keep them without flinching.