მოიძებნა 668043 ჩანაწერი
140421.
განდი | ნაწილი I, თავი I
მახსოვს, ერთხელ ჩანდრაიანას აღთქმის აღსრულების დროს ავად გახდა, მაგრამ მარხვის შეწყვეტა არც კი უფიქრია.
I can recall her once falling ill when she was observing the Chandrayana vow, but the illness was not allowed to interrupt the observance.
140422.
განდი | ნაწილი I, თავი I
ორ-სამ მარხვას უმტკივნეულოდ გადააბამდა ხოლმე.
To keep two or three consecutive fasts was nothing to her.
140423.
განდი | ნაწილი I, თავი I
იმ დღეებში ბავშვები გარეთ დავდგებოდით ხოლმე და ცას გავცქეროდით, რათა დედაჩვენისთვის უმალ გვემცნო მზის ამოსვლის შესახებ.
We children on those days would stand, staring at the sky, waiting to announce the appearance of the sun to our mother.
140424.
განდი | ნაწილი I, თავი I
მახსოვს დღეები, როცა მზის უეცარი გამონათებისთანავე დედასთან კისრისტეხით გავრბოდით, რომ მზის გამოჩენა გვეხარებინა.
And I remember days when, at the sun's sudden appearance, we would rush and announce it to mother.
140425.
განდი | ნაწილი I, თავი I
დედა გარეთ გაიქცეოდა, საკუთარი თვალით რომ დაენახა, მაგრამ მოუხელთებელი მზე ისევ თვალს მიეფარებოდა და ასე ართმევდა დედას ჭამის უფლებას.
My mother would run out to see with her own eyes, but by that time the fugitive sun would be gone, thus depriving her of her meal.
140426.
განდი | ნაწილი I, თავი I
„არაფერია, — ხალისიანად გვეტყოდა ხოლმე, — უფალს არ უნდა, რომ დღეს რამე ვჭამო.“
"That does not matter," she would say cheerfully, "God did not want me to eat today."
140427.
განდი | ნაწილი I, თავი I
ისევ ყოველდღიურ მოვალეობებს უბრუნდებოდა.
Then she would return to her round of duties.
140428.
განდი | ნაწილი I, თავი I
დედა უაღრესად გონიერი ადამიანი იყო.
My mother had strong commonsense.
140429.
განდი | ნაწილი I, თავი I
მშვენივრად ერკვეოდა სახელმწიფო საქმეებში და ჩვენი დიდგვაროვანი მანდილოსნებიც დიდად აფასებდნენ მის გონიერებას.
She was well informed about all matters of state, and ladies of the court thought highly of her intelligence.
140430.
განდი | ნაწილი I, თავი I
პატარა რომ ვიყავი, ხშირად მისარგებლია პრივილეგიით თანვხლებოდი დედას და ახლაც მახსოვს ის საინტერესო საუბრები, რომლებიც მას თაკორე საჰიბის დაქვრივებულ დედასთან არაერთხელ გაუმართავს.
Often I would accompany her, exercising the privilege of childhood, and I still remember many lively discussions she had with the widowed mother of the Thakore Saheb.
140431.
განდი | ნაწილი I, თავი I
ასეთი მშობლების ოჯახში დავიბადე 1869 წლის 2 ოქტომბერს პორბანდარში, რომელსაც სუდამაპურისაც უწოდებენ, და ბავშვობაც აქ გავატარე.
Of these parents I was born at Porbandar, otherwise known as Sudamapuri, on the 2<sup>nd</sup> October, 1869, I passed my childhood here.
140432.
განდი | ნაწილი I, თავი II
ბავშვობა.
CHILDHOOD.
140433.
განდი | ნაწილი I, თავი II
შვიდი წლისა ვიქნებოდი, როცა მამაჩემი პორბანდარიდან რაჯ კოტში გადავიდა, რადგან რაჯასტანის სასამართლოს წევრად აირჩიეს.
I must have been about seven when my father left Porbandar for Rajkot to become a member of the Rajasthanik Court.
140434.
განდი | ნაწილი I, თავი II
იქ დაწყებით სკოლაში მიმაბარეს და ცხადად მახსოვს ის დღეები, სახელები თუ ხასიათი იმ მასწავლებლებისა, ვინც მაშინ მასწავლიდა.
There I was put into a primary school, and I can well recollect those days, including the names and other particulars of the teachers who taught me.
140435.
განდი | ნაწილი I, თავი II
პორბანდარისა არ იყოს, აქაც გამიჭირდება, რაიმე ღირსშესანიშნავი გავიხსენო ჩემი იქაური სწავლა-განათლების შესახებ;
As at Porbandar, so here, there is hardly anything to note about my studies.
140436.
განდი | ნაწილი I, თავი II
არ მახსოვს, იმ რამდენიმე წლის განმავლობაში ოდესმე ტყუილი მეთქვას ან მასწავლებლისთვის, ან თანასკოლელებისთვის.
I do not remember having ever told a lie, during this short period, either to my teachers or to my schoolmates.
140437.
განდი | ნაწილი I, თავი II
ძალიან მორცხვი ვიყავი და ყოველგვარ თავშეყრას გავურბოდი.
I used to be very shy and avoided all company.
140438.
განდი | ნაწილი I, თავი II
ჩემი ერთადერთი თანამგზავრი წიგნები და გაკვეთილები იყო.
My books and my lessons were my sole companions.
140439.
განდი | ნაწილი I, თავი II
სკოლაში ზუსტად სწავლის დაწყებისთვის მივდიოდი და ბოლო გაკვეთილის დამთავრებისთანავე უკან ვბრუნდებოდი — ასეთი გახლათ ჩემი ყოველდღიური ცხოვრების ნირი.
To be at school at the stroke of the hour and to run back home as soon as the school closed-that was my daily habit.
140440.
განდი | ნაწილი I, თავი II
შინ მივქროდი, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, რადგან თანატოლებთან საუბარს გავურბოდი.
I literally ran home, because I could not bear to talk to anybody.