მოიძებნა 668043 ჩანაწერი
140461.
განდი | ნაწილი I, თავი II
ალბათ უთვალავჯერ გავითამაშე ჰარიშჩანდრა ჩემთვის.
I must have acted Harishchandra to myself times without number.
140462.
განდი | ნაწილი I, თავი II
„რატომ არ შეიძლება ყველა ისეთი მართალი იყოს, როგორიც ჰარიჩანდრაა?“ – ვეკითხებოდი ჩემს თავს დღე და ღამე.
'Why should not all be truthful like Harishchandra?' was the question I asked myself day and night.
140463.
განდი | ნაწილი I, თავი II
,,სიმართლე უნდა იყოს შენი წინამძღოლი და უნდა გადალახო ყველა ის წინააღმდეგობა, რომელთა დაძლევაც ჰარიშჩანდრას მოუხდა“, — ეს იქცა ჩემს ერთადერთ იდეალად.
To follow truth and to go through all the ordeals Harishchandra went through was the one ideal it inspired in me.
140464.
განდი | ნაწილი I, თავი II
ჰარიშჩანდრას ამბავი სინამდვილე მეგონა.
I literally believed in the story of Harishchandra.
140465.
განდი | ნაწილი I, თავი II
მასზე ფიქრისას ხშირად ცხარედ მიტირია.
The thought of it all often made me weep.
140466.
განდი | ნაწილი I, თავი II
დღეს კი საღი აზრი მკარნახობს, შეუძლებელია, ჰარიშჩანდრა რეალური ისტორიული პირი ყოფილიყო.
My commonsense tells me today that Harishchandra could not have been a historical character.
140467.
განდი | ნაწილი I, თავი II
და მაინც, ჰარიშჩანდრაც და შრავანაც ჩემთვის ცოცხალი სინამდვილეა და დარწმუნებული ვარ, დღეს რომ თავიდან წავიკითხო ის პიესები, უწინდებურად ამაღელვებს.
Still both Harishchandra and Shravana are living realities for me, and I am sure I should be moved as before if I were to read those plays again today.
140468.
განდი | ნაწილი I, თავი III
ბავშვების ქორწინება.
CHILD MARRIAGE.
140469.
განდი | ნაწილი I, თავი III
ვიცი, ბევრი მწარე ლუკმის გადაყლაპვა მომიწევს, ვიდრე ამ ამბავს ბოლომდე მოგიყვებით.
I know that I shall have to swallow many such bitter draughts in the course of this narrative.
140470.
განდი | ნაწილი I, თავი III
სხვაგვარად ვერ მოვიქცევი, რაკი ვაცხადებ, რომ ჭეშმარიტების აღმსარებელი ვარ.
I cannot do otherwise, if I claim to be a worshipper of Truth.
140471.
განდი | ნაწილი I, თავი III
როცა ახლა ვუცქერ ჩემი მზრუნველობით გარემოცულ იმავე ასაკის ბავშვებს და ჩემს ქორწინებაზე ვფიქრობ, უნებურად მებრალება ჩემი თავი.
As I see the youngsters of the same age about me who are under my care, and think of my own marriage, I am inclined to pity myself.
140472.
განდი | ნაწილი I, თავი III
ვერანაირ ზნეობრივ დასაბუთებას ვერ ვპოულობ ასეთი გაუგონარი ნაადრევი ქორწინების გასამართლებლად.
I can see no moral argument in support of such a preposterously early marriage.
140473.
განდი | ნაწილი I, თავი III
არ მინდა, მკითხველს მცდარი შეხედულება შევუქმნა; მე კი არ დამნიშნეს, — დამაქორწინეს.
Let the reader make no mistake. I was married, not betrothed.
140474.
განდი | ნაწილი I, თავი III
კათავადში ორი ერთმანეთისაგან სრულიად განსხვავებული რიტუალი არსებობს, — ნიშნობა და ქორწინება.
For in Kathiawad there are two distinct rites, betrothal and marriage.
140475.
განდი | ნაწილი I, თავი III
ნიშნობა ბიჭისა და გოგონას მშობლებს შორის დადებული წინასწარი პირობაა, შვილები შეაუღლონ და მისი დარღვევა შესაძლებელია.
Betrothal is a preliminary promise on the part of the parents of the boy and the girl to join them in marriage, and it is not inviolable.
140476.
განდი | ნაწილი I, თავი III
ბიჭის სიკვდილი გოგონას დაქვრივებას არ ნიშნავს.
The death of the boy entails no widowhood on the girl.
140477.
განდი | ნაწილი I, თავი III
ეს შეთანხმება მხოლოდ მშობლებს შორის იდება. შვილებმა ხშირად არც კი იციან ამის შესახებ.
It is an agreement purely between the parents. Often the children are not even informed of it.
140478.
განდი | ნაწილი I, თავი III
როგორც ჩანს, მეც სამჯერ ვიყავი დანიშნული.
It appears that I was betrothed thrice.
140479.
განდი | ნაწილი I, თავი III
მითხრეს, შენთვის შერჩეული ორი გოგონა ერთიმეორის მიყოლებით გარდაიცვალაო, და მეც ვასკვნი, რომ სამჯერ ვიყავი დანიშნული.
I was told that two girls chosen for me had died in turn, and therefore I infer that I was betrothed three times.
140480.
განდი | ნაწილი I, თავი III
თუმცა, მესამე ნიშნობის დროს უკვე შვიდი წლის ვიყავი და ბუნდოვნად მახსოვს რაღაც.
I have a faint recollection, however, that the third betrothal took place in my seventh year.