მოიძებნა 668043 ჩანაწერი
140481.
განდი | ნაწილი I, თავი III
არ მახსენდება, ოდესმე ვინმეს რაიმე ეთქვას ამის შესახებ.
I do not recollect having been informed about it.
140482.
განდი | ნაწილი I, თავი III
ამ თავში მე მოგიყვებით ჩემი ქორწინების ამბავს, რომელიც დღესაც თვალწინ მიდგას.
In the present chapter I am talking about my marriage, of which I have the clearest recollection.
140483.
განდი | ნაწილი I, თავი III
ალბათ, გემახსოვრებათ, ოჯახში სამი ვაჟი ვიყავით.
It will be remembered that we were three brothers.
140484.
განდი | ნაწილი I, თავი III
პირველი უკვე დაქორწინებული იყო.
The first was already married.
140485.
განდი | ნაწილი I, თავი III
უფროსებმა განიზრახეს, დაექორწინებინათ ჩემი მეორე ძმა, რომელიც ორი თუ სამი წლით იყო ჩემზე უფროსი, ჩვენი ერთი ბიძაშვილი, მგონი ერთი წლით ჩემზე უფროსი, და მე, — ყველა ერთდროულად.
The elders decided to marry my second brother, who was two or three years my senior,a cousin, possibly a year older, and me, all at the same time.
140486.
განდი | ნაწილი I, თავი III
ამას ჩვენი კეთილდღეობისთვის როდი ჩადიოდნენ, და კიდევ უფრო ნაკლებად – ჩვენი სურვილით.
In doing so there was no thought of our welfare, much less our wishes.
140487.
განდი | ნაწილი I, თავი III
ინდუსებში ქორწინება მარტივი ამბავი არ არის.
Marriage among Hindus is no simple matter.
140488.
განდი | ნაწილი I, თავი III
ნეფე-პატარძლის მშობლები ხშირად ზარალდებიან ამ საქმეში.
The parents of the bride and the bridegroom often bring themselves to ruin over it.
140489.
განდი | ნაწილი I, თავი III
ფლანგავენ ქონებას, ფლანგავენ დროს.
They waste their substance, they waste their time.
140490.
განდი | ნაწილი I, თავი III
თვეობით უნდებიან სამზადისს – უკვეთავენ საზეიმო ტანისამოსსა და მორთულობას, აგროვებენ ფულს სუფრისთვის.
Months are taken up over the preparations in making clothes and ornaments and in preparing budgets for dinners.
140491.
განდი | ნაწილი I, თავი III
ქალები, სულ ერთია, აქვთ ხმა თუ არა, ხმის ჩახლეჩამდე მღერიან, რის გამოც ხშირად ავადაც კი ხდებიან, და მეზობლებს მოსვენებას არ აძლევენ.
Women, whether they have a voice or no, sing themselves hoarse, even get ill, and disturb the peace of their neighbours.
140492.
განდი | ნაწილი I, თავი III
მეზობლები მშვიდად ეგუებიან მთელ ამ აურზაურს და ორომტრიალს, ჭუჭყსა და სიბინძურეს, რომელიც ღრეობის შემდეგ რჩება.
The neighbors quietly put up with all the turmoil and bustle all the dirt and filth, representing the remains of the feasts.
140493.
განდი | ნაწილი I, თავი III
იციან, მათაც დაუდგებათ ის დღე, როცა თვითონაც ზუსტად ასე მოიქცევიან.
They know that a time will come when they also will be behaving in the same manner.
140494.
განდი | ნაწილი I, თავი III
სქესობრივი მოთხოვნილება მოგვიანებით გამიჩნდა.
The carnal desire came later.
140495.
განდი | ნაწილი I, თავი III
მე ვაპირებ ჩემს სირცხვილს ფარდა ჩამოვაფარო და მხოლოდ რამდენიმე ღირებული წვრილმანი აღვწერო. ოღონდ, ცოტა მოგვიანებით.
I propose to draw the curtain over my shame, except for a few details worth recording. To these, I shall come later.
140496.
განდი | ნაწილი I, თავი III
ასე და ამგვარად, ჩემი ძმა და მე რაჯკოტიდან პორბანდარში წაგვიყვანეს.
So my brother and I were both taken to Porbandar from Rajkot.
140497.
განდი | ნაწილი I, თავი III
სანამ ბოლო დრამა გათამაშდებოდა, რამდენიმე სახალისო ეპიზოდი შეგვემთხვა, მაგალითად, როგორ გაგვიზუზნეს მთელი ტანი ქურქუმით, მაგრამ ამას გამოვტოვებ.
There are some amusing details of the preliminaries to the final drama e.g. smearing our bodies all over with turmeric paste but I must omit them.
140498.
განდი | ნაწილი I, თავი III
მართალია, მამაჩემი სახელმწიფო საბჭოს წევრი იყო, მაგრამ მაინც ქვეშევრდომი იყო, რასაც კიდევ უფრო ამძაფრებდა ის გარემოება, რომ მას თაკორე საჰიბი სწყალობდა.
My father was a Diwan, but nevertheless a servant, and all the more so because he was in favour with the Thakore Saheb.
140499.
განდი | ნაწილი I, თავი III
ეს უკანასკნელი მამას სამსახურიდან ბოლო წუთამდე არასგზით არ უშვებდა.
The latter would not let my father go until the last moment.
140500.
განდი | ნაწილი I, თავი III
ხოლო როცა გამოუშვა, ბრძანა, მამაჩემისთვის საგანგებო ეტლი მოეგვარათ, რაც მოგზაურობას ორი დღით ამოკლებდა.
And when he let him go, he ordered for my father special stage coaches, reducing the journey by two days.