მოიძებნა 668043 ჩანაწერი
140501.
განდი | ნაწილი I, თავი III
მაგრამ ბედმა სხვაგვარად ინება.
But the fates had willed otherwise.
140502.
განდი | ნაწილი I, თავი III
განა, შეიძლება ქორწილის თარიღის გადატანა?!
For how could the marriage dates be changed?
140503.
განდი | ნაწილი I, თავი III
თუმცა, მამაჩემის იარების გამო წუხილი მალე შეცვალა საქორწინო სანახაობით გამოწვეულმა ბავშვურმა აღტაცებამ.
However, I forgot my grief over my father's injuries in the childish amusement of the wedding.
140504.
განდი | ნაწილი I, თავი III
მე გულწრფელად მიყვარდა ჩემი მშობლები.
I was devoted to my parents.
140505.
განდი | ნაწილი I, თავი III
ჯერ კიდევ ვერ ვხვდებოდი, რომ ჩემი მშობლების ერთგული მსახურებისთვის უნდა შემეწირა საკუთარი ბედნიერებაცა და სიამოვნებაც.
I had yet to learn that all happiness and pleasure should be sacrificed in devoted service to my parents.
140506.
განდი | ნაწილი I, თავი III
ნიშკულანანდი ასე გალობს: „ვნების აღმძვრელ საგანზე უარის თქმას თავად ვნებაზე უარის თქმის გარეშე დიდი დღე არ უწერია, რაგინდ ბევრი ეცადო“.
Nishkulanand sings: 'Renunciation of objects, without the renunciation of desires, is short-lived, however hard you may try.'
140507.
განდი | ნაწილი I, თავი III
როცა არ უნდა ვიმღერო ეს სიმღერა, ან როცა მესმის, რომ სხვა მღერის მას, ის მწარე, უკუღმართი შემთხვევა უმალ მახსენდება და სირცხვილის გრძნობა მეუფლება.
Whenever I sing this song or hear it sung, this bitter untoward incident, rushes to my memory and fills me with shame.
140508.
განდი | ნაწილი I, თავი III
მამაჩემი იარებს არ შეეპუა და მთელი არსებით მოილხინა ქორწილში.
My father put on a brave face in spite of his injuries, and took full part in the wedding.
140509.
განდი | ნაწილი I, თავი III
ვიხსენებ და გონების თვალით დღესაც გასაოცარი სიცხადით წარმომიდგება, მამა როდის და სად იჯდა ცერემონიის მსვლელობის ცალკეულ მომენტში.
As I think of it, I can even today call before my mind's eye the places where he sat as he went through the different details of the ceremony.
140510.
განდი | ნაწილი I, თავი III
რას ვიფიქრებდი მაშინ, თუ ერთ მშვენიერ დღეს მამას მკაცრად გავკიცხავდი იმის გამო, რომ ასე ადრე დამაქორწინა.
Little did I dream then that one day I should severely criticize my father for having married me so early.
140511.
განდი | ნაწილი I, თავი III
იმ დღეს ყველაფერი სწორი, მართალი და სასიამოვნო მეჩვენებოდა.
Everything on that day seemed to me own right and proper and pleasing.
140512.
განდი | ნაწილი I, თავი III
უკვე მე თვითონაც ძალიან მინდოდა, ჩემთვის ცოლი შეერთოთ.
There was also my own eagerness to get married.
140513.
განდი | ნაწილი I, თავი III
დღესაც ცხადად მახსოვს, როგორ ვისხედით ნეფე-პატარძლის შემაღლებულ ფიცარნაგზე, როგორ შევასრულეთ საფრაბადი, და ჩვენ, ახლად დაქორწინებულმა ქმარმა და ცოლმა, ტკბილი კანსარი როგორ ჩავუდეთ ერთმანეთს პირში და როგორ შევუდექით ერთობლივ ცხოვრებას.
I can picture to myself, even today, how we sat on our wedding dais, how we performed the Saptapadi how we, the newly wedded husband and wife, put the sweet Kansar into each other's mouth, and how we began to live together.
140514.
განდი | ნაწილი I, თავი III
და მერე, ოჰ! ის პირველი ღამე.
And oh! That first night.
140515.
განდი | ნაწილი I, თავი III
ორი უმანკო ბავშვი თავისდაუნებურად გადაეშვა ცხოვრების ოკეანეში.
Two innocent children all unwittingly hurled themselves into the ocean of life.
140516.
განდი | ნაწილი I, თავი III
ჩემი ძმის ცოლმა საფუძვლიანად დამარიგა, როგორ უნდა მოვქცეულიყავი პირველ ღამეს.
My brother's wife had thoroughly coached me about my behaviour on the first night.
140517.
განდი | ნაწილი I, თავი III
არ ვიცი, ვინ დაარიგა ჩემი ცოლი.
I do not know who had coached my wife.
140518.
განდი | ნაწილი I, თავი III
მისთვის ეს არასოდეს მიკითხავს და არც ახლა ვაპირებ ამის გაკეთებას.
I have never asked her about it, nor am I inclined to do so now.
140519.
განდი | ნაწილი I, თავი III
ალბათ, მკითხველი მიხვდება, რომ ჩვენ მეტისმეტად ვღელავდით და ერთმანეთისთვის შეხედვისაც კი გვერიდებოდა.
The reader may be sure that we were too nervous to face each other.
140520.
განდი | ნაწილი I, თავი III
რა თქმა უნდა, ძალიან გვრცხვენოდა.
We were certainly too shy.