მოიძებნა 668043 ჩანაწერი
140521.
განდი | ნაწილი I, თავი III
როგორ უნდა დავლაპარაკებოდი, ანდა რა უნდა მეთქვა ჩემი ცოლისთვის?!
How was I to talk to my wife, and what was I to say?
140522.
განდი | ნაწილი I, თავი III
თუმცა, მართალი გითხრათ, ასეთ საკითხებში არანაირი დარიგება არ არის საჭირო.
But no coaching is really necessary in such matters.
140523.
განდი | ნაწილი I, თავი III
თანდათანობით ერთმანეთი გავიცანით და მივეჩვიეთ თავისუფლად საუბარს.
We gradually began to know each other, and to speak freely together.
140524.
განდი | ნაწილი I, თავი III
ტოლები ვიყავით, მაგრამ მე ქმრის უფლებების უპირატესობით სარგებლობა არ გამჭირვებია.
We were the same age. But I took no time in assuming the authority of a husband.
140525.
განდი | ნაწილი I, თავი IV
ცოლქმრობანას თამაში.
PLAYING THE HUSBAND.?????
140526.
განდი | ნაწილი I, თავი IV
იმ ხანებში, როცა დავქორწინდი, ერთ პაისად, თუ პაიდ პაწია პამფლეტებს გამოსცემდნენ ხოლმე, სადაც ცოლქმრული სიყვარული, ხელმომჭირნეობა, ბავშვების ქორწინება და სხვა ამგვარი საკითხები იყო განხილული.
About the time of my marriage, little pamphlets costing a pice, or a pie used to be issued, in which conjugal love, thrift, child marriages, and other such subjects were discussed.
140527.
განდი | ნაწილი I, თავი IV
როგორც კი რომელიმე მათგანს ხელში ჩავიგდებდი, თავიდან ბოლომდე სულმოუთქმელად ჩავიკითხავდი და, როგორც საერთოდ მჩვეოდა, რაც არ მომწონდა, მაშინვე ვივიწყებდი, ხოლო რაც მომწონდა, იმას უმალ საქმედ ვაქცევდი ხოლმე.
Whenever I came across any of these, I used to go through them cover to cover, and it was a habit with me to forget what I did not like, and to carry out in practice whatever I liked.
140528.
განდი | ნაწილი I, თავი IV
ცოლისადმი ერთგულება სიცოცხლის ბოლომდე!
Lifelong faithfulness to the wife.
140529.
განდი | ნაწილი I, თავი IV
თანაც, სიმართლის უზომო სიყვარული ჩემი თანდაყოლილი თვისება გახლდათ, ასე რომ, ცოლის მოტყუება გამორიცხული იყო.
Furthermore, the passion for truth was innate in me, and to be false to my wife was therefore out of the question.
140530.
განდი | ნაწილი I, თავი IV
მაგრამ ერთგულების ამ გაკვეთილმა უკუღმართი შედეგი გამოიღო.
But the lesson of faithfulness had also untoward effect.
140531.
განდი | ნაწილი I, თავი IV
„თუკი ჩემს ცოლს მე ერთგულება უნდა შევფიცო, მანაც ხომ უნდა შემომფიცოს ერთგულება?!“, — ვირწმუნებდი თავს.
'If I should be pledged to be faithful to my wife, she also should be pledged to be faithful to me,' I said to myself.
140532.
განდი | ნაწილი I, თავი IV
ამ აზრმა ეჭვიან მეუღლედ მაქცია.
The thought made me a jealous husband.
140533.
განდი | ნაწილი I, თავი IV
ცოლის მოვალეობა მარტივად ვაქციე ჩემს უფლებად, ცოლისაგან ერთგულება მომეთხოვა, და რაკი უნდა მომეთხოვა, ეს უფლება ფხიზლადაც უნდა დამეცვა.
My wife's duty was easily converted into my right to exact faithfulness from her, and if it had to be exacted, I should be watchfully tenacious of the right.
140534.
განდი | ნაწილი I, თავი IV
არანაირი საფუძველი არ მქონია, ჩემი ცოლის ერთგულებაში ეჭვი შემეტანა, მაგრამ ეჭვი მიზეზს როდი ელის?!
I had absolutely no reason to suspect my wife's fidelity, but jealousy does not wait for reasons.
140535.
განდი | ნაწილი I, თავი IV
ჩემი ნებართვის გარეშე ვერსად წავიდოდა.
She could not go anywhere without my permission.
140536.
განდი | ნაწილი I, თავი IV
ეს ყველაფერი ჩვენ შორის უთანხმოებას წარმოშობდა.
This sowed the seeds of a bitter quarrel between us.
140537.
განდი | ნაწილი I, თავი IV
კასტურბაი ის გოგო არ იყო, ასეთი რამ აეტანა.
Kasturbai was not the girl to brook any such thing.
140538.
განდი | ნაწილი I, თავი IV
მან წესად გაიხადა, როცა უნდოდა და სადაც უნდოდა, იქ წასულიყო.
She made it a point to go out whenever and wherever she liked.
140539.
განდი | ნაწილი I, თავი IV
რაც უფრო ვზღუდავდი, მით მეტი თავისუფლების ნებას აძლევდა თავს, და მეც უფრო და უფრო მკაცრი ვხდებოდი.
More restraint on my part resulted in more liberty being taken by her, and in my getting more and more cross.
140540.
განდი | ნაწილი I, თავი IV
მე მგონი, კასტურბაი ჩემს შეზღუდვებზე სითამამით სრულიად გულუბრყვილოდ პასუხობდა.
I think it was quite innocent of Kasturbai to have taken those liberties with my restrictions.