მოიძებნა 668043 ჩანაწერი
140541.
განდი | ნაწილი I, თავი IV
განა შეიძლება, სრულიად უეშმაკო გოგონამ ტაძარში ან მეგობრებთან სიარულზე რაიმე სახის შეზღუდვა აიტანოს?
How could a guileless girl brook any restraint on going to the temple or on going on visits to friends?
140542.
განდი | ნაწილი I, თავი IV
მე თუ მქონდა მისთვის შეზღუდვების დაწესების ნება, განა მას არ ჰქონდა ასეთივე უფლება?!
If I had the right to impose restrictions on her, had not she also a similar right?
140543.
განდი | ნაწილი I, თავი IV
ჩემთვის დღეს კი გახდა ეს ნათელი, მაგრამ მაშინ მე ვცდილობდი, ჩემი, როგორც ქმრის, ძალა– უფლება განმემტკიცებინა!
All this is clear to me today. But at that time I had to make good my authority as a husband!
140544.
განდი | ნაწილი I, თავი IV
ოღონდ ნუ იფიქრებს მკითხველი, თითქოს გამუდმებულ ტანჯვაში გვიწევდა ცხოვრება.
Let not the reader think, however, that ours was a life of unrelieved bitterness.
140545.
განდი | ნაწილი I, თავი IV
ჩემი სიმკაცრე თავიდან ბოლომდე სიყვარულს ეფუძნებოდა.
For my severities were all based on love.
140546.
განდი | ნაწილი I, თავი IV
მწადდა, ჩემი ცოლი იდეალურ ცოლად მექცია.
I wanted to make my wife an ideal wife.
140547.
განდი | ნაწილი I, თავი IV
ჩემი პატივმოყვარული მისწრაფება კი ის იყო, რომ მსურდა, ჩემს ცოლს წმინდა ცხოვრებით ეცხოვრა, ესწავლა ყველაფერი, რასაც მე ვსწავლობდი და მთელი თავისი სიცოცხლეცა და ფიქრიც ჩემს ფიქრთან და ცხოვრებასთან გაეიგივებინა.
My ambition was to make my wife live a pure life, learn what I learnt, and identify her life and thought with mine.
140548.
განდი | ნაწილი I, თავი IV
არ ვიცი, ჰქონდა თუ არა კასტურბაისაც რაიმე მსგავსი მისწრაფება.
I do not know whether Kasturbai had any such ambition.
140549.
განდი | ნაწილი I, თავი IV
მან წერა-კითხვა არ იცოდა, ბუნებით უბრალო, დამოუკიდებელი, უტეხი და, ყოველ შემთხვევაში ჩემთან, სიტყვაძუნწი იყო.
She was illiterate. By nature she was simple, independent, persevering and, with me at least, reticent.
140550.
განდი | ნაწილი I, თავი IV
თავისი უმეცრება სულაც არ აღიზიანებდა და ვერ ვიხსენებ, ჩემი მეცადინეობის შემყურეს ოდესმე მსგავსი საქციელის სურვილი გასჩენოდა.
She was not impatient of her ignorance and I do not recollect my studies having ever spurred her to go in for a similar adventure.
140551.
განდი | ნაწილი I, თავი IV
ჩემში ვნება მთლიანად ერთი ქალის ირგვლივ ღვიოდა და მინდოდა ის უპასუხოდ არ დარჩენილიყო.
My passion was entirely centred on one woman, and I wanted it to be reciprocated.
140552.
განდი | ნაწილი I, თავი IV
თუმცა, უპასუხოდაც რომ დარჩენილიყო, გაუსაძლისი მაინც არ ეთქმოდა, რადგან მას ცალმხრივად მაინც ასაზრდოებდა აქტიური სიყვარული.
But even if there were no reciprocity, it could not be all unrelieved misery because there was active love on one side at least.
140553.
განდი | ნაწილი I, თავი IV
უნდა ვაღიარო, უზომოდ გატაცებული ვიყავი.
I must say I was passionately fond of her.
140554.
განდი | ნაწილი I, თავი IV
სკოლაშიც კი სულ მასზე ვფიქრობდი. მოსვენება მქონდა დაკარგული ღამეზე ფიქრით, რომელიც მასთან შეხვედრას მიქადდა.
Even at school I used to think of her, and the thought of nightfall and our subsequent meeting was ever haunting me.
140555.
განდი | ნაწილი I, თავი IV
განშორება აუტანელი იყო.
Separation was unbearable.
140556.
განდი | ნაწილი I, თავი IV
გვიან ღამემდე არ ვაძინებდი და დაუსრულებლად ველაპარაკებოდი ათას რამეზე.
I used to keep her awake till late in the night with my idle talk.
140557.
განდი | ნაწილი I, თავი IV
ამ ყოვლისშთანმთქმელ ვნებასთან ერთად ჩემში ღრმად რომ არ ყოფილიყო გამჯდარი მოვალეობის გრძნობა, ან უეჭველად ავადმყოფობის და ნაადრევი სიკვდილის მსხვერპლი გავხდებოდი, ანდა უმძიმეს ყოფაში ჩავვარდებოდი.
If with this devouring passion there had not been in me a burning attachment to duty, I should either have fallen a prey to disease and premature death, or have sunk into a burdensome existence.
140558.
განდი | ნაწილი I, თავი IV
უკვე მოგახსენეთ, რომ კასტურბაიმ წერა-კითხვა არ იცოდა.
I have already said that Kasturbai was illiterate.
140559.
განდი | ნაწილი I, თავი IV
ძალიან მინდოდა, მესწავლებინა, მაგრამ ჩემი ავხორცი ვნება ამისათვის დროს არ მიტოვებდა.
I was very anxious to teach her, but lustful love left me no time.
140560.
განდი | ნაწილი I, თავი IV
უფროსების თანდასწრებით მასთან დალაპარაკებას კი არა, შეხვედრასაც კი ვერ ვბედავდი.
I dared not meet her in the presence of the elders, much less talk to her.