მოიძებნა 668043 ჩანაწერი
140561.
განდი | ნაწილი I, თავი IV
იმ დროს, და ნაწილობრივ დღესაც, კათავადში არსებობდა უმაქნისი და ბარბაროსული წესი — „პურდა“.
Kathiawad had then, and to a certain extent has even today, its own peculiar, useless and barbarous rule - Purdah.
140562.
განდი | ნაწილი I, თავი IV
ამდენად, პირობები სრულიად არ გვიწყობდა ხელს.
Circumstances were thus unfavourable.
140563.
განდი | ნაწილი I, თავი IV
ამიტომ, უნდა ვაღიარო, რომ ჩვენს ახალგაზრდობაში ჩემი მცდელობანი, კასტურბაისთვის რამე მესწავლებინა, წარუმატებელი აღმოჩნდა.
I must therefore confess that most of my efforts to instruct Kasturbai in our youth were unsuccessful.
140564.
განდი | ნაწილი I, თავი IV
ხოლო როცა მე ვნების ბურანიდან გამოვფხიზლდი, აქტიური საზოგადოებრივი ცხოვრება უკვე დაწყებული მქონდა, რაც თავისუფალ დროს თითქმის არ მიტოვებდა.
And when I awoke from the sleep of lust, I had already launched forth into public life, which did not leave me much spare time.
140565.
განდი | ნაწილი I, თავი IV
ვერც ის შევძელი, მისთვის კერძო მასწავლებლები ამეყვანა.
I failed likewise to instruct her through private tutors.
140566.
განდი | ნაწილი I, თავი IV
შედეგად, კასტურბაის ახლა მხოლოდ მარტივი წერილების წერა შეუძლია.
As a result, Kasturbai can now with difficulty write simple letters.
140567.
განდი | ნაწილი I, თავი IV
დარწმუნებული ვარ, ჩემი სიყვარული მის მიმართ ვნებისაგან დაცლილი რომ ყოფილიყო, შევძლებდი სწავლა-განათლებისადმი მისი გულგრილობის დაძლევას და დღეს ის განათლებული ქალი იქნებოდა.
I am sure that, had my love for her been absolutely untainted with lust, she would be a learned lady today; for I could than have conquered her dislike for studies.
140568.
განდი | ნაწილი I, თავი IV
ნამდვილი სიყვარულისთვის არაფერია შეუძლებელი.
Nothing is impossible for pure love.
140569.
განდი | ნაწილი I, თავი IV
ერთ ვითარებაზე, რამაც ნაწილობრივ მიხსნა ავხორცი სიყვარულისგან, უკვე გიამბეთ.
I have mentioned one circumstance that more or less saved me from lustful love.
140570.
განდი | ნაწილი I, თავი IV
კიდევ ერთია აღნიშვნის ღირსი.
There is another worth noting.
140571.
განდი | ნაწილი I, თავი IV
არაერთმა მაგალითმა დამარწმუნა, რომ საბოლოოდ ღმერთი აუცილებლად იხსნის მას, ვისაც წმინდა ზრახვა ამოძრავებს.
Numerous examples have convinced me that God ultimately saves him whose motive is pure.
140572.
განდი | ნაწილი I, თავი IV
ინდუსებს ბავშვების ქორწინების სასტიკ ადათთან ერთად აქვთ კიდევ ერთი წესი, რომელიც ასე თუ ისე ამცირებს პირველის მიერ მიყენებულ ზიანს.
Along with the cruel custom of child marriages, Hindu society has another custom which to a certain extent diminishes the evils of the former.
140573.
განდი | ნაწილი I, თავი IV
ახალგაზრდა წყვილს მშობლები დიდხანს ერთად ყოფნის ნებას არ რთავენ.
Parents do not allow young couples to stay long.
140574.
განდი | ნაწილი I, თავი IV
ბავშვი-ცოლი ნახევარზე მეტ დროს მამის ოჯახში ატარებს.
The child-wife spends more than half her time at her father's place.
140575.
განდი | ნაწილი I, თავი IV
ჩვენს შემთხვევშიც ასე იყო.
Such was the case with us.
140576.
განდი | ნაწილი I, თავი IV
ანუ გამოდის, რომ, თუ დავთვლით, ჩვენი ხუთწლიანი ოჯახური ცხოვრებიდან (13-დან 18 წლის ასაკამდე), მთლიანობაში სამ წელზე მეტხანს ერთად არ გვიცხოვრია.
That is to say, during the first five years of our married life (from the age of 13 to 18), we could not have lived together longer than an aggregate period of three years.
140577.
განდი | ნაწილი I, თავი IV
ექვსი თვეც არ გვექნებოდა ხოლმე ერთად გატარებული, რომ ჩემი ცოლეულიდან ვინმე გვეწვეოდა.
We would hardly have spent six months together, when there would be a call to my wife from her parents.
140578.
განდი | ნაწილი I, თავი IV
იმ დღეებში დიდად არ მახარებდა მათი სტუმრობა, მაგრამ ამან ორივე გადაგვარჩინა.
Such calls were very unwelcome in those days, But they saved us both.
140579.
განდი | ნაწილი I, თავი IV
თვრამეტი წლისა ინგლისში წავედი, რაც განშორების ხანგრძლივ და ჯანმრთელ ხანას ნიშნავდა.
At the age of eighteen I went to England, and this meant a long and healthy spell of separation.
140580.
განდი | ნაწილი I, თავი IV
ინგლისიდან ჩამოსვლის მერეც ერთად ცხოვრებამ ექვს თვეზე მეტხანს არ მოგვიწია.
Even after my return from England we hardly stayed together longer than six months.