მოიძებნა 668043 ჩანაწერი
140581.
განდი | ნაწილი I, თავი IV
მე მიხდებოდა რაჯკოტსა და ბომბეის შორის აღმა-დაღმა სირბილი.
I had to run up and down between Rajkot and Bombay.
140582.
განდი | ნაწილი I, თავი IV
მერე სამხრეთ აფრიკაში გამიწვიეს.
Then came the call from South Africa.
140583.
განდი | ნაწილი I თავი V
საშუალო სკოლაში.
AT THE HIGH SCHOOL.
140584.
განდი | ნაწილი I თავი V
უკვე მოგახსენეთ, რომ, როცა დავქორწინდი, საშუალო სკოლაში ვსწავლობდი.
I have already said that I was learning at the high school when I was married.
140585.
განდი | ნაწილი I თავი V
სამივე ძმა ერთ სკოლაში დავდიოდით.
We three brothers were learning at the same school.
140586.
განდი | ნაწილი I თავი V
უფროსი ძმა ჩემზე რამდენიმე კლასით იყო წინ, ხოლო ის ძმა, რომელთან ერთადაც ქორწილი გადამიხადეს, — მხოლოდ ერთით.
The eldest brother was in a much higher class, and the brother who was married at the same time as I was, only one class ahead of me.
140587.
განდი | ნაწილი I თავი V
ქორწინების გამო ერთი სასწავლო წელი ორივემ დავკარგეთ.
Marriage resulted in both of us wasting a year.
140588.
განდი | ნაწილი I თავი V
უფალმა უწყის, რამდენი ახალგაზრდა ჩავარდნილა მასავით მძიმე დღეში.
Heaven knows how many youths are in the same plight as he.
140589.
განდი | ნაწილი I თავი V
მარტო ჩვენს თანამედროვე ინდუს საზოგადოებაშია დაშვებული ერთდროულად სკოლაში სწავლაც და დაქორწინებაც.
Only in our present Hindu society do studies and marriage go thus hand in hand.
140590.
განდი | ნაწილი I თავი V
ჩემი სწავლა-განათლება გაგრძელდა.
My studies were continued.
140591.
განდი | ნაწილი I თავი V
საშუალო სკოლაში მაჩანჩალად არ ვითვლებოდი.
I was not regarded as a dunce at the high school.
140592.
განდი | ნაწილი I თავი V
ჩემი მშობლები ყოველწლიურად იღებდნენ ჩემი წარმატებული მოსწრებისა და ყოფაქცევის მოწმობებს.
Certificates of progress and character used to be sent to the parents every year.
140593.
განდი | ნაწილი I თავი V
როცა პირველიდან მეორე კლასში გადავედი, სიგელიც კი დავიმსახურე.
I even won prizes after I passed out of the second standard.
140594.
განდი | ნაწილი I თავი V
მეხუთე და მეექვსე კლასში კი სტიპენდიაც დამინიშნეს და, შესაბამისად, ოთხს, შემდეგ კი ათ რუპიას მიხდიდნენ, რისთვისაც უფრო იღბალს უნდა ვუმადლოდე, ვიდრე საკუთარ დამსახურებას.
In the fifth and sixth classes, I obtained scholarships and rupees four and ten respectively, an achievement for which I have to thank good luck more than my merit.
140595.
განდი | ნაწილი I თავი V
იმიტომ, რომ სტიპენდია ყველას როდი ჰქონდა დანიშნული, მას კათავადის სორათის ადმინისტრაციული ოლქის მხოლოდ საუკეთესო ბიჭებს აძლევდნენ.
For the scholarships were not open to all, but reserved for the best boys amongst those coming from the Sorath Division of Kathiawad.
140596.
განდი | ნაწილი I თავი V
ჩემს შესაძლებლობებზე მაინცადამაინც დიდი წარმოდგენა არ მქონდა.
My own recollection is that I had not any high regard for my ability.
140597.
განდი | ნაწილი I თავი V
მიკვირდა ხოლმე, როცა ჯილდოს თუ სტიპენდიას მომანიჭებდნენ.
I used to be astonished whenever I won prizes and scholarships.
140598.
განდი | ნაწილი I თავი V
აი, ჩემს სახელს კი მეტისმეტად ვუფრთხილდებოდი.
But I very jealously guarded my character.
140599.
განდი | ნაწილი I თავი V
აუტანელი იყო, როცა საყვედურს ვიმსახურებდი, ან თუ მასწავლებელს მოეჩვენებოდა, რომ გასაკიცხი რამ ჩავიდინე.
When I merited, or seemed to the teacher to merit, a rebuke, it was unbearable for me.
140600.
განდი | ნაწილი I თავი V
მაშინ ჩვენი სკოლის დირექტორი იყო დორაბჯი ედულჯი გიმი.
Dorabji Edulji Gimi was the headmaster then.