მოიძებნა 668043 ჩანაწერი
140601.
განდი | ნაწილი I თავი V
ბიჭებს ის ძალიან მოსწონდათ, რადგან მომთხოვნი, წესრიგის მოყვარული და კარგი მასწავლებელი იყო.
He was popular among boys, as he was a disciplinarian, a man of method and a good teacher.
140602.
განდი | ნაწილი I თავი V
მან ტანვარჯიში და კრიკეტი სავალდებულოდ გახადა უფროსი კლასელი ბიჭებისათვის.
He had made gymnastics and cricket compulsory for boys of the upper standards.
140603.
განდი | ნაწილი I თავი V
მე ვერც ერთს ვერ ვიტანდი.
I disliked both.
140604.
განდი | ნაწილი I თავი V
ამის ერთ-ერთი მიზეზი იყო სიმორცხვე, რაც ახლა გაუმართლებლად მიმაჩნია.
My shyness was one of the reasons for this, which I now see was wrong.
140605.
განდი | ნაწილი I თავი V
მაშინ მცდარი შეხედულება მქონდა, მეგონა, ტანვარჯიშს არაფერი ესაქმებოდა განათლებასთან.
I then had the false notion that gymnastics had nothing to do with education.
140606.
განდი | ნაწილი I თავი V
დღეს კი ვიცი, რომ ფიზიკურ ვარჯიშს სასწავლო პროგრამაში ისეთივე ადგილი უნდა ეკავოს, როგორიც გონებრივ წვრთნას.
Today I know that physical training should have as much place in the curriculum as mental training.
140607.
განდი | ნაწილი I თავი V
თუმცა, შემიძლია გითხრათ, რომ ვარჯიშისაგან თავშეკავებამ ვერაფერი მავნო.
I may mention, however, that I was none the worse for abstaining from exercise.
140608.
განდი | ნაწილი I თავი V
წიგნებში მქონდა წაკითხული სუფთა ჰაერზე ხანგრძლივი სეირნობის სარგებლობის შესახებ, და რაკი რჩევა მომეწონა, ფეხით სიარული ჩვევად გავიხადე და ეს ჩვევა დღემდე შემომრჩა.
I had read in books about the benefits of long walks in the open air, and having liked the advice, I had formed a habit of taking walks, which has still remained with me.
140609.
განდი | ნაწილი I თავი V
როგორც კი გაკვეთილები მიმთავრდებოდა, მაშინვე შინ მივიჩქაროდი, რათა მამას მოვმსახურებოდი.
As soon as the school closed, I would hurry home to serve my father.
140610.
განდი | ნაწილი I თავი V
ბატონ გიმის ვთხოვე, ტანვარჯიშის გაკვეთილიდან გავეთავისუფლებინე, რათა მამის მოსავლელად მეტი დრო მქონოდა.
I requested Mr. Gimi to exempt me from gymnastics so that I might be free to serve my father.
140611.
განდი | ნაწილი I თავი V
მერე მოხდა ასეთი რამ: ერთ შაბათ დღეს, როცა გაკვეთილები ადრე დაგვიმთავრდა, ნაშუადღევის 4 საათზე შინიდან კვლავ სკოლაში უნდა დავბრუნებულიყავი ტანვარჯიშზე დასასწრებად.
Now it so happened that one Saturday, when we had school in the morning, I had to go from home to the school for gymnastics at 4 o'clock in the afternoon.
140612.
განდი | ნაწილი I თავი V
საათი არ მქონდა და ღრუბლიანმა ამინდმა შემაცდინა.
I had no watch, and the clouds deceived me.
140613.
განდი | ნაწილი I თავი V
სანამ მე სკოლამდე მივაღწიე, ბიჭები უკვე დაშლილიყვნენ.
Before I reached the school the boys had all left.
140614.
განდი | ნაწილი I თავი V
მეორე დღეს მისტერ გიმიმ დასწრება შეამოწმა და ნახა, რომ „არა“ მეწერა.
The next day Mr. Gimi, examining the roll, found me marked absent.
140615.
განდი | ნაწილი I თავი V
როცა გაცდენის მიზეზი მკითხა, ვუამბე, რაც შემემთხვა.
Being asked the reason for absence, I told him what had happened.
140616.
განდი | ნაწილი I თავი V
არაფრით არ დამიჯერა და ჯარიმის გადახდა მომისაჯა ერთი თუ ორი ანას ოდენობით (დღეს ზუსტად ვერ ვიხსენებ რაოდენობას).
He refused to believe me and ordered me to pay a fine of one or two annas (I cannot now recall how much).
140617.
განდი | ნაწილი I თავი V
ტყუილის თქმისთვის დამსაჯეს!
I was convicted of lying!
140618.
განდი | ნაწილი I თავი V
ამან უზომო ტკივილი მომაყენა.
That deeply pained me.
140619.
განდი | ნაწილი I თავი V
როგორ უნდა დამემტკიცებინა ჩემი უდანაშაულობა?
How was I to prove my innocence?
140620.
განდი | ნაწილი I თავი V
გამოსავალი არ ჩანდა.
There was no way.