მოიძებნა 668043 ჩანაწერი
140621.
განდი | ნაწილი I თავი V
სასოწარკვეთილებისაგან ავტირდი.
I cried in deep anguish.
140622.
განდი | ნაწილი I თავი V
მართალი კაცი ამავე დროს ყურადღებიანიც უნდა იყოს.
A man of truth must also be a man of care.
140623.
განდი | ნაწილი I თავი V
ეს იყო ჩემი უყურადღებობის პირველი და უკანასკნელი შემთხვევა სკოლაში.
This was the first and last instance of my carelessness in school.
140624.
განდი | ნაწილი I თავი V
მამაჩემმა თვითონ მისწერა სკოლის დირექტორს და აუხსნა, რომ გაკვეთილების შემდეგ შინ ვჭირდებოდი.
My father wrote himself to the headmaster saying that he wanted me at home after school.
140625.
განდი | ნაწილი I თავი V
არ ვიცი, რამ მაფიქრებინა, რომ კარგი ხელწერა არ იყო განათლების აუცილებელი ნაწილი და ამ აზრისა ვიყავი ინგლისში გამგზავრებამდე.
I do not know whence I got the notion that good handwriting was not a necessary part of education, but I retained it until I went to England.
140626.
განდი | ნაწილი I თავი V
მოგვიანებით, განსაკუთრებით კი სამხრეთ აფრიკაში, დავინახე, რა ლამაზად წერდნენ ვექილები და სამხრეთ აფრიკაში დაბადებული და ნასწავლი ახალგაზრდები.
Later, especially in South Africa, I saw the beautiful handwriting of lawyers and young men born and educated in South Africa.
140627.
განდი | ნაწილი I თავი V
შემრცხვა საკუთარი თავისა და ვინანე ჩემი დაუდევრობა.
I was ashamed of myself and repented of my neglect.
140628.
განდი | ნაწილი I თავი V
მივხვდი, რომ ცუდი ხელწერა არასრულყოფილი განათლების ნიშანია.
I saw that bad handwriting was a sign of an imperfect education.
140629.
განდი | ნაწილი I თავი V
შემდგომში შევეცადე, ჩემი ხელწერა დამეხვეწა, მაგრამ უკვე გვიან იყო.
I tried later to improve my handwriting, but it was too late.
140630.
განდი | ნაწილი I თავი V
ჩემი ახალგაზრდული დაუდევრობა ვეღარ გამოვასწორე.
I could never repair the neglect of my youth.
140631.
განდი | ნაწილი I თავი V
მინდა ყოველმა ყმაწვილმა ქალმა და ვაჟმა გაითვალისწინოს ჩემი ეს გამოცდილება და დამიჯეროს, რომ კარგი ხელწერა განათლების აუცილებელი ნაწილია.
Let every young man and woman be warned by my example, and understand that good handwriting is a necessary part of education.
140632.
განდი | ნაწილი I თავი V
ახლა ვფიქრობ, რომ ვიდრე ბავშვები ასოების წერის სწავლას დაიწყებენ, ჯერ ხატვის ხელოვნებას უნდა დაეუფლონ.
I am now of opinion that children should first be taught the art of drawing before learning how to write.
140633.
განდი | ნაწილი I თავი V
დაე, ბავშვმა ასოები საგნებზე დაკვირვების საშუალებით შეისწავლოს, როგორც სხვა რამის სწავლას ახერხებს ისეთ საგნებზე დაკვირვებით, როგორებიცაა ყვავილები, ჩიტები, და ასე შემდეგ, და მხოლოდ მას მერე დაიწყოს ხელწერაზე მუშაობა, როცა საგნების ხატვას ისწავლის.
Let the child learn his letters by observation as he does different objects, such as flowers, birds, etc., and let him learn handwriting only after he has learnt to draw objects.
140634.
განდი | ნაწილი I თავი V
ჩემი სკოლის დღეებიდან კიდევ ორი რამ არის აღნიშვნის ღირსი.
Two more reminiscences of my school days are worth recording.
140635.
განდი | ნაწილი I თავი V
ქორწინების გამო ერთი წელი დავკარგე და მასწავლებელმა მოისურვა, ეს დანაკარგი იმით ამენაზღაურებინა, რომ ერთი კლასით გადავეხტუნებინე.
I had lost one year because of my marriage, and the teacher wanted me to make good the loss by skipping a class.
140636.
განდი | ნაწილი I თავი V
ამიტომ მესამე კლასში მარტო ექვსი თვე ვისწავლე და პირდაპირ მეოთხეში გადამიყვანეს გამოცდების მერე, ზაფხულის არდადეგების წინ.
I, therefore, had only six months in the third standard and was prompted to the forth after the examinations which are followed by the summer vacation.
140637.
განდი | ნაწილი I თავი V
სრულიად ავირიე.
I found myself completely at sea.
140638.
განდი | ნაწილი I თავი V
მასწავლებელი საგანს შესანიშნავად გვასწავლიდა, მაგრამ მე ჩამოვრჩი.
The teacher taught the subject very well, but I could not follow him.
140639.
განდი | ნაწილი I თავი V
ხშირად უიმედობა მიპყრობდა, ორი წლის საგნების ერთ წელიწადში დაფარვა მეტის მეტად ამბიციურად მეჩვენებოდა და მესამე კლასში დაბრუნებაზე ვფიქრობდი.
Often I would lose heart and think of going back to the third standard, feeling that the packing of two years' studies into a single year was too ambitious.
140640.
განდი | ნაწილი I თავი V
მაგრამ ამით მარტო თავს კი არ შევირცხვენდი, ჩემს მასწავლებელსაც გავაწბილებდი.
But this would discredit not only me, but also the teacher.