მოიძებნა 668043 ჩანაწერი
140641.
განდი | ნაწილი I თავი V
ასე რომ, სახელის ორმაგად გატეხვის შიშით ადგილიდან არ ვიძვროდი.
So the fear of the double discredit kept me at my post.
140642.
განდი | ნაწილი I თავი V
მაგრამ როცა დიდი გაჭირვებით ევკლიდეს მეცამეტე თეორემამდე მივაღწიე, უეცრად თვალი ამეხილა ამ საგნის საოცარ სიმარტივეზე.
When however, with much effort I reached the thirteenth proposition of Euclid, the utter simplicity of the subject was suddenly revealed to me.
140643.
განდი | ნაწილი I თავი V
განა შეიძლება, საგანი, რომელსაც მკაფიო და მარტივი მსჯელობის უნარი სჭირდება, ძნელი იყოს.
A subject which only required a pure and simple use of one's reasoning powers could not be difficult.
140644.
განდი | ნაწილი I თავი V
მას მერე გეომეტრია ჩემთვის თან იოლ და თანაც საინტერესო საგნად იქცა.
Ever since that time geometry has been both easy and interesting for me.
140645.
განდი | ნაწილი I თავი V
ამაზე უფრო რთული ამოცანა გამოდგა სანსკრიტი.
Samskrit, however, proved a harder task.
140646.
განდი | ნაწილი I თავი V
გეომეტრიაში საზეპირო არაფერია, მაშინ როცა სანსკრიტში, ასე მეგონა, ყველაფერი ზეპირად უნდა მესწავლა.
In geometry there was nothing to memorize, whereas in Samskrit, I thought, everything had to be learnt by heart.
140647.
განდი | ნაწილი I თავი V
ეს საგანიც მეოთხე კლასიდან იწყებოდა.
This subject also was commenced from the fourth standard.
140648.
განდი | ნაწილი I თავი V
როგორც კი მეექვსეში გადავედი, ფარ-ხმალი დავყარე.
As soon as I entered the sixth I became disheartened.
140649.
განდი | ნაწილი I თავი V
სანსკრიტისა და სპარსულის მასწავლებლებს შორის ერთგვარი მეტოქეობა არსებობდა.
There was a sort of rivalry going on between the Samskrit and the Persian teachers.
140650.
განდი | ნაწილი I თავი V
სპარსულის მასწავლებელი რბილი კაცი იყო.
The Persian teacher was lenient.
140651.
განდი | ნაწილი I თავი V
ბიჭები ამბობდნენ, სპარსული ძალიან ადვილია და მასწავლებელიც ძალიან კარგად და ყურადღებით ეპყრობა მოსწავლეებსო.
The boys used to say that Persian was very easy and the Persian teacher very good and considerate to the students.
140652.
განდი | ნაწილი I თავი V
„სიადვილემ“ მაცთუნა და ერთ მშვენიერ დღეს სპარსულის გაკვეთილზე შევედი.
The 'easiness' tempted me and one day I sat in the Persian class.
140653.
განდი | ნაწილი I თავი V
ამან ძლიერ დააღონა ჩემი სანსკრიტის მასწავლებელი.
The Samskrit teacher was grieved.
140654.
განდი | ნაწილი I თავი V
თავისთან მიხმო და მითხრა: „განა შეიძლება იმის დავიწყება, რომ შენ ვაიშნაველი მამის შვილი ხარ?“
He called me to his side and said: "How can you forget that you are the son of a Vaishnava father?"
140655.
განდი | ნაწილი I თავი V
„არ გინდა, შენი საკუთარი რელიგიის ენის სწავლა?“
"Won't you learn the language of your own religion?"
140656.
განდი | ნაწილი I თავი V
„რამე თუ გაგიჭირდა, ჩემთან რატომ არ მოხვედი?“
"If you have any difficulty, why not come to me?"
140657.
განდი | ნაწილი I თავი V
„მე მინდა, ჩემს სტუდენტებს სანსკრიტი რაც შეიძლება კარგად ვასწავლო.“
"I want to teach my students Samskrit to the best of my ability".
140658.
განდი | ნაწილი I თავი V
„როცა ცოდნას გაიღრმავებ, უამრავ წარმტაც, საინტერესო რამეს აღმოაჩენ მასში.“
"As you proceed further, you will find in it things of absorbing interest".
140659.
განდი | ნაწილი I თავი V
„გული არ უნდა გაიტეხო.“
"You should not lose heart".
140660.
განდი | ნაწილი I თავი V
„მოდი და ისევ დაჯექი სანსკრიტის კლასში.“
"Come and sit again in the Samskrit class".