მოიძებნა 668043 ჩანაწერი
140661.
განდი | ნაწილი I თავი V
მასწავლებლის გულისხმიერებას გულგრილობით ვერ ვუპასუხებდი.
I could not disregard my teacher's affection.
140662.
განდი | ნაწილი I თავი V
არ შემიძლია, დღეს მადლიერების გარეშე გავიხსენო კრიშნაშანკარ პანდია.
Today I cannot but think with gratitude of Krishnashankar Pandya.
140663.
განდი | ნაწილი I თავი V
ის ცოტაოდენი სანსკრიტი მაინც რომ არ მესწავლა, რომელსაც მაშინ დავეუფლე, ძალიან ძნელად თუ გამიჩნდებოდა ინტერესი ჩვენი წმინდა წიგნების მიმართ.
If I had not acquired the little Samskrit that I had learnt then, I should have found it difficult to take any interest in our sacred books.
140664.
განდი | ნაწილი I თავი V
მართალი გითხრათ, მწარედ ვნანობ, რომ ვერ შევძელი ამ ენის უფრო კარგად დაუფლება.
In fact, I deeply regret that I was not able to acquire a more thorough knowledge of the language.
140665.
განდი | ნაწილი I, თავი VI
ტრაგედია.
A TRAGEDY.
140666.
განდი | ნაწილი I, თავი VI
იმ რამდენიმე მეგობართაგან, რომლებიც საშუალო სკოლაში მყოლია, მხოლოდ ორისთვის შეიძლებოდა, ახლო მეგობარი მეწოდებინა.
Amongst my few friends at the high school I had, at different times, two who might be called intimate.
140667.
განდი | ნაწილი I, თავი VI
მან მიმატოვა იმის გამო, რომ სხვას დავუმეგობრდი.
He forsook me, because I made friends with the other.
140668.
განდი | ნაწილი I, თავი VI
ამ უკანასკნელ მეგობრობას კი ჩემი ცხოვრების უბედურებად ვთვლი.
This latter friendship I regard as a tragedy in my life.
140669.
განდი | ნაწილი I, თავი VI
ისინი თანაკლასელები იყვნენ.
They were classmates.
140670.
განდი | ნაწილი I, თავი VI
ვიცოდი, რომ ბვერი ნაკლი ჰქონდა, მაგრამ ერთგულ მეგობრად მიმაჩნდა.
I knew his weaknesses, but I regarded him as a faithful friend.
140671.
განდი | ნაწილი I, თავი VI
დედაჩემი, ჩემი უფროსი ძმები და ჩემი ცოლი მაფრთხილებდნენ, ცუდი საზოგადოება აირჩიეო.
My mother, my eldest brother, and my wife warned me that I was in bad company.
140672.
განდი | ნაწილი I, თავი VI
მიუხედავად ამისა, მათ წინაშე თავი ვიმართლე და ვუთხარი: „ვაღიარებ, აქვს სისუსტეები, რომელთაც თქვენ ხედავთ, მაგრამ, სამაგიეროდ, მის ღირსებებს არ იცნობთ“.
Nevertheless I pleaded with them saying, "I know he has the weaknesses you attribute to him, but you do not know his virtues".
140673.
განდი | ნაწილი I, თავი VI
„ის გზიდან ვერ ამაცდენს, რადგან ჩემი მასთან ურთიერთობის მიზანი მისი გარდაქმნაა“.
"He cannot lead me astray, as my association with him is meant to reform him".
140674.
განდი | ნაწილი I, თავი VI
„უმორჩილესად გთხოვთ, ჩემ გამო ნუ შეწუხდებით“.
"I beg you not to be anxious on my account".
140675.
განდი | ნაწილი I, თავი VI
ჩემი ახსნა მიიღეს და ხელი აღარ შეუშლიათ.
They accepted my explanation and let me go my way.
140676.
განდი | ნაწილი I, თავი VI
ჭეშმარიტი მეგობრობა ისეთ სულიერ მსგავსებას გულისხმობს, ამქვეყნად იშვიათად რომ შეგვხვდებათ.
True friendship is an identity of souls rarely to be found in this world.
140677.
განდი | ნაწილი I, თავი VI
მხოლოდ მონათესავე ბუნების ადამიანების მეგობრობა შეიძლება მართლა ღირებული და ხანგრძლივი გამოდგეს.
Only between like natures can friendship be altogether worthy and enduring.
140678.
განდი | ნაწილი I, თავი VI
მეგობრები ერთმანეთზე ახდენენ გავლენას და ამდენად, საეჭვოა, რომ მეგობრობა ვინმეს გამოსწორებას უწყობდეს ხელს.
Friends react on one another. Hence in friendship there is very little scope for reform.
140679.
განდი | ნაწილი I, თავი VI
მე იმ აზრისა გახლავართ, რომ ზედმეტი სიახლოვე გამონაკლისის სახითაც კი დაუშვებელია, რადგან კაცი მანკიერებას უფრო ადვილად ითვისებს, ვიდრე — სათნოებას.
I am of opinion that all exclusive intimacies are to be avoided; for man takes in vice far more readily than virtue.
140680.
განდი | ნაწილი I, თავი VI
ხოლო ის, ვისაც უფალთან სურს მიახლოება, ან მარტო უნდა დარჩეს, ან ამ ქვეყნად ყველას თანაბარი მეგობრობა უნდა გაუწიოს.
And he who would be friends with God must remain alone, or make the whole world his friend.