მოიძებნა 668043 ჩანაწერი
140701.
განდი | ნაწილი I, თავი VI
მე არც ხტომა და არც სირბილი არ მეხერხებოდა.
I could hardly jump or run.
140702.
განდი | ნაწილი I, თავი VI
რატომ არ უნდა ვყოფილიყავი მასავით ღონიერი?!
Why should not I also be as strong as he?
140703.
განდი | ნაწილი I, თავი VI
არ მასვენებდა ქურდებზე, აჩრდილებზე და გველებზე ფიქრი, ღამით კარში ფეხს ვერ ვდგამდი.
I used to be haunted by the fear of thieves, ghosts, and serpents. I did not dare to stir out of doors at night.
140704.
განდი | ნაწილი I, თავი VI
სიბნელე შიშს მგვრიდა.
Darkness was a terror to me.
140705.
განდი | ნაწილი I, თავი VI
თითქმის წარმოუდგენლად მიმაჩნდა სიბნელეში ძილი, რადგან ერთი მხრიდან ჩემკენ მომავალი აჩრდილები მელანდებოდა, მეორედან — ქურდები და მესამედან — გველები.
It was almost impossible for me to sleep in the dark, as I would imagine ghosts coming from one direction, thieves from another and serpents from a third.
140706.
განდი | ნაწილი I, თავი VI
ამიტომ ოთახში ანთებული შუქის გარეშე ვერ ვიძინებდი.
I could not therefore bear to sleep without a light in the room.
140707.
განდი | ნაწილი I, თავი VI
როგორ უნდა გამემხილა ჩემი სიმხდალე ცოლისთვის, რომელიც უკვე ბავშვი კი არა, ყმაწვილი ქალი იყო და გვერდით მეწვა?
How could I disclose my fears to my wife, no child, but already at the threshold of youth, sleeping by my side?
140708.
განდი | ნაწილი I, თავი VI
ვიცოდი, ის ჩემზე გულადი იყო და მრცხვენოდა.
I knew that she had more courage than I, and I felt ashamed of myself.
140709.
განდი | ნაწილი I, თავი VI
მას არ ეშინოდა გველებისა და აჩრდილების.
She knew no fear of serpents and ghosts.
140710.
განდი | ნაწილი I, თავი VI
ჩემმა მეგობარმა ყველა ჩემი სისუსტე იცოდა.
My friend knew all these weaknesses of mine.
140711.
განდი | ნაწილი I, თავი VI
მიყვებოდა, როგორ შეეძლო ცოცხალი გველის ხელში დაჭერა, ქურდებთან შებრძოლება და არ სჯეროდა აჩრდილების არსებობისა.
He would tell me that he could hold in his hand live serpents, could defy thieves and did not believe in ghosts.
140712.
განდი | ნაწილი I, თავი VI
თან, რა თქმა უნდა, ყოველივეს ხორცის ჭამის უპირატესობას მიაწერდა.
And all this was, of course, the result of eating meat.
140713.
განდი | ნაწილი I, თავი VI
სკოლის მოსწავლეებში იმ დროს ერთი გუჯარათელი პოეტის უნიჭო ლექსი იყო პოპულარული.
A doggerel of the Gujarati poet was in vogue amongst us schoolboys.
140714.
განდი | ნაწილი I, თავი VI
„ვერ ხედავ, ძლიერ ინგლისელს, რომ მართავს ჩია ინდოელს? ხომ ხედავ, ის ჭამს ხორცს, და ერთი, უდრის ორს“.
"Behold the mighty Englishman He rules the Indian small, Because being a meat-eater He is five cubits tall".
140715.
განდი | ნაწილი I, თავი VI
ყოველივე ამან ჩემზე სათანადოდ იმოქმედა.
All this had its due effect on me.
140716.
განდი | ნაწილი I, თავი VI
მე დავმარცხდი.
I was beaten.
140717.
განდი | ნაწილი I, თავი VI
თანდათან სულ უფრო ვიხრებოდი იმ აზრისკენ, რომ ხორცის ჭამა სასარგებლოა, რომ ის ღონესა და გამბედაობას მატებს კაცს და, თუ ჩემს ქვეყანაში ყველა ხორცის მჭამელი გახდება, ინგლისელებს დავამარცხებთ.
It began to grow on me that meat-eating was good, that it would make me strong and daring, and that, if the whole county took to meat-eating, the English could be overcome.
140718.
განდი | ნაწილი I, თავი VI
ასე რომ, ექსპერიმენტის დასაწყებად დღე დავთქვით.
A day was thereupon fixed for beginning the experiment.
140719.
განდი | ნაწილი I, თავი VI
ყველაფერი მალულად უნდა გაგვეკეთებინა.
Everything had to be conducted in secret.
140720.
განდი | ნაწილი I, თავი VI
განდიები ვაიშნავას მიმდევრები იყვნენ.
The Gandhis were Vaishnavas.