მოიძებნა 668043 ჩანაწერი
140721.
განდი | ნაწილი I, თავი VI
ჩემი მშობლები კი – განსაკუთრებით თავგამოდებული ვაიშნაველები.
My parents were particularly staunch Vaishnavas.
140722.
განდი | ნაწილი I, თავი VI
ისინი რეგულარულად დადიოდნენ ჰაველის ტაძარში.
They would regularly visit the Haveli.
140723.
განდი | ნაწილი I, თავი VI
ოჯახს საკუთარი ტაძრებიც ჰქონდა.
The family had even its own temples.
140724.
განდი | ნაწილი I, თავი VI
ჯაინიზმი გუჯარათში ძლიერად იყო ფეხმოკიდებული და მისი გავლენა ყველგან და ყველაფერში იგრძნობოდა.
Jainism was strong in Gujarat, and its influence was felt everywhere and on all occasions.
140725.
განდი | ნაწილი I, თავი VI
ისეთი ძლიერ წინააღმდეგობა და ზიზღი, როგორიც გუჯარათელ ჯაინებსა და ვაიშნავას მიმდევრებში ხორცისმჭამელობის მიმართ არსებობდა, ინდოეთში სხვაგან არსად იყო.
The opposition to and abhorrence of meateating that existed in Gujarat among the Jains and Vaishnavas were to be seen nowhere else in India or outside in such strength.
140726.
განდი | ნაწილი I, თავი VI
მე ასეთი ტრადიციების გარემოცვაში დავიბადე და აღვიზარდე.
These were the traditions in which I was born and bred.
140727.
განდი | ნაწილი I, თავი VI
ერთგული ვიყავი ჩემი მშობლებისა.
I was devoted to my parents.
140728.
განდი | ნაწილი I, თავი VI
სიმართლისადმი ჩემი ერთგულება დამატებითი სიფრთხილისაკენ მიბიძგებდა.
My love of truth made me extra cautious.
140729.
განდი | ნაწილი I, თავი VI
ვერ ვიტყვი, მაშინ არ ვიცოდი, ხორცის ჭამას თუ დავიწყებდი, მშობლების მოტყუება არ მომიწევდა-მეთქი.
I cannot say that I did not know then that I should have to deceive my parents if I began eating meat.
140730.
განდი | ნაწილი I, თავი VI
მაგრამ „გარდაქმნის“ სურვილმა ტვინი გადამიბრუნა.
But my mind was bent on the 'reform'.
140731.
განდი | ნაწილი I, თავი VI
მაშინ წარმოდგენაც არ მქონდა, რომ ხორცი განსაკუთრებულად გემრიელი იყო.
I did not know that the meat had a particularly good relish.
140732.
განდი | ნაწილი I, თავი VI
მე მინდოდა, ღონიერი და გაბედული ვყოფილიყავი, მინდოდა, ჩემი თანამემამულეებიც ასეთები ყოფილიყვნენ, რათა ინგლისელების დამარცხება და ინდოეთის განთავისუფლება შეგვძლებოდა.
I wished to be strong and daring and wanted my countrymen also to be such, so that we might defeat the English and make India free.
140733.
განდი | ნაწილი I, თავი VI
მე ჯერ არ გამეგო სიტყვა „სვარაჯი“.
The word 'Swaraj' I had not yet heard.
140734.
განდი | ნაწილი I, თავი VI
მაგრამ ვიცოდი, რას ნიშნავს თავისუფლება.
But I knew what freedom meant.
140735.
განდი | ნაწილი I, თავი VI
,,გარდაქმნის“ სიგიჟემ დამაბრმავა.
The frenzy of the 'reform' blinded me.
140736.
განდი | ნაწილი I, თავი VI
და როცა დავრწმუნდი, რომ ამ ამბავს ვერავინ გაიგებდა, საკუთარ თავს შთავაგონე, ჩადენილის მშობლებისაგან დამალვა სიმართლისაგან განდგომას არ ნიშნავს-მეთქი.
And having ensured secrecy, I persuaded myself that mere hiding the deed from parents was no departure from truth.
140737.
განდი | ნაწილი I, თავი VII
ტრაგედია (გაგრძელება).
A TRAGEDY (contd.).
140738.
განდი | ნაწილი I, თავი VII
მიჭირს, ჩემი მდგომარეობა სრულად აღვწერო.
It is difficult fully to describe my condition.
140739.
განდი | ნაწილი I, თავი VII
ერთმანეთს ორი გრძნობა ერწყმოდა, ერთი — „გარდაქმნის“ ჟინი და ცხოვრებისგან წამიერი განდგომის სიახლე.
There were, on the one hand, the zeal for 'reform', and the novelty of making a momentous departure in life.
140740.
განდი | ნაწილი I, თავი VII
ვერ ვიტყვი, ამ ორიდან რომელი უფრო მაფრთხობდა.
I cannot say which of the two swayed me more.