მოიძებნა 668043 ჩანაწერი
140761.
განდი | ნაწილი I, თავი VII
ვიცოდი, რომ ვიტყუებოდი, და თანაც დედას ვატყუებდი.
I knew I was lying, and lying to my mother.
140762.
განდი | ნაწილი I, თავი VII
ისიც ვიცოდი, თუ დედაჩემი და მამაჩემი შემთხვევით შეიტყობდნენ, ხორცის მჭამელი რომ გავხდი, თავზარი დაეცემოდათ.
I also knew that, if my mother and father came to know of my having become a meat-eater, they would be deeply shocked.
140763.
განდი | ნაწილი I, თავი VII
ეს აზრი გულს მიღრღნიდა.
This knowledge was gnawing at my heart.
140764.
განდი | ნაწილი I, თავი VII
ამიტომაც ჩემს თავს ვუთხარი: მართალია, ხორცის ჭამა სასიცოცხლოდ აუცილებელია, ისევე, როგორც აუცილებელია ქვეყანაში კვების „გარდაქმნის“ განხორციელება, მაგრამ დედ-მამის მოტყუება იმაზე უარესია, ვიდრე ხორცის ჭამა.
Therefore I said to myself: 'Though it is essential to eat meat, and also essential to take up food 'reform' in the country, yet deceiving and lying to one's father and mother is worse than not eating meat.
140765.
განდი | ნაწილი I, თავი VII
ამიტომ, სანამ ცოცხლები არიან, ხორცის ჭამა უნდა გამოირიცხოს.
In their lifetime, therefore, meat-eating must be out of the question.
140766.
განდი | ნაწილი I, თავი VII
როცა აღარ იქნებიან და მეც თავისუფალი არჩევნის უფლება მექნება, ხორცს დაუფარავად შევჭამ, მაგრამ სანამ ის დრო არ დამდგარა, თავს შევიკავებ-მეთქი.
When they are no more and I have found my freedom, I will eat meat openly, but until that moment arrives I will abstain from it.'
140767.
განდი | ნაწილი I, თავი VII
ეს გადაწყვეტილება ჩემს მეგობარს განვუცხადე და მას შემდეგ ხორცი აღარასოდეს მიჭამია.
This decision I communicated to my friend, and I have never since gone back to meat.
140768.
განდი | ნაწილი I, თავი VII
მშობლებს არც კი გაუგიათ, რომ მათი ორი ვაჟი ხორცის მჭამელი გახდა.
My parents never knew that two of their sons had become meat-eaters.
140769.
განდი | ნაწილი I, თავი VII
ჩემი სურვილი, გარდამექმნა მეგობარი, ჩემთვის აღმოჩნდა დამღუპველი, თუმცა მაშინ მე ამ ფაქტს ვერ ვაცნობიერებდი.
My zeal for reforming my friend had proved disastrous for me, but all the time I was completely unconscious of the fact.
140770.
განდი | ნაწილი I, თავი VII
ამავე ურთიერთობამ მიბიძგა ცოლის ღალატისაკენ.
The same company would have led me into faithlessness to my wife.
140771.
განდი | ნაწილი I, თავი VII
მაგრამ ბეწვზე გადავრჩი.
But I was saved by the skin of my teeth.
140772.
განდი | ნაწილი I, თავი VII
ჩემმა მეგობარმა ერთხელ საროსკიპოში წამიყვანა.
My friend once took me to a brothel.
140773.
განდი | ნაწილი I, თავი VII
თან ყველაფერი დაგეგმილი ჰქონდა.
He had all prearranged.
140774.
განდი | ნაწილი I, თავი VII
ანგარიში უკვე გაესწორებინა.
The bill had already been paid.
140775.
განდი | ნაწილი I, თავი VII
ჩავუვარდი ეშმაკს პირდაპირ ხახაში, მაგრამ უფალმა და მისმა უსაზღვრო მოწყალებამ ჩემივე თავისგან დამიცვა.
I went into the jaws of sin, but God in His infinite mercy protected me against myself.
140776.
განდი | ნაწილი I, თავი VII
მანკიერების იმ ბუნაგში კინაღამ დავბრმავდი და დავყრუვდი.
I was almost struck blind and dumb in this den of vice.
140777.
განდი | ნაწილი I, თავი VII
ქალს საწოლზე გვერდით მივუჯექი, მაგრამ ენა დამება.
I sat near the woman on her bed, but I was tongue-tied.
140778.
განდი | ნაწილი I, თავი VII
ბუნებრივია, მან მოთმინება დაკარგა და ლანძღვა-გინებით გამომაძევა.
She naturally lost patience, and showed me the door, with abuses and insults.
140779.
განდი | ნაწილი I, თავი VII
მაშინ ისეთი გრძნობა დამეუფლა, თითქოს მამაკაცური ღირსება შემილახეს, ვნატრობდი ასეთ სირცხვილნაჭამს მიწა გამსკდომოდა და ჩავეყლაპე.
I then felt as though my manhood had been injured, and wished to sink into the ground for shame.
140780.
განდი | ნაწილი I, თავი VII
მაგრამ მას მერე ღმერთს სულ მადლობას ვწირავ გადარჩენისათვის.
But I have ever since given thanks to God for having saved me.