მოიძებნა 668043 ჩანაწერი
140781.
განდი | ნაწილი I, თავი VII
ჩემს ცხოვრებაში კიდევ ოთხი ამგვარი თავგადასავალი მაგონდება და უმეტეს შემთხვევაში საკუთარმა ძალისხმევამ კი არა, იღბალმა მიხსნა.
I can recall four more similar incidents in my life, and in most of them my good fortune, rather than any effort on my part, saved me.
140782.
განდი | ნაწილი I, თავი VII
მკაცრად ეთიკური თვალსაზრისით, ყველა ის შემთხვევა ზნეობრივ დაცემად უნდა აღიქმებოდეს, რადგან ხორციელი ვნება მამოძრავებდა და ეს იგივეა, რაც ცოდვის ჩადენა.
From a strictly ethical point of view, all these occasions must be regarded as moral lapses; for the carnal desire was there, and it was as good as the act.
140783.
განდი | ნაწილი I, თავი VII
მაგრამ თუ ამას რიგითი ადამიანის თვალით შევხედავთ, ის, ვინც ცოდვის ჩადენას ფიზიკურად გადაურჩა, გადარჩენილად ითვლება.
But from the ordinary point of view, a man who is saved from physically committing sin is regarded as saved.
140784.
განდი | ნაწილი I, თავი VII
ყველას მოგვეხსენება, რომ რაგინდ იჩემებდეს, ცოდვას წინ აღვუდგებიო, კაცი ხშირად აჰყვება ხოლმე ცთუნებას და ისიც ვიცით, რომ ღვთის განგება ხშირად ჩაერევა ხოლმე და მისდა უნებურად იხსნის ადამიანს ცოდვისაგან.
As we know that a man often succumbs to temptation, however much he say resist it, we also know that Providence often intercedes and saves him in spite of himself.
140785.
განდი | ნაწილი I, თავი VII
ხოლო თუ როგორ ხდება ეს ყოველივე, რამდენადაა ადამიანი თავისუფალი და რამდენადაა ის განგების მსხვერპლი, რამდენად ერევა თავისუფალი ნება საქმეში და სად გამოდის ასპარეზზე ბედისწერა, - საიდუმლოა და მუდამ საიდუმლოდ დარჩება.
How all this happens,- how far a man is free and how far a creature of carcumstances,- how far free-will comes into play and where fate enters on the scene, all this is a mystery and will remain a mystery.
140786.
განდი | ნაწილი I, თავი VII
ამის გამო კარგა ბლომად სიმწარე ვაგემე თავს, ვიდრე სრულიად მოულოდნელად მისი ზნეობრივი დაცემის ზოგიერთმა აშკარა მაგალითმა საბოლოოდ არ ამიხილა თვალი.
I therefore had many more bitter draughts in store for me, until my eyes were actually opened by an ocular demonstration of some of his lapses quite unexpected by me.
140787.
განდი | ნაწილი I, თავი VII
მაგრამ ამაზე მოგვიანებით, რადგან ჩვენ ქრონოლოგიურად მივყვებით სათქმელს.
But of them later, as we are proceeding chronologically.
140788.
განდი | ნაწილი I, თავი VII
თუმცა, ერთი რამ ახლავე უნდა აღვნიშნო, რადგან ესეც იმავე ხანას უკავშირდება.
One thing, however, I must mention now, as it pertains to the same period.
140789.
განდი | ნაწილი I, თავი VII
ჩემს ცოლთან უთანხომების ერთ-ერთი მიზეზი, უდავოდ, იმ მეგობართან ურთიერთობა იყო.
One of the reasons of my differences with my wife was undoubtedly the company of this friend.
140790.
განდი | ნაწილი I, თავი VII
მე ერთდროულად თან ერთგული და თან ეჭვიანი ქმარი ვიყავი. ჩემი მეგობარი კი ცეცხლზე ნავთს მისხამდა.
I was both a devoted and a jealous husband, and this friend fanned the flame of my suspicions.
140791.
განდი | ნაწილი I, თავი VII
მე მეგობრის ნათქვამში ეჭვი არასოდეს შემიტანია.
I never could doubt my friend's veracity.
140792.
განდი | ნაწილი I, თავი VII
ალბათ, მარტო ინდუსი ცოლი თუ აიტანს ამგვარ ჭირსა და ვარამს და სწორედ ამიტომაა, რომ ქალს ხორცშესხმულ შემწყნარებლობად აღვიქვამ.
Perhaps only a Hindu wife would tolerate these hardships, and that is why I have regarded woman as an incarnation of tolerance.
140793.
განდი | ნაწილი I, თავი VII
უსამართლოდ ეჭვმიტანილ მსახურს შეუძლია, სამსახური მიატოვოს, ვაჟს შეუძლია — მამისეული სახლი დატოვოს, მეგობარს შეუძლია მეგობრობას წერტილი დაუსვას.
A servant wrongly suspected may throw up his job, a son in the same case may leave his father's roof, and a friend may put an end to the friendship.
140794.
განდი | ნაწილი I, თავი VII
ცოლი, რომელიც ქმრის ღალატს იეჭვებს, ხმას არ ამოიღებს, ხოლო თუ ქმარმა იეჭვიანა, ქალის საქმე წასულია.
The wife, if she suspects her husband, will keep quiet, but if the husband suspects her, she is ruined.
140795.
განდი | ნაწილი I, თავი VII
სად უნდა გაიქცეს?
Where is she to go?
140796.
განდი | ნაწილი I, თავი VII
კანონს მისი დაცვა არ შეუძლია.
Law has no remedy for her.
140797.
განდი | ნაწილი I, თავი VII
ვერასოდეს დავივიწყებ და ვერც ვაპატიებ ჩემს თავს, ასეთ სასოწარკვეთილებაში რომ ჩავაგდე ჩემი ცოლი.
I can never forget or forgive myself for having driven my wife to that desperation.
140798.
განდი | ნაწილი I, თავი VII
ეჭვის სენი ჩემში მხოლოდ მაშინ აღმოიფხვრა, როცა აჰიმსას არსს ბოლომდე ჩავწვდი.
The canker of suspicion was rooted out only when I understood Ahimsa in all its bearings.
140799.
განდი | ნაწილი I, თავი VII
მაშინ დავინახე ბრაჰმაჩა რიას დიდება და გავაცნობიერე, რომ ცოლი ქმრის მონა კი არა, მისი მეგობარი და თანამგზავრია, ის ქმრის სიხარულისა და დარდის თანასწორი გამზიარებელია; მას ისევე შეუძლია საკუთარი გზა აირჩიოს, როგორც – ქმარს.
I saw then the glory of Brahmacharya and realized that the wife is not the husband's bondslave, but his companion and his help-mate, and an equal partner in all his joy and sorrows - as free as the husband to choose her own path.
140800.
განდი | ნაწილი I, თავი VIII
ქურდობა და მონანიება.
STEALING AND ATONEMENT.