მოიძებნა 668043 ჩანაწერი
140821.
განდი | ნაწილი I, თავი VIII
მაგრამ ერთი თუ ორი თესლი მაინც გადავყლაპეთ.
But we swallowed two or three seeds nevertheless.
140822.
განდი | ნაწილი I, თავი VIII
მეტის აღება ვეღარ გავბედეთ.
We dared not take more.
140823.
განდი | ნაწილი I, თავი VIII
ორივენი სიკვდილის შიშს ვებრძოდით და დასამშვიდებლად და თვითმკვლელობაზე ფიქრის გასაფანტავად რამაჯი მანდირში წასვლა გადავწყვიტეთ.
Both of us fought shy of death, and decided to go to Ramji Mandir to compose ourselves, and to dismiss the thought of suicide.
140824.
განდი | ნაწილი I, თავი VIII
მივხვდი, რომ თვითმკვლელობის ჩადენა წარმოსახვაში უფრო ადვილია, ვიდრე სინამდვილეში.
I realized that it was not as easy to commit suicide as to contemplate it.
140825.
განდი | ნაწილი I, თავი VIII
მას შემდეგ, როცა გავიგებ, რომ ვიღაც თვითმკვლელობით იმუქრება, ეს ჩემზე დიდ შთაბეჭდილებას ვეღარ ახდენს.
Since then, whenever I have heard of someone threatening to commit suicide, it has had little or no effect on me.
140826.
განდი | ნაწილი I, თავი VIII
მაგრამ ამ ხურდა ფულის მოპარვაზე გაცილებით მძიმე დანაშაული ცოტა ხნის შემდეგ ჩავიდინე.
But much more serious than this theft was the one I was guilty of a little later.
140827.
განდი | ნაწილი I, თავი VIII
ხურდა ფულს თორმეტი თუ ცამეტი წლის ასაკში, ან ცოტა ადრე ვიპარავდი.
I pilfered the coppers when I was twelve or thirteen, possibly less.
140828.
განდი | ნაწილი I, თავი VIII
მეორედ თხუთმეტი წლის ასაკში ვიქურდე.
The other theft was committed when I was fifteen.
140829.
განდი | ნაწილი I, თავი VIII
ამჯერად ჩემი „ხორცისმჭამელი“ ძმის სამაჯურიდან ოქროს პატარა ნატეხი მოვიპარე.
In this case I stole a bit of gold out of my meat eating brother's armlet.
140830.
განდი | ნაწილი I, თავი VIII
ძმას როგორღაც ოცი თუ ოცდახუთი რუპია დაედო ვალად.
Brother had run into a debt of about twenty-five rupees.
140831.
განდი | ნაწილი I, თავი VIII
მკლავზე ბაჯაღლო ოქროს სამაჯურს ატარებდა.
He had on his arm an armlet of solid gold.
140832.
განდი | ნაწილი I, თავი VIII
იქიდან ოქროს ფირფიტის ამოძრობა სრულიად უმტკივნეულოდ მოვახერხე.
It was not difficult to clip a bit of gold out of it.
140833.
განდი | ნაწილი I, თავი VIII
მაშ ასე, მოსახდენი მოხდა და ვალიც გავისტუმრეთ.
Well, it was done, and the debt cleared.
140834.
განდი | ნაწილი I, თავი VIII
მტკიცედ გადავწყვიტე, აღარასოდეს მექურდა.
I resolved never to steal again.
140835.
განდი | ნაწილი I, თავი VIII
ისიც გადავწყვიტე, მამაჩემისთვის აღსარება მეთქვა.
I also made up my mind to confess it to my father.
140836.
განდი | ნაწილი I, თავი VIII
მაგრამ ხმის ამოღებას ვერ ვბედავდი.
But I did not dare to speak.
140837.
განდი | ნაწილი I, თავი VIII
არ მახსოვს, ოდესმე რომელიმე ჩვენგანი გაელახა.
I do not recall his ever having beaten any of us.
140838.
განდი | ნაწილი I, თავი VIII
ის ტკივილი მაშინებდა, რომელიც მისთვის უნდა მიმეყენებინა.
I was afraid of the pain that I should cause him.
140839.
განდი | ნაწილი I, თავი VIII
თუმცა დარწმუნებული ვიყავი, რომ უნდა გამებედა.
But I felt that the risk should be taken.
140840.
განდი | ნაწილი I, თავი VIII
ბოლოს და ბოლოს გადავწყვიტე, აღსარება დამეწერა, გადამეცა მამაჩემისთვის და შენდობა მეთხოვა.
I decided at last to write out the confession, to submit it to my father and ask his forgiveness.