მოიძებნა 668043 ჩანაწერი
140841.
განდი | ნაწილი I, თავი VIII
დავწერე კიდეც პატარა ფურცელზე და საკუთარი ხელით მივეცი მამას.
I wrote it on a slip of paper and handed it to him myself.
140842.
განდი | ნაწილი I, თავი VIII
იმ ბარათში მარტო დანაშაულს კი არ ვაღიარებდი, შესაბამის სასჯელსაც ვითხოვდი დანაშაულისათვის და წერილს ვასრულებდი თხოვნით, რომ მამას თვითონ არ დავესაჯე.
In this note not only did I confess my guilt, but I asked adequate punishment for it, and closed with a request to him not to punish himself for my offence.
140843.
განდი | ნაწილი I, თავი VIII
ხელის კანკალით მივაწოდე მამას ჩემი აღსარება.
I was trembling as I handed the confession to my father.
140844.
განდი | ნაწილი I, თავი VIII
მამა ლოგინს იყო მიჯაჭვული და ფისტულა სტანჯავდა.
My father was then suffering from a fistula and was confined to bed.
140845.
განდი | ნაწილი I, თავი VIII
მისი საწოლი უბრალო ხის ფიცარი იყო.
His bed was a plain wooden plank.
140846.
განდი | ნაწილი I, თავი VIII
წერილი მივაწოდე და მის პირდაპირ ჩამოვჯექი.
I handed him the note and sat opposite.
140847.
განდი | ნაწილი I, თავი VIII
წამით ჩაფიქრებულმა თვალი დახუჭა. შემდეგ წერილი დახია.
For a moment he closed his eyes in thought and then tore up the note.
140848.
განდი | ნაწილი I, თავი VIII
მისი კითხვისას წამომჯდარი იყო.
He had sat up to read it.
140849.
განდი | ნაწილი I, თავი VIII
ახლა კი ისევ წამოწვა. მეც ავტირდი.
He again lay down. I also cried.
140850.
განდი | ნაწილი I, თავი VIII
ვხედავდი, როგორ იტანჯებოდა მამა.
I could see my father's agony.
140851.
განდი | ნაწილი I, თავი VIII
იმ ცრემლებმა გულიდან ტვირთი მომხსნა და ცოდვისგან განმწმინდა.
Those pearl drops cleansed my heart, and washed my sin away.
140852.
განდი | ნაწილი I, თავი VIII
ვისაც ამგვარი სიყვარული გამოუცდია, მხოლოდ მას შეუძლია ამის გაგება.
Only he who has experienced such love can know what it is.
140853.
განდი | ნაწილი I, თავი VIII
მხოლოდ მან იცის სიყვარულის ძალა, ვინც სიყვარულის ისარს განუგმირავს.
Only he Who is smitten with the arrows of love, Knows its power.
140854.
განდი | ნაწილი I, თავი VIII
ჩემთვის ეს აჰიმსას თვალსაჩინო გაკვეთილი გახლდათ.
This was, for me, an object lesson in Ahimsa.
140855.
განდი | ნაწილი I, თავი VIII
მაშინ მამაჩემის სიყვარულის გარდა მასში სხვა ვერაფერი ამოვიკითხე, მაგრამ დღეს ვიცი, რომ ეს წმინდა წყლის აჰიმსა იყო.
Then I could read in it nothing more than a father's love, but today I know that it was pure Ahimsa.
140856.
განდი | ნაწილი I, თავი VIII
როცა ასეთი აჰიმსა ყოვლისმომცველი ხდება, ის გარდაქმნის ყოველივეს, რასაც შეეხება.
When such Ahimsa becomes all-embracing, it transforms everything it touches.
140857.
განდი | ნაწილი I, თავი VIII
განუზომელია მისი ძლიერება.
There is no limit to its power.
140858.
განდი | ნაწილი I, თავი VIII
ასეთი სულგრძელი მიტევება მამაჩემისთვის არ იყო დამახასიათებელი.
This sort of sublime forgiveness was not natural to my father.
140859.
განდი | ნაწილი I, თავი VIII
მაგრამ მან საოცარი სიმშვიდე გამოიჩინა, დარწმუნებული ვარ, ეს ჩემი წმინდა აღსარების დამსახურება იყო.
But he was so wonderfully peaceful, and I believe this was due to my clean confession.
140860.
განდი | ნაწილი I, თავი VIII
აღსარება, იმ პირობასთან ერთად, რომ ცოდვას აღარ ჩაიდენ, წარმოთქმული ადამიანის წინაშე, ვისაც აღსარების მიღების უფლება აქვს, მონანიების უწმინდესი ფორმაა.
A clean confession, combined with a promise never to commit the sin again, when offered before one who has the right to receive it, is the purest type of repentance.