მოიძებნა 668043 ჩანაწერი
140801.
განდი | ნაწილი I, თავი VIII
ჯერ კიდევ მაქვს მოსაყოლი ჩემი ზოგიერთი მარცხის შესახებ.
I have still to relate some of my failings.
140802.
განდი | ნაწილი I, თავი VIII
მე და ერთი ჩემი ნათესავი თამბაქოს მოწევას მივეჩვიეთ.
A relative and I became fond of smoking.
140803.
განდი | ნაწილი I, თავი VIII
განა იმიტომ, რომ მოწევაში რამე სიკეთეს ვხედავდით, ან თამბაქოს სუნზე ვგიჟდებოდით.
Not that we saw any good in smoking, or were enamoured of the smell of a cigarette.
140804.
განდი | ნაწილი I, თავი VIII
ბიძაჩემი მწეველი იყო და როცა ვხედავდით, როგორ ეწეოდა, გვეგონა, მისთვის უნდა მიგვებაძა.
My uncle had the habit, and when we saw him smoking, we thought we should copy his example.
140805.
განდი | ნაწილი I, თავი VIII
მაგრამ ფული არ გვქონდა.
But we had no money.
140806.
განდი | ნაწილი I, თავი VIII
ამიტომ მოჯამაგირეებს ვპარავდით სპილენძის ხურდა ფულს, რომ ინდური სიგარეტი გვეყიდა.
So we began to steal coppers from the servant's pocket money in order to purchase Indian cigarettes.
140807.
განდი | ნაწილი I, თავი VIII
მაგრამ საქმე ის იყო, რომ არ ვიცოდით, სად დაგვემალა.
But the question was where to keep them.
140808.
განდი | ნაწილი I, თავი VIII
ცხადია, უფროსების თანდასწრებით ვერ მოვწევდით.
We could not of course smoke in the presence of elders.
140809.
განდი | ნაწილი I, თავი VIII
ამასობაში გავიგეთ, რომ რომელიღაც მცენარის ფორებიანი ღეროს სიგარეტივით მოწევა შეიძლებოდა.
In the meantime we heard that the stalks of a certain plant were porous and could be smoked like cigarettes.
140810.
განდი | ნაწილი I, თავი VIII
აუტანლი იყო, უფროსების ნებადაურთველად რომ ვერაფერს ვაკეთებდით.
It was unbearable that we should be unable to do anything without the elders' permission.
140811.
განდი | ნაწილი I, თავი VIII
თავის მოკვლა განვიზრახეთ!
We decided to commit suicide!
140812.
განდი | ნაწილი I, თავი VIII
მაგრამ ეს როგორ უნდა მოგვეხერხებინა?
But how were we to do it?
140813.
განდი | ნაწილი I, თავი VIII
სად უნდა გვეშოვა საწამლავი?
From where were we to get the poison?
140814.
განდი | ნაწილი I, თავი VIII
ვიცოდით, რომ ჭყიმის თესლი ძლიერი საწამლავია.
We heard that Dhatura seeds were an effective poison.
140815.
განდი | ნაწილი I, თავი VIII
მის საძებრად ჯუნგლებს მივაშურეთ.
We went to the jungle in search of it.
140816.
განდი | ნაწილი I, თავი VIII
ხელსაყრელ დროდ საღამო მივიჩნიეთ.
Evening was thought to be the auspicious hour.
140817.
განდი | ნაწილი I, თავი VIII
წავედით კედარჯი მანდირში, ტაძრის ლამპარში ერბო ჩავასხით, ვილოცეთ, დარშანი ვითხოვეთ და შემდეგ ბნელ კუნჭულს მივაშურეთ.
We went to Kedarji Mandir, put ghee in the temple lamp, had the darshan and then looked for a lonely corner.
140818.
განდი | ნაწილი I, თავი VIII
მაგრამ გამბედაობამ გვიმტყუნა.
But our courage failed us.
140819.
განდი | ნაწილი I, თავი VIII
და რა სიკეთე იყო თვითმკვლელობაში?
And what was the good of killing ourselves?
140820.
განდი | ნაწილი I, თავი VIII
განა არ აჯობებდა, დამოუკიდებლობის დაკარგვას შევგუებოდით?
Why not rather put up with the lack of independence?