მოიძებნა 668043 ჩანაწერი
140861.
განდი | ნაწილი I, თავი VIII
ვიცი, რომ ჩემმა აღსარებამ მამა სრულებით დაამშვიდა და ჩემდამი სიყვარული განუზომლად გაუძლიერდა.
I know that my confession made my father feel absolutely safe about me, and increased his affection for me beyond measure.
140862.
განდი | ნაწილი I, თავი IX
მამაჩემის გარდაცვალება და ორმაგი სირცხვილი.
MY FATHER'S DEATH AND MY DOUBLE SHAME.
140863.
განდი | ნაწილი I, თავი IX
იმ დროს, რომელზეც ახლა გესაუბრებით, თექვსმეტი წლისა ვსრულდებოდი.
The time of which I am now speaking is my sixteenth year.
140864.
განდი | ნაწილი I, თავი IX
როგორც მოგახსენეთ, მამაჩემი საწოლს იყო მიჯაჭვული და ფისტულა სტანჯავდა.
My father, as we have seen, was bedridden, suffering from a fistula.
140865.
განდი | ნაწილი I, თავი IX
დედაჩემი, ჩვენი ძველი მოსამსახურე და მე მამას მთავარი მომვლელები ვიყავით.
My mother, an old servant of the house, and I were his principal attendants.
140866.
განდი | ნაწილი I, თავი IX
მე ექთნის მოვალეობა მეკისრა, რაც ძირითადად ჭრილობის გადახვევას გულისხმობდა.
I had the duties of a nurse, which mainly consisted in dressing the wound.
140867.
განდი | ნაწილი I, თავი IX
მამას წამალს ვასმევდი, ან წამლებს ვუზავებდი, თუკი მათი შინ მომზადება შესაძლებელი იყო.
I gave my father his medicine, and compounding drugs whenever they had to be made up at home.
140868.
განდი | ნაწილი I, თავი IX
ყოველ ღამით ფეხებს ვუზელდი და მხოლოდ მას შემდეგ ვტოვებდი, როცა ან თვითონ დამითხოვდა, ან ჩაეძინებოდა.
Every night I massaged his legs and retired only when he asked me to do so or after he had fallen asleep.
140869.
განდი | ნაწილი I, თავი IX
ამ სამსახურს სიამოვნებით ვასრულებდი და არ მახსოვს, მისთვის ოდესმე თავი ამერიდებინოს.
I loved to do this service. I do not remember ever having neglected it.
140870.
განდი | ნაწილი I, თავი IX
საღამოს სასეირნოდ მხოლოდ იმ შემთხვევაში გავდიოდი, თუ მამა დამრთავდა ნებას, ან თუ თავს კარგად გრძნობდა.
I would only go out for an evening walk either when my father permitted me or when he was feeling well.
140871.
განდი | ნაწილი I, თავი IX
იმ დროს ჩემი ცოლი ბავშვს ელოდებოდა.
This was the time when my wife was expecting a baby.
140872.
განდი | ნაწილი I, თავი IX
ყოველ ღამით, ვიდრე ხელით მამას ფეხებს ვუზელდი, ჩემი გონება საძინებელ ოთახს დასტრიალებდა, ეს მაშინ, როცა რელიგია, მედიცინა და საღი გონება — სამივე ერთად კრძალავდა სქესობრივ კავშირს ქალის ორსულობისას.
Every night whilst my hands were busy massaging my father's legs, my mind was hovering about the bedroom, – and that too at a time when religion, medical science and common sense alike forbade sexual intercourse.
140873.
განდი | ნაწილი I, თავი IX
მამაჩემის მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდებოდა.
My father was getting worse every day.
140874.
განდი | ნაწილი I, თავი IX
რა წამალი არ გამოსცადეს ახვერდიელმა მკურნალებმა;.
Ayurvedic physicians had tried all their ointments.
140875.
განდი | ნაწილი I, თავი IX
მაგრამ ამას ოჯახის ექიმი აღუდგა წინ.
But the family physician came in the way.
140876.
განდი | ნაწილი I, თავი IX
ექიმი მცოდნე და ცნობილი კაცი იყო და მისმა აზრმა გადასწონა.
The physician was competent and well known, and his advice prevailed.
140877.
განდი | ნაწილი I, თავი IX
დღითი დღე ძალა ელეოდა.
He was getting weaker and weaker.
140878.
განდი | ნაწილი I, თავი IX
ბოლოს იძულებული გავხდით გვეთხოვა, საწოლიდან აღარ ამდგარიყო ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად.
At last, he had to be asked to perform the necessary functions in bed.
140879.
განდი | ნაწილი I, თავი IX
ის საშინელი ღამეც დადგა.
The dreadful night came.
140880.
განდი | ნაწილი I, თავი IX
იმ დროს ბიძაჩემი რაჯკოტში იყო ჩამოსული.
My uncle was then in Rajkot.