მოიძებნა 668043 ჩანაწერი
140881.
განდი | ნაწილი I, თავი IX
ბუნდოვნად მახსოვს, რაჯკოტში იმიტომ ჩამოვიდა, რომ მამას ჯანმრთელობის გაუარესების ამბავი შეიტყო.
I have a faint recollection that he came to Rajkot having had news that my father was getting worse.
140882.
განდი | ნაწილი I, თავი IX
ძმებს დიდი სიახლოვე აკავშირებდათ.
The brothers were deeply attached to each other.
140883.
განდი | ნაწილი I, თავი IX
ბიძაჩემმა მთელი დღე მამას სასთუმალთან გაატარა და მას შემდეგ, რაც ყველა დასაძინებლად გაგვისტუმრა, დაიჟინა, მეც აქვე, ჩემი ძმის გვერდით დავწვები დასაძინებლადო.
My uncle would sit near my father's bed the whole day, and would insist on sleeping by his bed side after sending us all to sleep.
140884.
განდი | ნაწილი I, თავი IX
ვერც ერთს ვერ წარმოგვედგინა, რომ ეს სწორედ ის საბედისწერო ღამე იქნებოდა.
No one had dreamt that this was to be the fateful night.
140885.
განდი | ნაწილი I, თავი IX
თუმცა, ამის საფრთხე, ბუნებრივია, იყო.
The danger of course was there.
140886.
განდი | ნაწილი I, თავი IX
მე მამას ფეხებს ვუზელდი, ბიძაჩემმა შემომთავაზა, მე შეგენაცვლებიო.
I was giving the massage to my father. My uncle offered to relieve me.
140887.
განდი | ნაწილი I, თავი IX
პირდაპირ საძინებელ ოთახს მივაშურე.
I went straight to the bedroom.
140888.
განდი | ნაწილი I, თავი IX
ჩემს ცოლს, საბრალოს, ღრმა ძილით ეძინა.
My wife, poor thing, was fast asleep.
140889.
განდი | ნაწილი I, თავი IX
მაგრამ რა დროს ძილი იყო, როცა მე იქ ვიყავი? გავაღვიძე.
But how could she sleep when I was there? I woke her up.
140890.
განდი | ნაწილი I, თავი IX
სულ ხუთი-ათიოდე წუთის შემდეგ, მოსამსახურემ კარზე მოგვიკაკუნა.
In five or six minutes, however, the servant knocked at the door.
140891.
განდი | ნაწილი I, თავი IX
შეშფოთებული შევკრთი.
I started with alarm.
140892.
განდი | ნაწილი I, თავი IX
„ადექი, მამა ძალიან ცუდადაა“.
'Get up, Father is very ill.'
140893.
განდი | ნაწილი I, თავი IX
რა თქმა უნდა, ვიცოდი, ძალიან ცუდად რომ იყო და იმ წუთას მივხვდი, რასაც ნიშნავდა „ძალიან ცუდადაა“.
I knew of course that he was very ill, and so I guessed what 'very ill' meant at that moment.
140894.
განდი | ნაწილი I, თავი IX
საწოლიდან წამოვფრინდი.
I sprang out of bed.
140895.
განდი | ნაწილი I, თავი IX
„მართალი მითხარი, რა მოხდა“.
'What is the matter? Do tell me!'
140896.
განდი | ნაწილი I, თავი IX
,,მამა აღარ არის“. მაშ, ყველაფერი დამთავრდა!
'Father is no more.' So all was over!
140897.
განდი | ნაწილი I, თავი IX
ხელების მტვრევის გარდა აღარაფერი დამრჩენოდა.
I had but to wring my hands.
140898.
განდი | ნაწილი I, თავი IX
უზომოდ შემრცხვა და თავი უბედურად ვიგრძენი.
I felt deeply ashamed and miserable.
140899.
განდი | ნაწილი I, თავი IX
მამაჩემის ოთახისკენ გავიქეცი.
I ran to my father's room.
140900.
განდი | ნაწილი I, თავი IX
მისი დაზელვა არ უნდა შემეწყვიტა და ჩემს მკლავებში ამოხდებოდა სული.
I should have been massaging him, and he would have died in my arms.