მოიძებნა 668043 ჩანაწერი
140901.
განდი | ნაწილი I, თავი IX
მაგრამ ახლა ბიძაჩემს ერგო ეს პრივილეგია.
But now it was my uncle who had had this privilege.
140902.
განდი | ნაწილი I, თავი IX
მას ისე ძლიერ უყვარდა თავისი უფროსი ძმა, რომ დაიმსახურა პატივი, უკანასკნელი სამსახური გაეწია მისთვის!
He was so deeply devoted to his elder brother that he had earned the honour of doing him the last services!
140903.
განდი | ნაწილი I, თავი IX
უნიშნებია, კალამი და ქაღალდი მომაწოდეთო და დაუწერია, წესის ასაგებად გაემზადეთო.
He had made a sign for pen and paper, and written to Prepare for the last rites.
140904.
განდი | ნაწილი I, თავი IX
შემდეგ მაჯიდან ამულეტი, ყელიდან ტულასის ბურთულების ოქროს ყელსაბამი ჩამოუგლეჯია და მიმოუფანტავს.
He had then snapped the amulet off his arm and also his gold necklace of tulasi beads and flung them aside.
140905.
განდი | ნაწილი I, თავი IX
ის სირცხვილი, რაზეც წინა თავში გესაუბრეთ, იმაში მდგომარეობდა, რომ ავხორცმა ჟინმა ამიტანა სწორედ მამაჩემის გარდაცვალების საბედისწერო ჟამს.
The shame, to which I have referred in a foregoing chapter, was this shame of my carnal desire even at the critical hour of my father's death.
140906.
განდი | ნაწილი I, თავი IX
ეს ის ლაქაა, ვერასოდეს რომ ვერ ჩამოვირეცხე, ვერ დავივიწყე.
It is a blot I have never been able to efface or forget.
140907.
განდი | ნაწილი I, თავი IX
ასე მგონია, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი თავდადება მშობლების მიმართ მართლაც უზომო იყო და მზად ვიყავი, ყველაფერი გამეღო მათთვის, მაინც მძიმე და საძრახისი საქციელია, რადგან იმ წამს ხორციელი ჟინის ტყვეობაში აღმოვჩნდი.
I have always thought that, although my devotion to my parents knew no bounds and I would have given up anything for it, yet it was weighed and found unpardonably wanting because my mind was at the same moment in the grip of lust.
140908.
განდი | ნაწილი I, თავი IX
ამიტომ ჩემს თავს მუდამ ავხორც, თუმც კი ერთგულ მეუღლედ მივიჩნევდი.
I have therefore always regarded myself as a lustful, though a faithful, husband.
140909.
განდი | ნაწილი I, თავი IX
დიდი დრო დამჭირდა ავხორცობის ბორკილებისგან თავის დასაღწევად და მრავალი განსაცდელის გადალახვა მომიწია, ვიდრე საბოლოოდ დავიხსნიდი თავს.
It took me long to get free from the shackles of lust, and I had to pass through many ordeals before I could overcome it.
140910.
განდი | ნაწილი I, თავი IX
სანამ ჩემი ორმაგი სირცხვილის ამბავს დავასრულებდე, უნდა შევნიშნო, რომ იმ საბრალო ჩვილმა, რომელიც ჩემმა მეუღლემ შვა, სამი თუ ოთხი დღე ძლივს ისულდგმულა.
Before I close this chapter of my double shame, I may mention that the poor mite that was born to my wife scarcely breathed for more than three or four days.
140911.
განდი | ნაწილი I, თავი IX
სხვა რამ არც იყო მოსალოდნელი.
Nothing else could be expected.
140912.
განდი | ნაწილი I, თავი IX
დაე, ეს მაგალითი ყველა ახალდაქორწინებულისთვის გაფრთხილება იყოს.
Let all those who are newly married be warned by my example.
140913.
განდი | ნაწილიI, თავი X
რელიგიისთვის თვალის შევლება.
GLIMPSES OF RELIGION.
140914.
განდი | ნაწილიI, თავი X
ექვსი-შვიდი წლის ასაკიდან თექვსმეტ წლამდე სკოლის მოსწავლე ვიყავი, სკოლაში მასწავლიდნენ ყველაფერს, რელიგიის გარდა.
From my sixth or seventh year up to my sixteenth I was at school, being taught all sorts of things except religion.
140915.
განდი | ნაწილიI, თავი X
ტერმინს „რელიგია“ ვიყენებ ამ სიტყვის ყველაზე ფართო გაგებით, რაც თვითრეალიზაციას ან საკუთარი თავის შეცნობას გულისხმობს.
The term 'religion' I am using in its broadest sense, meaning thereby self realization or knowledge of self.
140916.
განდი | ნაწილიI, თავი X
რაკი ამ ქვეყანას ვაიშნაველად მოვევლინე, ხშირად მიწევდა ჰაველიში სიარული.
Being born in the Vaishnava faith, I had often to go to the Haveli.
140917.
განდი | ნაწილიI, თავი X
მაგრამ ჰაველი არ მხიბლავდა.
But Haveli never appealed to me.
140918.
განდი | ნაწილიI, თავი X
არ მომწონდა მისი სიბრჭყვიალე და პომპეზურობა.
I did not like its glitter and pomp.
140919.
განდი | ნაწილიI, თავი X
ამრიგად, ჰაველიმ ვერაფერი შემძინა.
Hence I could gain nothing from the Haveli.
140920.
განდი | ნაწილიI, თავი X
მაგრამ, რისი მიღებაც იქ ვერ შევძელი, ჩემმა ძიძამ მომცა, ჩვენი ოჯახის ძველმა მოახლემ, ვისი ჩემდამი სიყვარული დღესაც მახსოვს.
But what I failed to get there I obtained from my nurse, an old servant of the family, whose affection for me I still recall.