მოიძებნა 668043 ჩანაწერი
140921.
განდი | ნაწილიI, თავი X
როგორც ადრე გითხარით, აჩრდილებისა და ავი სულების მეშინოდა.
I have said before that there was in me a fear of ghosts and spirits.
140922.
განდი | ნაწილიI, თავი X
მე ჩემი ძიძის უფრო მჯეროდა, ვიდრე მისი რეცეპტისა, მიუხედავად ამისა, პატარაობიდანვე რამანამას გამეორება დავიწყე სულებისა და აჩრდილების მიმართ შიშისაგან განსაკურნავად.
I had more faith in my nurse than in her remedy, and so at a tender age, I began repeating Ramanama to cure my fear of ghosts and spirits.
140923.
განდი | ნაწილიI, თავი X
რა თქმა უნდა, ამან დიდ ხანს არ გასტანა, მაგრამ ბავშვობაში ჩანერგილი „კეთილი თესლი“ უნაყოფო არ გამოდგა.
This was of course short lived, but the good seed sown in childhood was not sown in vain.
140924.
განდი | ნაწილიI, თავი X
სწორედ იმ ხანებში, ჩემმა ბიძაშვილმა, „რამაიანას“ ერთგულმა მიმდევარმა, მიზნად დაისახა ჩემი მეორე ძმისთვის და ჩემთვის „რამა რაქშა“ ესწავლებინა.
Just about this time, a cousin of mine who was a devotee of the Ramayana arranged for my second brother and me to learn Ram Raksha.
140925.
განდი | ნაწილიI, თავი X
ამას ვასრულებდით მანამ, სანამ პორბანდარში ვცხოვრობდით.
The practice was kept up as long as we were in Porbandar.
140926.
განდი | ნაწილიI, თავი X
ხმამაღლა კი იმიტომ ვიმეორებდი, რომ მეამაყებოდა, ,,რამა რაქშას“ სწორად გამოთქმა რომ შემეძლო.
I recited it partly because of my pride in being able to recite Ram Raksha with correct pronunciation.
140927.
განდი | ნაწილიI, თავი X
ის, რამაც ჩემზე მართლა წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა, მამაჩემისთვის წაკითხული „რამაიანა“ გახლდათ.
What, however, left a deep impression on me was the reading of the Ramayana before my father.
140928.
განდი | ნაწილიI, თავი X
იქ მამა ყოველ საღამოს უსმენდა „რამაიანას“.
There every evening my father used to listen to the Ramayana.
140929.
განდი | ნაწილიI, თავი X
მასზე ამბობდნენ, კეთრისაგან თავი წამლით კი არ მოირჩინა, არამედ დაავადებულ ადგილებზე ბილეშვარის ტაძარში მაჰადევასთვის შენაწირ ბილვას ფოთლებს იფენდაო და თან განუწყვეტლივ წარმოთქვამდა „რამანა მასო“.
It was said of him that he cured himself of his leprosy not by any medicine, but by applying to the affected parts bilva leaves which had been cast away after being offered to the image of Mahadeva in Bileshvar temple, and by the regular repetition of Ramanama.
140930.
განდი | ნაწილიI, თავი X
ამბობდნენ, რწმენამ განკურნაო.
His faith, it was said, had made him whole.
140931.
განდი | ნაწილიI, თავი X
ეს შეიძლებოდა, მართალიც ყოფილიყო და ტყუილიც.
This may or may not be true.
140932.
განდი | ნაწილიI, თავი X
ასეა თუ ისე, ჩვენ ამ ამბისა გვჯეროდა.
We at any rate believed the story.
140933.
განდი | ნაწილიI, თავი X
და ისიც ფაქტია, რომ, როცა მამას „რამაიანას“ უკითხავდა, მაჰარაჯას სხეულზე კეთრის კვალიც კი არ ეტყობოდა.
And it is a fact that when Ladha Maharaj began his reading of the Ramayana his body was entirely free from leprosy.
140934.
განდი | ნაწილიI, თავი X
საამური ხმა ჰქონდა.
He had a melodious voice.
140935.
განდი | ნაწილიI, თავი X
დოჰას და ჩოპაისის მღერასა და განმარტებაში თავდავიწყებას მიეცემოდა და მსმენელებსაც თან გაგვიყოლებდა ხოლმე.
He would sing the Dohas and Chopais, and explain them, losing himself in the discourse and carrying his listeners along with him.
140936.
განდი | ნაწილიI, თავი X
იმ დროს, ალბათ, ცამეტისა ვიქნებოდი, მაგრამ მშვენივრად მახსოვს, როგორ ვინუსხებოდი მისი მოსმენით.
I must have been thirteen at that time, but I quite remember being enraptured by his reading.
140937.
განდი | ნაწილიI, თავი X
მაშინ ჩაეყარა საფუძველი „რამაიანას“ მიმართ ჩემს თავდადებულ სიყვარულს.
That laid the foundation of my deep devotion to the Ramayana.
140938.
განდი | ნაწილიI, თავი X
ტულსიდასის „რამაიანა“ დღეს სწორუპოვრად მიმაჩნია წმინდა წიგნებს შორის.
Today I regard the Ramayana of Tulasidas as the greatest book in all devotional literature.
140939.
განდი | ნაწილიI, თავი X
სამაგიეროდ, ყოველ ეკადაშის დღეს „ბჰაგავატს“ კითხულობდნენ.
The Bhagavat, however, used to be read on every Ekadashi day.
140940.
განდი | ნაწილიI, თავი X
მეც ვესწრებოდი ხანდახან კითხვას.
Sometimes I attended the reading.