მოიძებნა 668043 ჩანაწერი
140941.
განდი | ნაწილიI, თავი X
დღეს კი ვხედავ, რომ ბჰაგავატი ის წიგნია, რომელსაც შეუძლია, რელიგიური აღტყინება გამოიწვიოს.
Today I see that the Bhagavat is a book which can evoke religious fervour.
140942.
განდი | ნაწილიI, თავი X
მე ის დიდი ინტერესით წავიკითხე გუჯარათულად.
I have read it in Gujarati with intense interest.
140943.
განდი | ნაწილიI, თავი X
მაგრამ როცა მისი ნაწყვეტები ოცდაერთდღიანი მარხულობისას ორიგინალში პანდიტ მადან მოჰან მალავიასგან მოვისმინე, ვინატრე, ნეტავ ასეთი მორწმუნის მიერ წაკითხული ადრე მომესმინა, რათა მისი სიყვარული ადრეული ბავშვობიდანვე ჩამნერგვოდა-მეთქი.
But when I heard portions of the original read by Pandit Madan Mohan Malaviya during my twenty-one days’ fast, I wished I had heard it in my childhood from such a devotee as he is, so that I could have formed a liking for it at an early age.
140944.
განდი | ნაწილიI, თავი X
ადრიდან, რაჯკოტშივე გამიჩნდა შემწყნარებლობის გრძნობა ინდუიზმისა და ყველა მისი შვილობილი რელიგიის მიმართ.
In Rajkot, however, I got an early grounding in toleration for all branches of Hinduism and sister religions.
140945.
განდი | ნაწილიI, თავი X
ჩვენი დედ-მამა ხშირად სტუმრობდნენ ჰაველის, ისევე, როგორც შივასა და რამას ტაძრებს და ახალგაზრდებიც დავყავდით, ან იქ გვაგზავნიდნენ ხოლმე.
For my father and mother would visit the Haveli as also Shiva's and Rama's temples, and would take or send us youngsters there.
140946.
განდი | ნაწილიI, თავი X
ჯაინი ბერებიც ხშირად სტუმრობდნენ მამას, წესსაც კი არღვევდნენ და, თუმცა ჩვენ ჯაინიზმის მიმდევრები არ ვიყავით, ჩვენგან საკვებსაც იღებდნენ ხოლმე.
Jain monks also would pay frequent visits to my father, and would even go out of their way to accept food from us – non-Jains.
140947.
განდი | ნაწილიI, თავი X
ისინი მამას რელიგიასა და ამქვეყნიურ საქმეებზე ებაასებოდნენ.
They would have talks with my father on subjects religious and mundane.
140948.
განდი | ნაწილიI, თავი X
მამას მუსლიმანი და პარსი მეგობრებიც ჰყავდა, რომლებიც თავიანთ რელიგიაზე ესაუბრებოდნენ.
My father had, besides, Musalman and Parsi friends, who would talk to him about their own faiths.
140949.
განდი | ნაწილიI, თავი X
ისიც მუდამ პატივისცემით, ხშირად ინტერესითაც კი, უგდებდა მათ ყურს.
He would listen to them always with respect, and often with interest.
140950.
განდი | ნაწილიI, თავი X
როგორც მის ექთანს, ხშირად მიწევდა იმ საუბრებზე დასწრება.
Being his nurse, I often had a chance to be present at these talks.
140951.
განდი | ნაწილიI, თავი X
ყოველივე ამან ერთად ყველა რწმენის მიმართ შემწყნარებლური დამოკიდებულება ჩამინერგა.
These many things combined to inculcate in me a toleration for all faiths.
140952.
განდი | ნაწილიI, თავი X
იმ დროს ჩემთვის ერთადერთ გამონაკლისს ქრისტიანობა წარმოადგენდა.
Only Christianity was at that time an exception.
140953.
განდი | ნაწილიI, თავი X
და არცთუ უმიზეზოდ.
And for a reason.
140954.
განდი | ნაწილიI, თავი X
იმ ხანებში ქრისტიანი მისიონერები საშუალო სკოლის კუთხეში დგებოდნენ და დაგვიხელთებდნენ თუ არა, ინდუსებსა და მათ ღმერთებს აბუჩად იგდებდნენ.
In those days Christian missionaries used to stand in a corner near the high school and hold forth, pouring abuse on Hindus and their gods.
140955.
განდი | ნაწილიI, თავი X
ამის ატანა არ შემეძლო.
I could not endure this.
140956.
განდი | ნაწილიI, თავი X
დაახლოებით იმავე დროს ერთი ცნობილი ინდუსის ამბავი შევიტყვე, რომელიც გაქრისტიანებულიყო.
About the same time, I heard of a well known Hindu having been converted to Christianity.
140957.
განდი | ნაწილიI, თავი X
ქალაქში ხმა გავარდა, როცა მოინათლა, ხორცი აჭამეს და ღვინო დაალევინესო.
It was the talk of the town that, when he was baptized, he had to eat beef and drink liquor.
140958.
განდი | ნაწილიI, თავი X
ტანისამოსის შეცვლა მოუხდა და მას მერე ევროპულ ტანისამოსში გამოწყობილი დადისო.
He also had to change his clothes, and that thenceforth he began to go about in European costume.
140959.
განდი | ნაწილიI, თავი X
ამან ნერვები ამიშალა.
It got on my nerves.
140960.
განდი | ნაწილიI, თავი X
ისიც შევიტყვე, რომ ახლად მოქცეულს უკვე საკუთარი წინაპრების რწმენის, ადათებისა და ქვეყნის აბუჩად აგდება დაეწყო.
I also heard that the new convert had already begun abusing the religion of his ancestors, their customs and their country.