მოიძებნა 668043 ჩანაწერი
140961.
განდი | ნაწილიI, თავი X
მაგრამ ის, რომ ვისწავლე შემწყნარებელი ვყოფილიყავი სხვა რელიგიების მიმართ, არ ნიშნავდა იმას, რომ ღმერთის ცხოველი რწმენა მქონდა.
But the fact that I had learnt to be tolerant to other religions did not mean that I had any living faith in God.
140962.
განდი | ნაწილიI, თავი X
დაახლოებით იმხანად მამაჩემის წიგნების კოლექციაში „მანუსმრიტს“ წავაწყდი.
I happened, about this time, to come across Manusmriti which was amongst my father's collection.
140963.
განდი | ნაწილიI, თავი X
პირიქით, ცოტა არ იყოს, ათეიზმისკენაც კი მიბიძგეს.
On the contrary, they made me incline somewhat towards atheism.
140964.
განდი | ნაწილიI, თავი X
მყავდა ერთი ბიძაშვილი (ის დღესაც ცოცხალია), ვის ინტელექტსაც დიდ პატივს ვცემდი.
There was a cousin of mine, still alive, for whose intellect I had great regard.
140965.
განდი | ნაწილიI, თავი X
„როცა გაიზრდები, ამ ეჭვების გაფანტვას თვითონ შეძლებ".
'When you grow up, you will be able to solve these doubts yourself'.
140966.
განდი | ნაწილიI, თავი X
„შენს ასაკში ასეთ კითხვებს არ სვამენო".
'These questions ought not to be raised at your age.'
140967.
განდი | ნაწილიI, თავი X
გამაჩუმა, მაგრამ ვერ მანუგეშა.
I was silenced, but was not comforted.
140968.
განდი | ნაწილიI, თავი X
ამის გამო გაჩენილ ეჭვზეც იგივე პასუხი მივიღე.
To my doubts as to this also, I got the same answer.
140969.
განდი | ნაწილიI, თავი X
და ჩემს თავს ვუთხარი: „როცა გონება უფრო გაგივითარდება და მეტს წაიკითხავ, უკეთ გაიგებ ყველაფერს.“
'With intellect more developed and with more reading I shall understand it better', I said to myself.
140970.
განდი | ნაწილიI, თავი X
ასეა თუ ისე, „მანუსმიტმა“ აჰიმსა ვერ მასწავლა.
Manusmriti at any rate did not teach me ahimsa.
140971.
განდი | ნაწილიI, თავი X
უკვე გიამბეთ ჩემი ხორცისმჭამელობის შესახებ.
I have told the story of my meat eating.
140972.
განდი | ნაწილიI, თავი X
მეჩვენებოდა, რომ „მანუსმიტი“ ამას მხარს უჭერს.
Manusmriti seemed to support it.
140973.
განდი | ნაწილიI, თავი X
ასევე მიმაჩნდა, რომ სავსებით ზნეობრივია გველის, ბაღლინჯოსა და მისთანების დახოცვა.
I also felt that it was quite moral to kill serpents, bugs and the like.
140974.
განდი | ნაწილიI, თავი X
მახსოვს, იმ ასაკში ბაღლინჯოებიც მომიკლავს და სხვა მწერებიც, რადგან ამას ჩემს მოვალეობად ვთვლიდი.
I remember to have killed at that age bugs and such other insects, regarding it as a duty.
140975.
განდი | ნაწილიI, თავი X
მაგრამ ერთი რამ ნამდვილად ვირწმუნე, – ის, რომ ზნეობა ყველაფრის საფუძველია და ჭეშმარიტებაა ზნეობის არსი.
But one thing took deep root in me – the conviction that morality is the basis of things, and that truth is the substance of all morality.
140976.
განდი | ნაწილიI, თავი X
ჭეშმარიტება ჩემს ერთადერთ მიზნად იქცა.
Truth became my sole objective.
140977.
განდი | ნაწილიI, თავი X
მისი მცნება — სიკეთე ბოროტების წილ – ჩემს სამოქმედო პრინციპად იქცა.
Its precept – return good for evil – became my guiding principle.
140978.
განდი | ნაწილი I, თავი XI
ინგლისში წასასვლელად მზადება.
PREPARATION FOR ENGLAND.
140979.
განდი | ნაწილი I, თავი XI
სიმწიფის ატესტატის მოსაპოვებლად გამოცდა 1887 წელს ჩავაბარე.
I passed the matriculation examination in 1887.
140980.
განდი | ნაწილი I, თავი XI
მაშინ ამ გამოცდას ორ ცენტრში აბარებდნენ, – აჰმადაბადსა და ბომბეიში.
This examination then used to be held at two centres, Ahmedabad and Bombay.