მოიძებნა 668043 ჩანაწერი
141021.
განდი | ნაწილი I, თავი XI
როგორც უკვე მოგახსენეთ, მშიშარა ვიყავი.
I have already said that I was a coward.
141022.
განდი | ნაწილი I, თავი XI
მაგრამ იმ წამს, ინგლისში წასვლის სურვილმა მთლიანად მომიცვა და შიში სრულიად გამიქრა.
But at that moment my cowardice vanished before the desire to go to England, which completely possessed me.
141023.
განდი | ნაწილი I, თავი XI
ვიქირავე ჩარდახი დჰორაჯიში, დჰორაჯიდან აქლემი ავიყვანე, რომ პორბანდარში ერთი დღით ადრე ჩავსულიყავი.
I hired a bullock-cart as far as Dhoraji, and from Dhoraji I took a camel in order to get to Porbandar a day quicker.
141024.
განდი | ნაწილი I, თავი XI
ეს იყო ჩემი პირველი მგზავრობა აქლემით.
This was my first camel-ride.
141025.
განდი | ნაწილი I, თავი XI
როგორც იქნა, ჩავედი. ბიძაჩემს მდაბლად დავუკარი თავი და ყველაფერი ვუამბე.
I arrived at last, did obeisance to my uncle, and told him everything.
141026.
განდი | ნაწილი I, თავი XI
„როცა ინგლისში ნასწავლ ბობოლა ვექილებს ვხვდები, ვერ ვხედავ, რომ ევროპელებისაგან განსხვავებულად ცხოვრობენ“.
When I meet these big barristers in England, I see no difference between their life and that of Europeans.
141027.
განდი | ნაწილი I, თავი XI
„არც საჭმელზე იკავებენ თავს. სიგარას სიგარაზე ეწევიან“.
'They know no scruples regarding food. Cigars are never out of their mouths'.
141028.
განდი | ნაწილი I, თავი XI
„ინგლისელებივით უსირცხვილო ტანისამოსი აცვიათ“.
'They dress as shamelessly as Englishmen'.
141029.
განდი | ნაწილი I, თავი XI
„მალე მოსალოცავად მივდივარ, დიდი დღეც აღარ მიწერია“.
'I am shortly going on a pilgrimage and have not many years to live'.
141030.
განდი | ნაწილი I, თავი XI
„სიკვდილის წინ როგორ უნდა მოგცე ინგლისში წასვლის და ზღვების გადალახვის ნება?“
'At the threshold of death, how dare I give you permission to go to England, to cross the seas?'
141031.
განდი | ნაწილი I, თავი XI
„მაგრამ გზაზე არ გადაგეღობები, მთავარია, დედაშენმა დაგრთოს ნება“.
'But I will not stand in your way. It is your mother's permission which really matters'.
141032.
განდი | ნაწილი I, თავი XI
„თუ გაგიშვებს, ღმერთი გფარავდეს!“
'If she permits you, then Godspeed!'
141033.
განდი | ნაწილი I, თავი XI
„უთხარი, რომ მე არ ჩავერევი და გზას დაგილოცავ“.
'Tell her I will not interfere. You will go with my blessings.'
141034.
განდი | ნაწილი I, თავი XI
„სხვას არც არაფერს ველოდი“, — ვუთხარი ბიძაჩემს.
'I could expect nothing more from you,' said I.
141035.
განდი | ნაწილი I, თავი XI
– „ახლა ვეცდები, დედა დავიყოლიო“.
'I shall now try to win mother over'.
141036.
განდი | ნაწილი I, თავი XI
„მაგრამ იქნებ ბატონ ლელისთან მაინც გამიწიოთ რეკომენდაცია?“
'But would you not recommend me to Mr. Lely?'
141037.
განდი | ნაწილი I, თავი XI
„მაგრამ ის კარგი კაცია“.
'But he is a good man'.
141038.
განდი | ნაწილი I, თავი XI
არ ვიცი, რატომ არ მომცა ბიძაჩემმა სარეკომენდაციო ბარათი.
I cannot say why my uncle did not give me a note of recommendation.
141039.
განდი | ნაწილი I, თავი XI
ვეჭვობ, ჭოჭმანობდა და არ სურდა, უშუალოდ მიეღო მონაწილეობა ჩემს ინგლისში გამგზავრებაში, რაც, მისი აზრით, ღვთისმოსავი ადამიანის საქციელი არ იყო.
I have a faint idea that he hesitated to co-operate directly in my going to England, which was in his opinion an irreligious act.
141040.
განდი | ნაწილი I, თავი XI
„ჯერ თქვენი სამაგისტრო გამოცდა ჩააბარეთ და მერე ვილაპარაკოთ“.
'Pass your B.A. first and then see me'.