მოიძებნა 668043 ჩანაწერი
141041.
განდი | ნაწილი I, თავი XI
„ახლა ვერაფრით დაგეხმარებით“, — ამ სიტყვებით აუყვა კიბეს.
'No help can be given to you now,' he hurried upstairs.
141042.
განდი | ნაწილი I, თავი XI
მასთან შესახვედრად საგულდაგულოდ ვემზადებოდი.
I had made elaborate preparations to meet him.
141043.
განდი | ნაწილი I, თავი XI
რამდენიმე წინადადება ზეპირადაც დავისწავლე და თავიც მდაბლად დავუკარი, ისე, რომ ორივე ხელი დაშვებული მქონდა.
I had carefully learnt up a few sentences and had bowed low and saluted him with both hands.
141044.
განდი | ნაწილი I, თავი XI
მაგრამ ყველაფერი ამაო გამოდგა!
But all to no purpose!
141045.
განდი | ნაწილი I, თავი XI
პორბანდარიდან რაჯკოტში დავბრუნდი და დაწვრილებით მოვყევი, რაც მოხდა.
I returned to Rajkot from Porbandar and reported all that had happened.
141046.
განდი | ნაწილი I, თავი XI
ჯოშიჯისაც დავეკითხე რჩევას და მან, რა თქმა უნდა, მირჩია, თუ საჭირო გახდებოდა, ფული მესესხა.
I consulted Joshiji, who of course advised even incurring a debt if necessary.
141047.
განდი | ნაწილი I, თავი XI
ჩემი ცოლის სამკაულების გაყიდვაც დავაპირე, რაც, ალბათ, ორ ან სამ ათას რუპიას მოიტანდა.
I suggested the disposal of my wife's ornaments, which could fetch about two or three thousand rupees.
141048.
განდი | ნაწილი I, თავი XI
ჩემი ძმა დამპირდა, ფულს როგორმე ვიშოვიო.
My brother promised to find the money somehow.
141049.
განდი | ნაწილი I, თავი XI
მხოლოდ დედა იყო ჯერ კიდევ წინააღმდეგი.
My mother, however, was still unwilling.
141050.
განდი | ნაწილი I, თავი XI
ვიღაცამ უთხრა, ერთი ახალგაზრდა კაცი ინგლისში დაკარგულაო.
Someone had told her that young men got lost in England.
141051.
განდი | ნაწილი I, თავი XI
მეორემ უთხრა, იქ ყველა ხორცს ჭამსო; კიდევ ვიღაცამ — სასმელის გარეშე ცხოვრება არ შეუძლიათ.
Someone else had said that they took to meat; and yet another that they could not live there without liquor.
141052.
განდი | ნაწილი I, თავი XI
„ამაზე რაღას იტყვი?“ – მეკითხებოდა.
'How about all this?' she asked me.
141053.
განდი | ნაწილი I, თავი XI
„არ მენდობი? – ვპასუხობდი მე, – ხომ იცი, არ მოგატყუებ“.
I said: 'Will you not trust me? I shall not lie to you'.
141054.
განდი | ნაწილი I, თავი XI
„გეფიცები, არაფერს გავეკარები. მართლა რომ არსებობდეს ასეთი საფრთხე, განა ჯოშიჯი წასვლას მირჩევდა?“
'I swear that I shall not touch any of those things. If there were any such danger, would Joshiji let me go?'
141055.
განდი | ნაწილი I, თავი XI
- „ახლა კი გენდობი, – მითხრა დედამ, – მაგრამ ჩემგან შორს მყოფს როგორ უნდა გენდო?“
'I can trust you now,' my mother said. 'But how can I trust you in a distant land?'
141056.
განდი | ნაწილი I, თავი XI
„თავგზა ამებნა, აღარ ვიცი, რა ვქნა. ბეჩარჯი სვამის დავეკითხები“.
'I am dazed and know not what to do. I will ask Becharji Swami.'
141057.
განდი | ნაწილი I, თავი XI
- ბეჩარჯი სვამი თავიდან მოდჰელი ბანია იყო, შემდეგ კი ჯაინელ ბერად აღკვეცილიყო.
Becharji Swami was originally a Modh Bania, but had now become a Jain monk.
141058.
განდი | ნაწილი I, თავი XI
ჯოშიჯის მსგავსად ისიც ჩვენი ოჯახის მრჩეველი იყო.
He too was a family adviser like Joshiji.
141059.
განდი | ნაწილი I, თავი XI
მან სწორედ რომ სულზე მომისწრო და თქვა, მე ბიჭს ვთხოვ, სამი აღთქმა დადოს და მერე დავრთავ წასვლის ნებას.
He came to my help, and said: 'I shall get the boy solemnly to take the three vows, and then he can be allowed to go.'
141060.
განდი | ნაწილი I, თავი XI
აღთქმა დამადებინა და მეც შევფიცე, რომ არ გავეკარებოდი ღვინოს, ქალებსა და ხორცს.
He administered the oath and I vowed not to touch wine, woman and meat.