მოიძებნა 668043 ჩანაწერი
141081.
განდი | ნაწილი I, თავი XII
„ყველა იძულებულია, ევროპელებთან ერთად ჭამოს და სვას!“
'One is obliged to eat and drink with Europeans!'
141082.
განდი | ნაწილი I, თავი XII
რაზეც მე მივუგე: „არა მგონია, ინგლისში წასვლა რამენაირად ეწინააღმდეგებოდეს ჩვენს რელიგიას“.
To which I replied: 'I do not think it is at all against our religion to go to England'.
141083.
განდი | ნაწილი I, თავი XII
„მე იქ ცოდნის გაღრმავებას ვაპირებ და უკვე წმინდა აღთქმაც მივეცი დედაჩემს, რომ თავს შევიკავებ იმ სამი რამისაგან, რაც თქვენ ყველაზე მეტად გაშინებთ“.
'I intend going there for further studies. And I have solemnly promised to my mother to abstain from three things you fear most'.
141084.
განდი | ნაწილი I, თავი XII
„დარწმუნებული ვარ, რომ აღთქმა ყველაფრისგან დამიცავს.“
'I am sure the vow will keep me safe'.
141085.
განდი | ნაწილი I, თავი XII
„მაგრამ ჩვენ მიგვაჩნია, – კვლავ მკაცრად მომიგო შეთმა, — რომ ჩვენი რელიგიის შენარჩუნება ინგლისში შეუძლებელია“ .
'But we tell you,' rejoined the Sheth, 'that it is not possible to keep our religion in England'.
141086.
განდი | ნაწილი I, თავი XII
„თქვენ იცით, როგორი სიახლოვე მაკავშირებდა მამათქვენთან და ჩემი რჩევა ყურად უნდა იღოთ“.
'You know my relations with your father and you ought to listen to my advice.'
141087.
განდი | ნაწილი I, თავი XII
„მამაჩემის მეგობარი და მრჩეველი, სწავლული ბრაჰმანი, ჩემი ინგლისში წასვლის წინააღმდეგი არ არის“.
'My father's friend and adviser, who is a learned Brahman, sees no objection to my gong to England'.
141088.
განდი | ნაწილი I, თავი XII
„დედამ და უფროსმა ძმამაც დამრთეს წასვლის ნება“.
'My mother and brother have also given me their permission.'
141089.
განდი | ნაწილი I, თავი XII
„კი მაგრამ, ნუთუ კასტის ბრძანებას უგულებელყოფთ?“
'But will you disregard the orders of the caste?'
141090.
განდი | ნაწილი I, თავი XII
„ნამდვილად ვერაფერს შევცვლი“.
'I am really helpless'.
141091.
განდი | ნაწილი I, თავი XII
„ჩემი აზრით, კასტა ამ საკითხში არ უნდა ჩაერიოს“.
'I think the caste should not interfere in the matter.'
141092.
განდი | ნაწილი I, თავი XII
მან გამომლანძღა, მე კი გაუნძრევლად ვიდექი.
He swore at me. I sat unmoved.
141093.
განდი | ნაწილი I, თავი XII
შეთმა ასეთი განაჩენი გამომიტანა: „დღეიდან ამ ბიჭს როგორც შერისხულს, ისე მოეპყარით“.
The Sheth pronounced his order: 'This boy shall be treated as an outcaste from today'.
141094.
განდი | ნაწილი I, თავი XII
„ვინც მას დაეხმარება ან გასაცილებლად ნავსადგურში გაჰყვება, დაისჯება ჯარიმით, რომელიც ერთი რუპიისა და ოთხი ანას ტოლია“.
'Whoever helps him or goes to see him off at the dock shall be punishable with a fine of one rupee four annas'.
141095.
განდი | ნაწილი I, თავი XII
განაჩენს ჩემზე არანაირად არ უმოქმედია და შეთს მშვიდად დავემშვიდობე.
The order had no effect on me, and I took my leave of the Sheth.
141096.
განდი | ნაწილი I, თავი XII
მხოლოდ ის მაღელვებდა, როგორ მიიღებდა ამას ჩემი ძმა.
But I wondered how my brother would take it.
141097.
განდი | ნაწილი I, თავი XII
ამ შემთხვევამ კიდევ უფრო მომანდომა გემით გამგზავრება.
The incident, however, made me more anxious than ever to sail.
141098.
განდი | ნაწილი I, თავი XII
საშინლად ვღელავდი, ამ დროს ამბავი მომივიდა, რომ ერთი ჯუნაგადელი ვექილი 4 სექტემბერს სასამართლოზე უნდა გამოცხადებულიყო და გემით მიემგზავრებოდა ინგლისში.
As I was thus worrying over my predicament, I heard that a Junagadh vakil was going to England, for being called to the bar, by a boat sailing on the 4<sup>th</sup> of September.
141099.
განდი | ნაწილი I, თავი XII
ჩემი ძმის ის მეგობრები მოვინახულე, რომელთაც ჩემი მფარველობა ჰქონდათ დაკისრებული.
I met the friends to whose care my brother had commended me.
141100.
განდი | ნაწილი I, თავი XII
ისინიც დამეთანხმნენ, რომ ხელიდან არ უნდა გამეშვა ასეთ კაცის საზოგადოებაში მგზავრობის შესაძლებლობა.
They also agreed that I should not let go the opportunity of going in such company.