მოიძებნა 668043 ჩანაწერი
141101.
განდი | ნაწილი I, თავი XII
დროს ვეღარ დავკარგავდი.
There was no time to be lost.
141102.
განდი | ნაწილი I, თავი XII
ჩემს სიძეს ვთხოვე, ფული მოეცა.
I asked my brother-in-law to give me the money.
141103.
განდი | ნაწილი I, თავი XII
მაშინ ოჯახის მეგობარს მივმართე და ვთხოვე, დამხმარებოდა, რათა საჭირო წვრილმანების შეძენა შემძლებოდა, ხოლო ვალს შემდეგ ჩემი ძმა გაუსტუმრებდა.
I then sought a friend of the family and requested him to accommodate me to the extent of my passage and sundries, and to recover the loan from my brother.
141104.
განდი | ნაწილი I, თავი XII
მეგობარი არათუ დამთანხმდა თხოვნაზე, გამამხნევა კიდეც.
The friend was not only good enough to accede to my request, but he cheered me up as well.
141105.
განდი | ნაწილი I, თავი XII
ფულის ნაწილით მაშინვე მგზავრობის საფასური გადავიხადე.
With part of the money I at once purchased the passage.
141106.
განდი | ნაწილი I, თავი XII
გასამგზავრებლად უნდა მოვმზადებულიყავი.
I had to equip myself for the voyage.
141107.
განდი | ნაწილი I, თავი XII
კიდევ ერთი მეგობარი გვყავდა, რომელიც გამოცდილი იყო ასეთ საქმეში.
There was another friend who had experience in the matter.
141108.
განდი | ნაწილი I, თავი XII
მან ტანსაცმელი და სხვა წვრილმანები მომიმზადა.
He got clothes and other things ready.
141109.
განდი | ნაწილი I, თავი XII
იმ ტანსაცმლის ნაწილი მომწონდა, ნაწილი — სრულებით არა.
Some of the clothes I liked and some I did not like at all.
141110.
განდი | ნაწილი I, თავი XII
ჰალსტუხი, რომელსაც შემდგომში სიხარულით ვატარებდი, მაშინ მძაგდა.
The necktie, which I delighted in wearing later, I then abhorred.
141111.
განდი | ნაწილი I, თავი XII
მოკლე პიჯაკი შეუფერებელი მეჩვენებოდა.
The short jacket I looked upon as immodest.
141112.
განდი | ნაწილი I, თავი XII
მაგრამ ინგლისში გამგზავრებასთან შედარებით, რაც ყველაზე ძლიერ მეწადა, ეს წვრილმანები რა მოსატანი იყო?!
But this dislike was nothing before the desire to go to England, which was uppermost in me.
141113.
განდი | ნაწილი I, თავი XII
მეგობრებმა რეკომენდაციაც კი გამიწიეს მასთან.
Friends also commended me to him.
141114.
განდი | ნაწილი I, თავი XII
ის მოწიფული ასაკის გამოცდილი კაცი გახლდათ, კარგად იცნობდა მთელ სამყაროს.
He was an experienced man of mature age and knew the world.
141115.
განდი | ნაწილი I, თავი XII
4 სექტემბერს, როგორც იქნა, გემმა ბომბეიდან ლონდონისკენ აიღო გეზი.
The ship sailed at last from Bombay on the 4<sup>th</sup> of September.
141116.
განდი | ნაწილიI, თავი XIII
როგორც იქნა, ლონდონში ვარ.
IN LONDON AT LAST.
141117.
განდი | ნაწილიI, თავი XIII
მაგრამ დღეები გადიოდა და მოსვენებას ვკარგავდი.
But as the days passed, I became fidgety.
141118.
განდი | ნაწილიI, თავი XIII
მომსახურე პერსონალთან საუბარიც კი მრცხვენოდა.
I felt shy even in speaking to the steward.
141119.
განდი | ნაწილიI, თავი XIII
ინგლისურად ლაპარაკს სრულიად მიუჩვეველი ვიყავი, ხოლო ვექილ მაზმუდარს თუ არ ჩავთვლით, მეორე სალონის ყველა მგზავრი ინგლისელი იყო.
I was quite unaccustomed to talking English and except for Sjt. Mazmudar all the other passengers in the second saloon were English.
141120.
განდი | ნაწილიI, თავი XIII
მათთან ლაპარაკი არ შემეძლო.
I could not speak to them.