მოიძებნა 668043 ჩანაწერი
141061.
განდი | ნაწილი I, თავი XI
გავემგზავრე უფროსების ლოცვა-კურთხევით ბომბეიში.
With the blessings of my elders, I started for Bombay.
141062.
განდი | ნაწილი I, თავი XI
ეს ჩემი პირველი მგზავრობა იყო რაჯკოტიდან ბომბეიში.
This was my first journey from Rajkot to Bombay.
141063.
განდი | ნაწილი I, თავი XI
თან ჩემი ძმა მახლდა.
My brother accompanied me.
141064.
განდი | ნაწილი I, თავი XI
ბომბეიში მრავალი სიძნელე მელოდა.
There were difficulties to be faced in Bombay.
141065.
განდი | ნაწილი I, თავი XII
შერისხული.
OUTCASTE.
141066.
განდი | ნაწილი I, თავი XII
დედის ნებართვითა და კურთხევით გახარებული გავემგზავრე ბომბეიში.
With my mother's permission and blessings, I set off exultantly for Bombay.
141067.
განდი | ნაწილი I, თავი XII
იქ რომ ჩავედით, მეგობრებმა ჩემს ძმას უთხრეს, ინდოეთის ოკეანე ივნისსა და ივლისში სულ ღელავსო და, რაკი ეს ჩემი პირველი მგზავრობა უნდა ყოფილიყო გემით, ნოემბრამდე ზღვით მოგზაურობა არ მირჩიეს.
On arrival there, friends told my brother that the Indian Ocean was rough in June and July, and as this was my first voyage, I should not be allowed to sail until November.
141068.
განდი | ნაწილი I, თავი XII
ვიღაცამ ისიც გვითხრა, ახლახანს გრიგალი ამოვარდა და გემი ჩაიძირაო.
Someone also reported that a steamer had just been sunk in a gale.
141069.
განდი | ნაწილი I, თავი XII
ამან ჩემი ძმა ააფორიაქა და ვერ გაბედა ჩემი დაუყოვნებლივ გაშვება.
This made my brother uneasy, and he refused to take the risk of allowing me to go immediately.
141070.
განდი | ნაწილი I, თავი XII
ჩემი მგზავრობის ფული ჩვენს სიძეს დაუტოვა შესანახად და რამდენიმე თავის მეგობარს დაუბარა, საჭიროების შემთხვევაში დამხმარებოდნენ.
He put the money for my travelling expenses in the keeping of a brother-in-law and left word with some friends to give me whatever help I might need.
141071.
განდი | ნაწილი I, თავი XII
ბომბეიში დრო უზომოდ გაიწელა.
Time hung heavily on my hands in Bombay.
141072.
განდი | ნაწილი I, თავი XII
დღე და ღამე ინგლისში წასვლაზე ვოცნებობდი.
I dreamt continually of going to England.
141073.
განდი | ნაწილი I, თავი XII
ჩემი კასტის წარმომადგენლები ჩემი საზღვარგარეთ გამგზავრების ამბავმა ააღელვა.
My caste-people were agitated over my going abroad.
141074.
განდი | ნაწილი I, თავი XII
არც ერთი მოდჰელი ბანია აქამდე ინგლისში ნამყოფი არ იყო და, თუ მე ამას დავაპირებდი, ვალდებული ვიყავი, ჩემს ქმედებაზე პასუხი თავად მეგო!
No Modh Bania had been to England up to now, and if I dared to do so, I ought to be brought to book!
141075.
განდი | ნაწილი I, თავი XII
მოიწვიეს კასტის საერთო კრება და მის წინაშე წარსადგომად გამომიძახეს. წავედი.
A general meeting of the caste was called and I was summoned to appear before it. I went.
141076.
განდი | ნაწილი I, თავი XII
სრულიად აუღელვებლად და უყოყმანოდ წარვდექი კრების წინაშე.
Nothing daunted, and without the slightest hesitation, I came before the meeting.
141077.
განდი | ნაწილი I, თავი XII
შეთმა, თემის წინამძღოლმა, რომელიც ჩემი შორეული ნათესავი იყო და მამაჩემთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, შემომიტია:
The Sheth – the headman of the community – who was distantly related to me and had been on very good terms with my father, accosted me:
141078.
განდი | ნაწილი I, თავი XII
„კასტის აზრით, თქვენი გადაწყვეტილება ინგლისში წასვლის თაობაზე არ არის გამართლებული“.
'In the opinion of the caste, your proposal to go to England is not proper'.
141079.
განდი | ნაწილი I, თავი XII
„ჩვენი რელიგია საზღვარგარეთ მოგზაურობას კრძალავს“.
'Our religion forbids voyages abroad'.
141080.
განდი | ნაწილი I, თავი XII
„ისიც გვსმენია, რომ იქ ჩვენი რელიგიის დათმობის გარეშე ცხოვრება შეუძლებელია“.
'We have also heard that it is not possible to live there without compromising our religion'.