მოიძებნა 668043 ჩანაწერი
141121.
განდი | ნაწილიI, თავი XIII
ვიდრე რამეს ვიტყოდი, წინადადება საგულდაგულოდ უნდა ჩამომეყალიბებინა.
I had to frame every sentence in my mind, before I could bring it out.
141122.
განდი | ნაწილიI, თავი XIII
არ ვიცოდი დანა-ჩანგლის ხმარება და სითამამე არ მყოფნიდა მეკითხა, რომელი კერძი იყო უხორცო.
I was innocent of the use of knives and forks and had not the boldness to inquire what dishes were free of meat.
141123.
განდი | ნაწილიI, თავი XIII
ვექილ მაზმუდარს არაფერი გასჭირვებია და ყველას მშვენივრად ეწყობოდა.
Sjt. Mazmudar had no difficulty, and he mixed with everybody.
141124.
განდი | ნაწილიI, თავი XIII
ლაღად დასეირნობდა გემბანზე, მე კი მთელი დღე კაიუტაში ვყურყუტებდი და მხოლოდ მაშინ ვბედავდი გარეთ გამოსვლას, როცა იქ თითქმის აღარავინ იყო.
He would move about freely on deck, while I hid myself in the cabin the whole day, only venturing up on deck when there were but few people.
141125.
განდი | ნაწილიI, თავი XIII
მან მირჩია, ყველა შესაძლო საშუალება გამომეყენებინა ინგლისურად სალაპარაკოდ.
He advised me to take every possible opportunity of talking English.
141126.
განდი | ნაწილიI, თავი XIII
მითხრა, შეცდომების დაშვების ნუ მოგერიდებაო.
He told me not to mind making mistakes.
141127.
განდი | ნაწილიI, თავი XIII
მაგრამ სიმორცხვე ვერაფერმა დამაძლევინა.
But nothing could make me conquer my shyness.
141128.
განდი | ნაწილიI, თავი XIII
ჩემზე ასაკოვანი იყო.
He was older than I.
141129.
განდი | ნაწილიI, თავი XIII
დაინტერესდა, რას ვჭამდი, სად მივემგზავრებოდი, რატომ ვიყავი ასეთი მორიდებული და სხვა.
He asked me what I ate, what I was, where I was going, why I was shy, and so on.
141130.
განდი | ნაწილიI, თავი XIII
მან მირჩია, სუფრას მივჯდომოდი.
He also advised me to come to table.
141131.
განდი | ნაწილიI, თავი XIII
ჩემს ჯიუტ უარზე, ხორცი მეჭამა, გაეცინა და როცა წითელ ზღვაში შევედით, მითხრა:
He laughed at my insistence on abjuring meat, and said when we were in the Red Sea:
141132.
განდი | ნაწილიI, თავი XIII
„ინგლისში ისე ცივა, რომ ადამიანი უხორცოდ ვერ გაძლებს“.
'It is so cold in England that one cannot possibly live there without meat'.
141133.
განდი | ნაწილიI, თავი XIII
„მაგრამ მე მსმენია, რომ ადამიანს იქაც შეუძლია უხორცოდ არსებობა,“ – მივუგე მე.
'But I have heard that people can live there without eating meat,' I said.
141134.
განდი | ნაწილიI, თავი XIII
,,დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, მოგატყუეს“.
'Rest assured, it is a fib,'
141135.
განდი | ნაწილიI, თავი XIII
– ხომ ხედავთ, ალკოჰოლის დალევას არ გაძალებთ, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ ვსვამ.
'Don't you see that I am not asking you to take liquor, though I do so?'
141136.
განდი | ნაწილიI, თავი XIII
,,მაგრამ გულწრფელად ვფიქრობ, რომ ხორცი უნდა ჭამოთ. უხორცოდ ვერ იცოცხლებთ“.
'But I do think you should eat meat, for you cannot live without it.'
141137.
განდი | ნაწილიI, თავი XIII
„დიდად მადლიერი ვარ კეთილი რჩევისთვის, მაგრამ დედაჩემს წმინდა აღთქმა მივეცი, რომ ხორცს არ გავეკარები, ამიტომ მაგაზე ფიქრიც კი არ შემიძლია“.
'I thank you for your kind advice, but I have solemnly promised to my mother not to touch meat, and therefore I cannot think of taking it'.
141138.
განდი | ნაწილიI, თავი XIII
„თუ აღმოჩნდა, რომ უხორცოდ ვერ ვიარსებებ, მაშინ ვამჯობინებ, ინდოეთში დავბრუნდე“.
'If it be found impossible to get on without meat, I will far rather go back to India'.
141139.
განდი | ნაწილიI, თავი XIII
ბისკაის ყურეს ისე მივადექით, რომ არც ხორცის ჭამის და არც ალკოჰოლის დალევის სურვილი გამჩენია.
We entered the Bay of Biscay, but I did not begin to feel the need either of meat or liquor.
141140.
განდი | ნაწილიI, თავი XIII
მირჩიეს, იმის დამადასტურებელი საბუთები შემეგროვებინა, რომ ხორცს არ ვჭამდი.
I had been advised to collect certificates of my having abstained from meat.