მოიძებნა 668043 ჩანაწერი
141161.
განდი | ნაწილიI, თავი XIII
ლონდონს ის კარგად იცნობდა და ოთახების შოვნა შემოგვთავაზა.
He was not a stranger to London and he offered to find rooms for us.
141162.
განდი | ნაწილიI, თავი XIII
ჩვენც დავთანხმდით და ორშაბათს, როგორც კი ბარგი მივიღეთ, სასტუმროში ანგარიში გავასწორეთ და სინდჰი მეგობრის მიერ ნაქირავებ ოთახებში გადავბარგდით.
We agreed, and on Monday, as soon as we got our baggage, we paid up our bills and went to the rooms rented for us by the Sindhi friend.
141163.
განდი | ნაწილიI, თავი XIII
მახსოვს, სასტუმროს ოთახის გადასახადმა 3 გირვანქა სტერლინგი შეადგინა, რამაც თავზარი დამცა.
I remember my hotel bill came to £3, an amount which shocked me.
141164.
განდი | ნაწილიI, თავი XIII
მე ხომ ვერაფერს ვჭამდი. როცა ერთი კერძი არ მომეწონებოდა, მეორეს ვითხოვდი და ორივეს საფასურის გადახდა მიწევდა.
For I could relish nothing. When I did not like one thing, I asked for another, but had to pay for both just the same.
141165.
განდი | ნაწილიI, თავი XIII
ვერც იმ ახალ ოთახებში ვიგრძენი თავი მშვიდად.
I was very uneasy even in the new rooms.
141166.
განდი | ნაწილიI, თავი XIII
გამუდმებით ჩემს სახლზე და სამშობლოზე ვფიქრობდი.
I would continually think of my home and country.
141167.
განდი | ნაწილიI, თავი XIII
ღამღამობით ცრემლად ვიღვრებოდი და მშობლიურ სახლთან დაკავშირებული ათასგვარი მოგონება ძილს მიკრთობდა.
At night the tears would stream down my cheeks, and home memories of all sorts made sleep out of the question.
141168.
განდი | ნაწილიI, თავი XIII
ვისთვის უნდა გამემხილა ჩემი წუხილი?
It was impossible to share my misery with anyone.
141169.
განდი | ნაწილიI, თავი XIII
სანუგეშოს ვერაფერს ვხედავდი.
I knew of nothing that would soothe me.
141170.
განდი | ნაწილიI, თავი XIII
ყველაფერი მეუცხოვებოდა: ხალხი, მათი ჩვევები, მათი ბინებიც კი.
Everything was strange – the people, their ways, and even their dwellings.
141171.
განდი | ნაწილიI, თავი XIII
ინგლისური ეტიკეტი ჩემთვის სრულიად უცხო ხილი იყო და გამუდმებით დაძაბული ვიყავი.
I was a complete novice in the matter of English etiquette and continually had to be on my guard.
141172.
განდი | ნაწილიI, თავი XIII
ამას ზედ ვეგეტარიანელობის აღთქმა ერთვოდა.
There was the additional inconvenience of the vegetarian vow.
141173.
განდი | ნაწილიI, თავი XIII
რაც მეჭმეოდა, ის კერძებიც კი უგემური და უმარილო იყო.
Even the dishes that I could eat were tasteless and insipid.
141174.
განდი | ნაწილიI, თავი XIII
ინგლისს ვერ ვიტანდი, მაგრამ ინდოეთში დაბრუნებაზე ფიქრიც დაუშვებლად მიმაჩნდა.
England I could not bear, but to return to India was not to be thought of.
141175.
განდი | ნაწილიI, თავი XIII
შინაგანი ხმა მკარნახობდა — რაკი წამოხვედი, ახლა სამი წელი აქ უნდა დაჰყოო.
Now that I had come, I must finish the three years, said the inner voice.
141176.
განდი | ნაწილი I, თავი XIV
ჩემი არჩევანი.
MY CHOICE.
141177.
განდი | ნაწილი I, თავი XIV
ორშაბათს დოქტორი მეჰთა სასტუმრო ვიქტორიაში მისულა ჩემთან შეხვედრის იმედით.
Dr. Mehta went on Monday to the Victoria Hotel expecting to find me there.
141178.
განდი | ნაწილი I, თავი XIV
მან ჩემი საცხოვრებელი დაათვალიერა, თავი უკმაყოფილოდ გააქნია და მითხრა.
He inspected my room and its appointments and shook his head in disapproval.
141179.
განდი | ნაწილი I, თავი XIV
„ინგლისში იმდენად სასწავლებლად არ ჩამოვდივართ, რამდენადაც აქაური ცხოვრების წესისა და ადათების გასაცნობად“.
'We come to England not so much for the purpose of studies as for gaining experience of English life and customs'.
141180.
განდი | ნაწილი I, თავი XIV
„ამისთვის კი ოჯახში ცხოვრებაა საჭირო“.
'And for this you need to live with a family'.