მოიძებნა 668043 ჩანაწერი
141181.
განდი | ნაწილი I, თავი XIV
შემოთავაზება მადლიერებით მივიღე და მისი მეგობრის ბინაზე გადავედი.
I gratefully accepted the suggestion and removed to the friend's rooms.
141182.
განდი | ნაწილი I, თავი XIV
მეგობარმა დიდი სიკეთე და ყურადღება გამოიჩინა.
The friend was all kindness and attention.
141183.
განდი | ნაწილი I, თავი XIV
საკუთარ ძმასავით მეპყრობოდა, მაცნობდა ინგლისური ცხოვრების წესებს და ინგლისურად ლაპარაკს მაჩვევდა.
He treated me as his own brother, initiated me into English ways and manners, and accustomed me to talking the language.
141184.
განდი | ნაწილი I, თავი XIV
თუმცა, ჩემი კვება სერიოზულ პრობლემად იქცა.
My food, however, became a serious question.
141185.
განდი | ნაწილი I, თავი XIV
გემოს ვერ ვატანდი უმარილო, შეუკაზმავ მოხარშულ ბოსტნეულს.
I could not relish boiled vegetables cooked without salt or condiments.
141186.
განდი | ნაწილი I, თავი XIV
დიასახლისმა აღარ იცოდა, რომელი კერძი მოემზადებინა ჩემთვის.
The landlady was at a loss to know what to prepare for me.
141187.
განდი | ნაწილი I, თავი XIV
საუზმეზე შვრიის ფაფას შევექცეოდით, რაც სავსებით მანაყრებდა, მაგრამ სამხრობისას და სადილობისას ყოველთვის მშიერი ვრჩებოდი.
We had oatmeal porridge for breakfast, which was fairly filling, but I always starved at lunch and dinner.
141188.
განდი | ნაწილი I, თავი XIV
ჩემი მეგობარი გამუდმებით მარწმუნებდა, ხორცი უნდა ჭამოო.
The friend continually reasoned with me to eat meat.
141189.
განდი | ნაწილი I, თავი XIV
სამხრობისას და სადილადაც ისპანახი, პური და ჯემი გვქონდა ხოლმე.
Both for luncheon and dinner we had spinach and bread and jam too.
141190.
განდი | ნაწილი I, თავი XIV
მადას არ ვუჩიოდი და კარგი მჭამელიც გახლდით, მაგრამ ორ-სამ ნაჭერ პურზე მეტის მოთხოვნის მერიდებოდა.
I was a good eater and had a capacious stomach; but I was ashamed to ask for more than two or three slices of bread.
141191.
განდი | ნაწილი I, თავი XIV
ამას ისიც ემატებოდა, რომ არც სადილად და არც ვახშმად რძე არ მოჰქონდათ.
Added to this, there was no milk either for lunch or dinner.
141192.
განდი | ნაწილი I, თავი XIV
„ჩემი ძმა რომ იყო, გეტყოდი, ახლავე ბარგი ჩაალაგე და სახლში დაბრუნდი-მეთქი“.
'Had you been my own brother, I would have sent you packing'.
141193.
განდი | ნაწილი I, თავი XIV
„რა ფასი აქვს აღთქმას, მიცემულს წერა-კითხვის უცოდინარი დედისათვის, რომელსაც წარმოდგენა არა აქვს, აქ რა ვითარებაა?“
'What is the value of a vow made before an illiterate mother, and in ignorance of conditions here?'
141194.
განდი | ნაწილი I, თავი XIV
„ამას აღთქმას ვერ დაარქმევ“.
'It is no vow at all'.
141195.
განდი | ნაწილი I, თავი XIV
„მინდა გითხრა, შენი ეგ ახირება ვერავითარ სიკეთეს ვერ მოგიტანს“.
'And I tell you this persistence will not help you to gain anything here'.
141196.
განდი | ნაწილი I, თავი XIV
„აკი აღიარე, რომ ხორცი გიჭამია და მოგეწონა კიდეც“.
'You confess to having eaten and relished meat'.
141197.
განდი | ნაწილი I, თავი XIV
„რა სამწუხაროა!“
'What a pity!'
141198.
განდი | ნაწილი I, თავი XIV
მაგრამ ვერ მაცდუნა.
But I was adamant.
141199.
განდი | ნაწილი I, თავი XIV
დღე ისე არ ჩაივლიდა, ჩემი მეგობარი ამ საკითხზე არ შემომდავებოდა.
Day in and day out the friend would argue.
141200.
განდი | ნაწილი I, თავი XIV
რაც უფრო მეტად მიტევდა, მით უფრო დიდ წინააღმდეგობას ვუწევდი.
The more he argued, the more uncompromising I became.