მოიძებნა 668043 ჩანაწერი
141221.
განდი | ნაწილი I, თავი XIV
მოხუცი მანდილოსანი კარგად მოვლას დამპირდა და ასე შევუდექი მის სახლში ცხოვრებას.
The old lady promised to look after me properly, and I took up my residence in the house.
141222.
განდი | ნაწილი I, თავი XIV
შეიძლება ითქვას, აქაც შიმშილობა მომიწია.
Here too I practically had to starve.
141223.
განდი | ნაწილი I, თავი XIV
შინიდან ტკბილეულის და სხვა სურსათის გამოგზავნა ვითხოვე, მაგრამ ჯერ ჩემამდე არაფერს მოეღწია.
I had sent for sweets and other eatables from home, but nothing had yet come.
141224.
განდი | ნაწილი I, თავი XIV
მოხუცი დიასახლისი ყოველდღე მეკითხებოდა, საჭმელი მოგეწონათ თუ არაო, მაგრამ, აბა, რა უნდა მექნა?!
Every day the old lady asked me whether I liked the food, but what could she do?
141225.
განდი | ნაწილი I, თავი XIV
კვლავინდებურად მორცხვი ვიყავი და ვერ ვბედავდი, იმაზე მეტი მომეთხოვა, რასაც მთავაზობდა.
I was still as shy as ever and dared not ask for more than was put before me.
141226.
განდი | ნაწილი I, თავი XIV
ორი ქალიშვილი ჰყავდა.
She had two daughters.
141227.
განდი | ნაწილი I, თავი XIV
მათ დაჟინებით მთხოვეს, ერთი ან ორი ნაჭერი პურით მეტი მეჭამა.
They insisted on serving me with an extra slice or two of bread.
141228.
განდი | ნაწილი I, თავი XIV
მაგრამ რა იცოდნენ, რომ მთელი ერთი პურიც კი ვერ გამაძღობდა!
But little did they know that nothing less than a loaf would have filled me.
141229.
განდი | ნაწილი I, თავი XIV
რეგულარული სწავლა-განათლება ჯერ არ მეწყებოდა.
I had not yet started upon my regular studies.
141230.
განდი | ნაწილი I, თავი XIV
ვექილ შუკლას რჩევით, გაზეთების კითხვას შევუდექი.
I had just begun reading newspapers, thanks to Sjt. Shukla.
141231.
განდი | ნაწილი I, თავი XIV
ინდოეთში გაზეთი არასოდეს წამიკითხავს.
In India I had never read a newspaper.
141232.
განდი | ნაწილი I, თავი XIV
კითხვას ერთ საათზე მეტს არ ვანდომებდი.
Reading took me hardly an hour.
141233.
განდი | ნაწილი I, თავი XIV
ჩემმა დიასახლისმა მითხრა, რომ ქალაქში იყო ასეთი ადგილები.
The landlady had told me that there were such places in the city.
141234.
განდი | ნაწილი I, თავი XIV
ათ-თორმეტ მილს გავივლიდი ხოლმე ფეხით, იაფ რესტორანში შევდიოდი და ჩემს სამყოფ პურს გეახლებოდით, მაგრამ ეს არ მაკმაყოფილებდა.
I would trot ten or twelve miles, go into a cheap restaurant and eat my fill of bread, but would never be satisfied.
141235.
განდი | ნაწილი I, თავი XIV
ერთი ასეთი ხეტიალისას ფარინგდონ სტრიტზე ვეგეტარიანულ რესტორანს წავაწყდი.
During these wanderings I once hit on a vegetarian restaurant in Farringdon Street.
141236.
განდი | ნაწილი I, თავი XIV
მის დანახვაზე ისეთი სიხარული დამეუფლა, ბავშვი რომ განიცდის ხოლმე ნანატრი საჩუქრის მიღებისას.
The sight of it filled me with the same joy that a child feels on getting a thing after its own heart.
141237.
განდი | ნაწილი I, თავი XIV
ვიდრე შევიდოდი, კართან ახლოს ვიტრინაში გასაყიდი წიგნები შევნიშნე.
Before I entered I noticed books for sale exhibited under a glass window near the door.
141238.
განდი | ნაწილი I, თავი XIV
ერთ შილინგად წიგნი ვიყიდე და პირდაპირ სასადილო დარბაზში შევედი.
The book I purchased for a shilling and went straight to the dining room.
141239.
განდი | ნაწილი I, თავი XIV
ეს გახლდათ ჩემი პირველი ნოყიერი სადილი ინგლისში ჩამოსვლის დღიდან.
This was my first hearty meal since my arrival in England.
141240.
განდი | ნაწილი I, თავი XIV
უფალმა მოწყალება მოიღო.
God had come to my aid.