მოიძებნა 668043 ჩანაწერი
141241.
განდი | ნაწილი I, თავი XIV
სოლტის წიგნმა, რომელიც ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე, დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე.
I read Salt's book from cover to cover and was very much impressed by it.
141242.
განდი | ნაწილი I, თავი XIV
შემიძლია თამამად განვაცხადო, რომ იმ დღიდან, როცა მას გავეცანი, საკუთარი ნებით გავხდი ვეგეტარიანელი.
From the date of reading this book, I may claim to have become a vegetarian by choice.
141243.
განდი | ნაწილი I, თავი XIV
ვლოცავდი იმ დღეს, როცა დედაჩემს აღთქმა მივეცი.
I blessed the day on which I had taken the vow before my mother.
141244.
განდი | ნაწილი I, თავი XIV
მთელი ამ ხნის განმავლობაში ხორცის ჭამისაგან მხოლოდ იმიტომ ვიკავებდი თავს, რომ არ მინდოდა, აღთქმა დამერღვია და მეცრუა.
I had all along abstained from meat in the interests of truth and of the vow I had taken.
141245.
განდი | ნაწილი I, თავი XIV
თუმცა იმასაც ვნატრობდი, რომ ყველა ინდოელი ხორცის მჭამელი გამხდარიყო.
But I had wished at the same time that every Indian should be a meat eater.
141246.
განდი | ნაწილი I, თავი XIV
ახლა კი არჩევანი ვეგეტარიანელობის სასარგებლოდ გავაკეთე და ამიერიდან მისი ქადაგება ჩემს მოვალეობად გავიხადე.
The choice was now made in favour of vegetarianism, the spread of which henceforward became my mission.
141247.
განდი | ნაწილი I, თავი XV
„ჯენტლმენობანას“ თამაში.
PLAYING THE GENTLEMAN.
141248.
განდი | ნაწილი I, თავი XV
ვეგეტარიანიზმის მიმართ რწმენა დღითიდღე მიმყარდებოდა.
My faith in vegetarianism grew on me from day to day.
141249.
განდი | ნაწილი I, თავი XV
ერთი მათგანი გახლდათ ჰოვარდ უილიამსის „დიეტის ეთიკა უძველესი დროიდან დღემდე — ადამიანის კვებაზე შექმნილი ლიტერატურის ბიოგრაფიული ისტორია“.
One of these, Howard Williams' The Ethics of Diet, was 'biographical history of the literature of humane dietetics from the earliest period to the present day'.
141250.
განდი | ნაწილი I, თავი XV
ვცდილობდი დამესაბუთებინა, რომ ყველა ფილოსოფოსი და წინასწარმეტყველი პითაგორადან და იესოდან მოყოლებული თანამედროვე ეპოქის ჩათვლით, ვეგეტარიანელები იყვნენ.
It tried to make out, that all philosophers and prophets from Pythagoras and Jesus down to those of the present age were vegetarians.
141251.
განდი | ნაწილი I, თავი XV
დოქტორ ალინ სონის ნაშრომები ჯანმრთელობისა და ჰიგიენის საკითხებზე არანაკლებ საინტერესო გამოდგა.
Dr. Allinson's writings on health and hygiene were likewise very helpful.
141252.
განდი | ნაწილი I, თავი XV
იგი იმგვარი სამკურნალო სისტემის პროპაგანდას ეწეოდა, რომელიც ავადმყოფის კვების რეგულირებას ემყარება.
He advocated a curative system based on regulation of the dietary of patients.
141253.
განდი | ნაწილი I, თავი XV
ალინსონი, თვითონ ვეგეტარიანელი, თავის პაციენტებსაც მკაცრ ვეგეტარიანულ დიეტას უნიშნავდა.
Himself a vegetarian, Allinson prescribed for his patients also a strictly vegetarian diet.
141254.
განდი | ნაწილი I, თავი XV
ამ ლიტერატურის კითხვამ ის შედეგი გამოიღო, რომ დიეტოლოგიურმა ექსპერიმენტმა ჩემს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა.
The result of reading all this literature was that dietetic experiments came to take an important place in my life.
141255.
განდი | ნაწილი I, თავი XV
მაგრამ ჩემს მეგობარს სულაც არ შეუწყვეტია ჩემს ჯანმრთელობაზე ზრუნვა.
But my friend had not ceased to worry about my health.
141256.
განდი | ნაწილი I, თავი XV
ჩემდამი სიყვარულმა აფიქრებინა, რომ თუ ხორცის ჭამაზე უარის თქმას გავაგრძელებდი, მარტო ფიზიკურად კი არ დავძაბუნდებოდი, გონებრივადაც დავსუსტდებოდი და ინგლისური საზოგადოება არასოდეს მიმიღებდა.
His love for me led him to think that, if I persisted in my objections to meat eating, I should not only develop a weak constitution, but should remain a duffer, because I should never feel at home in English society.
141257.
განდი | ნაწილი I, თავი XV
როცა გაიგო, რომ ვეგეტარიანული ლიტერატურით დავინტერესდი, დაფრთხა, ამ სახის კვლევამ სულ არ აურიოს თავგზაო.
When he came to know that I had begun to interest myself in books on vegetarianism, he was afraid lest these studies should muddle my head.
141258.
განდი | ნაწილი I, თავი XV
სწორედ ამიტომ, კიდევ ერთხელ სცადა ჩემი გარდაქმნა და ერთ მშვენიერ დღეს თეატრში დამპატიჟა.
He, therefore, made one last effort to reform me. He one day invited me to go to the theatre.
141259.
განდი | ნაწილი I, თავი XV
სპექტაკლამდე ერთად უნდა გვესადილა რესტორან ჰოლბორნში.
Before the play, we were to dine together at the Holborn Restaurant.
141260.
განდი | ნაწილი I, თავი XV
ჩემთვის ეს სასახლის დარი დარბაზი პირველი დიდი რესტორანი იყო, რომელშიც სასტუმრო ვიქტორიას შემდეგ მოვხვდი.
To me, it was a palatial place and the first big restaurant I had been to since leaving the Victoria Hotel.