მოიძებნა 668043 ჩანაწერი
141201.
განდი | ნაწილი I, თავი XIV
ღმერთს ყოველდღე მფარველობას ვთხოვდი და ვიღებდი კიდეც მას.
Daily I would pray for God's protection and get it.
141202.
განდი | ნაწილი I, თავი XIV
ღმერთზე წარმოდგენა არ მქონდა.
Not that I had any idea of God.
141203.
განდი | ნაწილი I, თავი XIV
ერთხელ ჩემმა მეგობარმა გადაწყვიტა, ჩემთვის ბენტამის „უტილიტარიზმის თეორია“ წაეკითხა.
One day the friend decided to read to me Bentham's Theory of Utility.
141204.
განდი | ნაწილი I, თავი XIV
სულ მთლად დავიბენი.
I was at my wits' end.
141205.
განდი | ნაწილი I, თავი XIV
მე ვუთხარი: „ძალიან გთხოვ მაპატიო, მაგრამ ასეთი რთული საკითხები ჩემი გონებისთვის მიუწვდომელია“.
I said: 'Pray excuse me. These abstruse things are beyond me'.
141206.
განდი | ნაწილი I, თავი XIV
„გეთანხმები, რომ ხორცის ჭამა აუცილებელია, მაგრამ ფიცს ვერ გავტეხ“.
'I admit it is necessary to eat meat. But I cannot break my vow'.
141207.
განდი | ნაწილი I, თავი XIV
„დარწმუნებული ვარ, სიტყუას ვერ მოგიგებ“.
'I am sure I cannot meet you in argument'.
141208.
განდი | ნაწილი I, თავი XIV
„შენს სიყვარულს ძალიან ვაფასებ და ვიცი, რომ ჩემთვის მხოლოდ სიკეთე გინდა“.
'I appreciate your love for me and I know you to be my well-wisher.
141209.
განდი | ნაწილი I, თავი XIV
„ისიც ვიცი, ამას ასე ხშირად იმიტომ მიმეორებ, რომ გული შეგტკივა ჩემზე“.
'I also know that you are telling me again and again about this because you feel for me'.
141210.
განდი | ნაწილი I, თავი XIV
„მაგრამ მე უძლური ვარ — ფიცი ფიცია. არ შეიძლება ფიცის გატეხა“.
But I am helpless. A vow is a vow. It cannot be broken.'
141211.
განდი | ნაწილი I, თავი XIV
მეგობარმა გაკვირვებული მზერა მომაპყრო.
The friend looked at me in surprise.
141212.
განდი | ნაწილი I, თავი XIV
წიგნი დახურა და მითხრა, კეთილი, აღარ შეგედავებიო.
He closed the book and said: 'All right. I will not argue any more.'
141213.
განდი | ნაწილი I, თავი XIV
ამ თემას მართლაც აღარ დაბრუნებია, მაგრამ ჩემზე ზრუნვა არ შეუწყვეტია.
He never discussed the subject again. But he did not cease to worry about me.
141214.
განდი | ნაწილი I, თავი XIV
თავად ეწეოდა და სვამდა კიდეც.
He smoked and drank.
141215.
განდი | ნაწილი I, თავი XIV
ერთადერთი ის აწუხებდა, ვაითუ, ხორცის უჭმელობით ძალიან დაუძლურდეს და ინგლისიდან წასვლა მოუწიოსო.
His one anxiety was lest I should become very weak without meat, and thus be unable to feel at home in England.
141216.
განდი | ნაწილი I, თავი XIV
ჩემი მეგობრის სახლი რიჩმონდში იყო და ლონდონში წასვლას კაცი მხოლოდ კვირაში ერთხელ ან ორჯერ თუ მოახერხებდა.
My friend's house was in Richmond, and it was not possible to go to London more than once or twice a week.
141217.
განდი | ნაწილი I, თავი XIV
ამიტომ დოქტორმა მეჰთამ და ვექილმა დალპარამ ბუკლამ გადაწყვიტეს, რომელიმე ოჯახში დავებინავებინე.
Dr. Mehta and Sjt. Dalpatram Shukla therefore decided that I should be put with some family.
141218.
განდი | ნაწილი I, თავი XIV
ვექილმა შუკლამ ვესტ კენსინგტონში ინდო-საქსონურ ოჯახს მიაკვლია და იქ დამაბინავა.
Sjt. Shukla hit upon an Anglo-Indian's house in West Kensington and placed me there.
141219.
განდი | ნაწილი I, თავი XIV
დიასახლისი ქვრივი იყო.
The landlady was a widow.
141220.
განდი | ნაწილი I, თავი XIV
მე მას ჩემი აღთქმის ამბავი გავუმხილე.
I told her about my vow.