მოიძებნა 668043 ჩანაწერი
141261.
განდი | ნაწილი I, თავი XV
როგორც ჩანს, ჩემმა მეგობარმა ჩემი წაყვანა მაინცადამაინც ამ რესტორანში იმიტომ განიზრახა, რომ იცოდა, მორიდებულობის გამო არანაირ კითხვას არ დავსვამდი.
The friend had planned to take me to this restaurant evidently imagining that modesty would forbid any questions.
141262.
განდი | ნაწილი I, თავი XV
პირველ კერძად წვნიანი მოგვიტანეს.
The first course was soup.
141263.
განდი | ნაწილი I, თავი XV
დავინტერესდი, რისგან იყო მომზადებული, მაგრამ მეგობრისთვის კითხვის დასმას ვერ ვბედავდი.
I wondered what it might be made of, but dared not ask the friend about it.
141264.
განდი | ნაწილი I, თავი XV
ამიტომ მიმტანს ვანიშნე, მოსულიყო.
I therefore summoned the waiter.
141265.
განდი | ნაწილი I, თავი XV
ჩემმა მეგობარმა შენიშნა ჩემი ეს მოძრაობა და სუფრის მოპირდაპირე მხრიდან მკაცრად მკითხა, რა მოხდაო.
My friend saw the movement and sternly asked across the table what was the matter.
141266.
განდი | ნაწილი I, თავი XV
კარგა ხნის ჭოჭმანის შემდეგ მივუგე, მინდა ვკითხო, ეს წვნიანი ვეგეტარიანულია თუ არა-მეთქი.
With considerable hesitation I told him that I wanted to inquire if the soup was a vegetable soup.
141267.
განდი | ნაწილი I, თავი XV
„წესიერი საზოგადოებისთვის შეუფერებლად უტაქტო ხარ“, – შესძახა მან.
'You are too clumsy for decent society,' he passionately exclaimed.
141268.
განდი | ნაწილი I, თავი XV
– „თუ სათანადოდ მოქცევა არ შეგიძლია, სჯობს აქედან წახვიდე“.
'If you cannot behave yourself, you had better go'.
141269.
განდი | ნაწილი I, თავი XV
რ„ომელიმე სხვა რესტორანში ისადილე და გარეთ დამელოდე“.
'Feed in some other restaurant and await me outside.'
141270.
განდი | ნაწილი I, თავი XV
ამან ძალიან გამახარა.
This delighted me.
141271.
განდი | ნაწილი I, თავი XV
გარეთ გავედი.
Out I went.
141272.
განდი | ნაწილი I, თავი XV
იქვე ახლოს ვეგეტარიანული რესტორანი მეგულებოდა, მაგრამ დაკეტილი დამხვდა.
There was a vegetarian restaurant close by, but it was closed.
141273.
განდი | ნაწილი I, თავი XV
ასე რომ, მშიერი დავრჩი.
So I went without food that night.
141274.
განდი | ნაწილი I, თავი XV
არც მე ამომიღია ხმა.
On my part of course there was nothing to say.
141275.
განდი | ნაწილი I, თავი XV
ჩვენს ურთიერთობაზე ამას ოდნავაც არ უმოქმედია.
It did not affect our relations in the least.
141276.
განდი | ნაწილი I, თავი XV
გადავწყვიტე, ჩემი მეგობარი დამემშვიდებინა და დავარწმუნე, რომ აღარ ვიქნებოდი ძველებურად მოუხეშავი, შევეცდებოდი, ჩემი ქცევა დამეხვეწა და ჩემი ვეგეტარიანიზმი სხვა ისეთი ღირსებებით გამომესყიდა, კარგად აღზრდილ საზოგადოებას რომ შეეფერება.
I decided that I should put my friend at ease, that I should assure him that I would be clumsy no more, but try to become polished and make up for my vegetarianism by cultivating other accomplishments which fitted one for polite society.
141277.
განდი | ნაწილი I, თავი XV
ბომბეიში შეკერილი კოსტიუმები, რომელთაც მე ვატარებდი, ინგლისური საზოგადოებისათვის შეუფერებლად ჩავთვალე და სამხედრო და საზღვაო ფლოტის მაღაზიებში ახლები ვიყიდე.
The clothes after the Bombay cut that I was wearing were, I thought, unsuitable for English society, and I got new ones at the Army and Navy stores.
141278.
განდი | ნაწილი I, თავი XV
ფარფლებიანი ცილინდრიც შევიძინე ცხრამეტ შილინგად, რაც იმ დროისათვის მაღალ ფასად ითვლებოდა.
I also went in for a chimney-pot hat costing nineteen shillings – an excessive price in those days.
141279.
განდი | ნაწილი I, თავი XV
მზა ჰალსტუხის ტარება მიღებული არ იყო და ჰალსტუხის განასკვის ხელოვნებას თვითონვე დავეუფლე.
It was not correct to wear a ready-made tie and I learnt the art of tying one for myself.
141280.
განდი | ნაწილი I, თავი XV
ინდოეთში სარკე ფუფუნების საგნად ითვლებოდა და მხოლოდ მაშინ მეძლეოდა სარკეში ჩახედვის საშუალება, როცა დალაქი მპარსავდა ხოლმე.
In India, the mirror had been a luxury permitted on the days when the family barber gave me a shave.