მოიძებნა 668043 ჩანაწერი
141281.
განდი | ნაწილი I, თავი XV
აქ კი ყოველდღიურად ათ წუთს მაინც ვანდომებდი უზარმაზარი სარკის წინ დგომას, ვუყურებდი ჩემს თავს სარკეში და ისე ვირგებდი ჰალსტუხს.
Here I wasted ten minutes every day before a huge mirror, watching myself arranging my tie.
141282.
განდი | ნაწილი I, თავი XV
ჩემს თმას დამყოლი ნამდვილად არ ეთქმოდა, ასე რომ, ყოველდღიური დაუღალავი ბრძოლა მიწევდა ჯაგრისით ვარცხნილობისათვის საჭირო ფორმის მისაცემად.
My hair was by no means soft, and every day it meant a regular struggle with the brush to keep it in position.
141283.
განდი | ნაწილი I, თავი XV
ყურადღება სხვა ისეთ წვრილმანებზე გადავიტანე, რომლებიც, მეგონა, ნამდვილ ინგლისელ ჯეტლმენად მაქცევდა.
I directed my attention to other details that were supposed to go towards the making of an English gentleman.
141284.
განდი | ნაწილი I, თავი XV
როგორც მითხრეს, აუცილებელი იყო, მესწავლა ცეკვა, ფრანგული ენა და მჭერმეტყველება.
I was told it was necessary for me to take lessons in dancing, French and elocution.
141285.
განდი | ნაწილი I, თავი XV
ფრანგული არა მხოლოდ მეზობელი ქვეყნის ენა იყო, არამედ იმხანად მთელი კონტინენტის ენადაც ითვლებოდა.
French was not only the language of neighbouring France, but it was the lingua franca of the whole Continent.
141286.
განდი | ნაწილი I, თავი XV
გადავწყვიტე, ცეკვის კლასში ჩავწერილიყავი და ერთი კურსის საფასური - 3 გირვანქა სტერლინგი გადავიხადე.
I decided to take dancing lessons at a class and paid down £3 as fees for a term.
141287.
განდი | ნაწილი I, თავი XV
სამ კვირაში ექვს გაკვეთილს უნდა დავსწრებოდი.
I must have taken about six lessons in three weeks.
141288.
განდი | ნაწილი I, თავი XV
მაგრამ რაიმე სახის რიტმული მოძრაობის ათვისება ჩემს ძალებს აღემატებოდა.
But it was beyond me to achieve anything like rhythmic motion.
141289.
განდი | ნაწილი I, თავი XV
ასე დავხარჯე 3 ფუნტი ვიოლინოს შესაძენად.
So I invested £3 in a violin.
141290.
განდი | ნაწილი I, თავი XV
მოვიძიე მესამე მასწავლებელი მჭერმეტყველების გაკვეთილების მისაღებად და წინასწარ გადავუხადე ერთი გინეა.
I sought a third teacher to give me lessons in elocution and paid him a preliminary fee of a guinea.
141291.
განდი | ნაწილი I, თავი XV
მან სამეცადინოდ ბელის „მჭერმეტყველების სახელმძღვანელო“ მირჩია და მეც შევიძინე.
He recommended Bell's Standard Elocutionist as the text-book, which I purchased.
141292.
განდი | ნაწილი I, თავი XV
ჩემს თავს ვუთხარი, ბოლოს და ბოლოს, მთელი სიცოცხლის გატარებას ხომ არ ვაპირებ ინგლისში, მაშ რაღად მინდა მჭერმეტყველების სწავლა?
I had not to spend a lifetime in England, I said to myself. What then was the use of learning elocution?
141293.
განდი | ნაწილი I, თავი XV
ან რანაირად შეიძლება ცეკვამ ჯენტლმენად მაქციოს?
And how could dancing make a gentleman of me?
141294.
განდი | ნაწილი I, თავი XV
ვიოლინოზე დაკვრას ინდოეთშიც ვისწავლიდი.
The violin I could learn even in India.
141295.
განდი | ნაწილი I, თავი XV
ჩაცმულობის მიმართ პედანტურობა კი მრავალი წლის განმავლობაში შემომრჩა.
The punctiliousness in dress persisted for years.
141296.
განდი | ნაწილი I, თავი XV
მალე სტუდენტიც გავხდი.
Soon I became a student.
141297.
განდი | ნაწილი I, თავი XVI
ცვლილებები.
CHANGES.
141298.
განდი | ნაწილი I, თავი XVI
ნურავის ეგონება, რომ ექსპერიმენტები ცეკვასთან და მისთანებთან დაკავშირებით ჩემი ცხოვრების ნებიერი ეტაპი იყო.
Let no one imagine that my experiments in dancing and the like marked a stage of indulgence in my life.
141299.
განდი | ნაწილი I, თავი XVI
ყოველ დახარჯულ ფარტინგს აღვრიცხავდი და საგულდაგულოდ ვანგარიშობდი.
I kept account of every farthing I spent, and my expenses were carefully calculated.
141300.
განდი | ნაწილი I, თავი XVI
რაკი ჩემი ცხოვრების წესს მკაცრად ვაკონტროლებდი, მივხვდი, რომ აუცილებელი იყო, ეკონომიურად მეცხოვრა.
As I kept strict watch over my way of living, I could see that it was necessary to economize.