მოიძებნა 668043 ჩანაწერი
141301.
განდი | ნაწილი I, თავი XVI
ამიტომ გადავწყვიტე ხარჯები ორჯერ შემეკვეცა.
I therefore decided to reduce my expenses by half.
141302.
განდი | ნაწილი I, თავი XVI
ოჯახში ცხოვრება ყოველკვირეული გადასახადის გასტუმრებას გულისხმობდა.
My living with a family meant the payment of a regular weekly bill.
141303.
განდი | ნაწილი I, თავი XVI
ცხადია, ამაშიც ფული მიდიოდა, განსაკუთრებით მაშინ, მეგობარი მანდილოსანი თუ უნდა გამეცილებინა, რადგან ჩვეულების მიხედვით, ფული ყველაფერში მამაკაცს უნდა გადაეხადა.
All this involved heavy items for conveyances, especially as, if the friend was a lady, custom required that the man should pay all the expenses.
141304.
განდი | ნაწილი I, თავი XVI
დამატებით ხარჯს ნიშნავდა გარეთ სადილობაც.
Also dining out meant extra cost.
141305.
განდი | ნაწილი I, თავი XVI
გადავწყვიტე, მეცხოვრა ცალკე.
I decided to take rooms on my own account.
141306.
განდი | ნაწილი I, თავი XVI
ადრე, როცა სადმე წასვლა მიწევდა, ყოველთვის ტრანსპორტით ვსარგებლობდი, სეირნობისთვის კი დამატებითი დროის გამოძებნა მიხდებოდა.
Before this I had always taken some kind of conveyance whenever I went anywhere, and had to find extra time for walks.
141307.
განდი | ნაწილი I, თავი XVI
სწორედ ფეხით სიარულის ჩვევამ დამიცვა ავადმყოფობისაგან ინგლისში ყოფნის დროს, ორგანიზმი გამომიწრთო და უფრო ამტანი გამხადა.
It was mainly this habit of long walks that kept me practically free from illness throughout my stay in England and gave me a fairly strong body.
141308.
განდი | ნაწილი I, თავი XVI
ეს იყო ჩემი მეორე ნაბიჯი.
This was my second stage.
141309.
განდი | ნაწილი I, თავი XVI
მესამე ნაბიჯი წინ მელოდა.
The third stage was yet to come.
141310.
განდი | ნაწილი I, თავი XVI
ამ ცვლილებებმა ხარჯი გამინახევრეს.
These changes saved me half the expense.
141311.
განდი | ნაწილი I, თავი XVI
მაგრამ დრო როგორ უნდა გამენაწილებინა?
But how was I to utilize the time?
141312.
განდი | ნაწილი I, თავი XVI
ვიცოდი, რომ ბარის გამოცდებს ბევრი მეცადინეობა არ სჭირდებოდა და ამიტომ, მაინცადამაინც არ ვჩქარობდი.
I knew that Bar examinations did not require much study, and I therefore did not feel pressed for time.
141313.
განდი | ნაწილი I, თავი XVI
ბატონი ლელის (შემდგომში „სერ“ ფრედერიკის) სიტყვები, „ჯერ სწავლა დაამთავრე და მერე ვილაპარაკოთო“, ყურში ზარივით ჩამესმოდა.
Mr. (afterwards Sir Frederic) Lely's words, 'Graduate first and then come to me', still rang in my ears.
141314.
განდი | ნაწილი I, თავი XVI
გავიკითხე ოქსფორდისა და კემბრიჯის უნივერსიტეტების კურსების ამბავი, რამდენიმე მეგობარს რჩევაც ვკითხე.
I inquired about the Oxford and Cambridge University courses, consulted a few friends.
141315.
განდი | ნაწილი I, თავი XVI
ერთმა მეგობარმა მირჩია, თუ მართლა გინდა ძნელი გამოცდის გემო გამოსცადო, ლონდონის მატრიკულაციის გამოცდა უნდა ჩააბაროო.
A friend suggested that, if I really wanted to have the satisfaction of taking a difficult examination, I should pass the London Matriculation.
141316.
განდი | ნაწილი I, თავი XVI
ეს დაუღალავ შრომასა და ჩემი ზოგადი განათლების გაღრმავებას ნიშნავდა, თანაც ისეთ უმნიშვნელო საფასურად, რაც სათქმელადაც არ ღირს.
It meant a good deal of labour and much addition to my stock of general knowledge, without any extra expense worth the name.
141317.
განდი | ნაწილი I, თავი XVI
მაგრამ სასწავლო პროგრამამ დამაფრთხო.
But the syllabus frightened me.
141318.
განდი | ნაწილი I, თავი XVI
ლათინური და ერთი რომელიმე თანამედროვე უცხო ენა სავალდებულო იყო!
Latin and a modern language were compulsory!
141319.
განდი | ნაწილი I, თავი XVI
ლათინურს რა ისწავლიდა?!
How was I to manage Latin?
141320.
განდი | ნაწილი I, თავი XVI
მაგრამ ჩემმა მეგობარმა ასეთი რამ მითხრა, ლათინური იურისპრუდენციაში ძალიან ფასობს.
But the friend entered a strong plea for it: 'Latin is very valuable to lawyers'.