მოიძებნა 668043 ჩანაწერი
141321.
განდი | ნაწილი I, თავი XVI
მისი ცოდნა სამართლის ლიტერატურის გაგებას აადვილებს.
Knowledge of Latin is very useful in understanding law books.
141322.
განდი | ნაწილი I, თავი XVI
თანაც ერთი წერითი გამოცდა რომაულ სამართალში მთლიანად ლათინურად ბარდება.
And one paper in Roman Law is entirely in Latin.
141323.
განდი | ნაწილი I, თავი XVI
გარდა ამისა, ლათინურის ცოდნა ინგლისური ენის უკეთ ფლობას ნიშნავს.
Besides a knowledge of Latin means greater command over the English language.
141324.
განდი | ნაწილი I, თავი XVI
შინ მისულმა ლათინურის სწავლა გადავწყვიტე, სულ ერთია, რარიგ რთულიც უნდა ყოფილიყო.
I went home and I decided to learn Latin, no matter how difficult it might be.
141325.
განდი | ნაწილი I, თავი XVI
ფრანგულის სწავლა უკვე დაწყებული მქონდა, ასე რომ, თანამედროვე ენად ფრანგული ჩამეთვლებოდა.
French I had already begun, so I thought that should be the modern language.
141326.
განდი | ნაწილი I, თავი XVI
მე მატრიკულაციის კერძო კლასი ავირჩიე.
I joined a private Matriculation class.
141327.
განდი | ნაწილი I, თავი XVI
გამოცდები ყოველ ექვს თვეში ერთხელ ინიშნებოდა.
Examinations were held every six months.
141328.
განდი | ნაწილი I, თავი XVI
მხოლოდ ხუთი თვეღა მრჩებოდა მოსამზადებლად.
I had only five months at my disposal.
141329.
განდი | ნაწილი I, თავი XVI
თითქმის მიუღწეველი ამოცანა დავისახე.
It was an almost impossible task for me.
141330.
განდი | ნაწილი I, თავი XVI
თუმცა არც ჩემი გონებრივი მონაცემები და არც მეხსიერება არ მაძლევდა იმის იმედს, რომ შევძლებდი ლათინურისა და ფრანგულის სხვა საგნებთან ერთად დაძლევას დარჩენილ დროში.
But neither my intelligence nor memory promised to enable me to tackle Latin and French besides other subjects within the given period.
141331.
განდი | ნაწილი I, თავი XVI
შედეგი ის იყო, რომ ლათინურში ჩავფლავდი.
The result was that I was ploughed in Latin.
141332.
განდი | ნაწილი I, თავი XVI
მეწყინა, მაგრამ იმედი არ დამიკარგავს.
I was sorry but did not lose heart.
141333.
განდი | ნაწილი I, თავი XVI
ლათინურს გემო გავუგე, თან დარწმუნებული ვიყავი, მორიგი მცდელობისთვის ფრანგულსაც გავიუმჯობესებდი და ახალ საგანსაც შევარჩევდი მეცნიერების სხვა სფეროდან.
I had acquired a taste for Latin, also I thought my French would be all the better for another trial and I would select a new subject in the science group.
141334.
განდი | ნაწილი I, თავი XVI
ინდოეთში ქიმია ერთ-ერთ სავალდებულო საგნად ისწავლებოდა და ამიტომ თავიდანვე ის მქონდა შერჩეული ლონდონის მატრიკულაციისათვის.
Chemistry was one of the compulsory subjects in India and so I had selected it for the London Matriculation.
141335.
განდი | ნაწილი I, თავი XVI
მაგრამ ამჯერად სითბო და სინათლე ავირჩიე.
This time, however, I chose Heat and Light.
141336.
განდი | ნაწილი I, თავი XVI
ამბობდნენ, ადვილიაო, და მართლაც ადვილი გამოდგა.
It was said to be easy and I found it to be so.
141337.
განდი | ნაწილი I, თავი XVI
ვგძნობდი, რომ ჩემი ცხოვრების წესი ჯერ კიდევ ვერ შეესაბამებოდა ჩემი ოჯახის მოკრძალებულ შესაძლებლობებს.
I felt that my way of living did not yet befit the modest means of my family.
141338.
განდი | ნაწილი I, თავი XVI
უფროს ძმაზე ფიქრისას, რომელიც თავს არ ზოგავდა და დიდსულოვნად რეგულარულად მიგზავნიდა ფულს ჩემი მოთხოვნისთანავე, მუდმივად გული მეკუმშებოდა.
The thought of my struggling brother, who nobly responded to my regular calls for monetary help, deeply pained me.
141339.
განდი | ნაწილი I, თავი XVI
მქონდა ღარიბული ცხოვრების მაგალითებიც.
I had before me examples of much simpler living.
141340.
განდი | ნაწილი I, თავი XVI
საკმოდ ბევრ სტუდენტს შევხვდი, ვინც ჩემზე გაცილებით მოკრძალებული სახსრებით ირჩენდა თავს.
I came across a fair number of poor students living more humbly than I.