მოიძებნა 668043 ჩანაწერი
141341.
განდი | ნაწილი I, თავი XVI
ერთ-ერთი მათგანი ჩემივე უბანში კვირაში ორ შილინგად ქირაობდა ერთ ოთახს, დღეში ორ პენსად იკვებებოდა კაკაოთი და პურით ლოქჰარტის იაფ ,,ქოუქოუ რუმზ“-ში.
One of them was staying in the slums in a room at two shillings a week and living on two pence worth of cocoa and bread per meal from Lockhart's cheap Cocoa Rooms.
141342.
განდი | ნაწილი I, თავი XVI
მისი მიბაძვა არც მიცდია, მაგრამ ვგრძნობდი, რომ ორის ნაცვლად ნამდვილად შემეძლო, ერთი ოთახი მექირავა და საჭმელი ნაწილობრივ შინ მომემზადებინა.
It was far from me to think of emulating him, but I felt I could surely have one room instead of two and cook some of my meals at home.
141343.
განდი | ნაწილი I, თავი XVI
ეს ყოველთვიურად ოთხ-ხუთ ფუნტს დამიზოგავდა.
That would be a saving of four to five pounds each month.
141344.
განდი | ნაწილი I, თავი XVI
იაფი ცხოვრების შესახებ დაწერილ წიგნებსაც გადავაწყდი.
I also came across books on simple living.
141345.
განდი | ნაწილი I, თავი XVI
ჩემი ოროთახიანი ბინა ერთი ოთახის სანაცვლოდ დავთმე, შევიძინე ქურა და საუზმის მომზადება შინ დავიწყე.
I gave up the suite of rooms and rented one instead, invested in a stove, and began cooking my breakfast at home.
141346.
განდი | ნაწილი I, თავი XVI
სამხარს გარეთ მივირთმევდი, ხოლო სადილად შინ კაკაოსა და პურს ვჭამდი.
I had lunch out and for dinner bread and cocoa at home.
141347.
განდი | ნაწილი I, თავი XVI
ასე მოვახერხე დღეში ერთ შილინგად და სამ პენსად ცხოვრება.
Thus I managed to live on a shilling and three pence a day.
141348.
განდი | ნაწილი I, თავი XVI
უბრალო ცხოვრებამ უამრავი დრო დამაზოგინა და გამოცდაც წარმატებით ჩავაბარე.
Plain living saved me plenty of time and I passed my examination.
141349.
განდი | ნაწილი I, თავი XVI
არ მინდა მკითხველმა იფიქროს, თითქოს ჩემი ცხოვრება გაუსაძლისი შეიქმნა.
Let not the reader think that this living made my life by any means a dreary affair.
141350.
განდი | ნაწილი I, თავი XVI
პირიქით, ცვლილებამ ჩემი შინაგანი სამყარო და ფიზიკური არსებობა ჰარმონიული გახადა.
On the contrary the change harmonized my inward and outward life.
141351.
განდი | ნაწილი I, თავი XVI
თანაც ცხოვრების ასეთი წესი ჩემი ოჯახის შესაძლებლობებსაც უფრო შეეფერებოდა.
It was also more in keeping with the means of my family.
141352.
განდი | ნაწილი I, თავი XVI
ასეთ ცხოვრებას ჭეშმარიტებასთან უფრო ახლოს მივყავდი და სულიც უზომოდ ხარობდა.
Such life was certainly more truthful and my soul knew no bounds of joy.
141353.
განდი | ნაწილი I, თავი XVII
ექსპერიმენტები დიეტიკაში.
EXPERIMENTS IN DIETETICS.
141354.
განდი | ნაწილი I, თავი XVII
ეთიკის თვალსაზრით ისინი მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ადამიანის უპირატესობა განვითარებით მასზე დაბლა მდგომ ცხოველებთან შედარებით იმას კი არ ნიშნავს, რომ პირველი მეორეზე უნდა ნადირობდეს, არამედ იმას, რომ უფრო მაღალ საფეხურზე მდგომი არსება მასზე დაბლა მდგომს უნდა იცავდეს.
Ethically they had arrived at the conclusion that man's supremacy over the lower animals meant not that the former should prey upon the latter, but that the higher should protect the lower.
141355.
განდი | ნაწილი I, თავი XVII
ისინი ერთურთს ისევე უნდა ეხმარებოდნენ, როგორც ერთი ადამიანი ეხმარება მეორეს.
There should be mutual aid between the two as between man and man.
141356.
განდი | ნაწილი I, თავი XVII
ისინი ასევე გამოთქვამდნენ მოსაზრებას, რომ ადამიანი იკვებება არა სიამოვნებისათვის, არამედ – საარსებოდ.
They had also brought out the truth that man eats not for enjoyment but to live.
141357.
განდი | ნაწილი I, თავი XVII
მათ დაასაბუთეს, რომ ვეგეტარიანული დიეტა პრაქტიკული და ეკონომიკური თვალსაზრისით ყველაზე იაფია.
According to the practical and economic argument they had demonstrated that a vegetarian diet was the least expensive.
141358.
განდი | ნაწილი I, თავი XVII
ყველა ამ მოსაზრებამ საკმაო ზეგავლენა იქონია ჩემზე.
All these considerations had their effect on me.
141359.
განდი | ნაწილი I, თავი XVII
ინგლისში არსებობდა ვეგეტარიანელთა საზოგადოება, რომელიც ყოველკვირეულ ჟურნალს გამოსცემდა.
There was a Vegetarian Society in England with a weekly journal of its own.
141360.
განდი | ნაწილი I, თავი XVII
ამ საზოგადოების წევრიც გავხდი და მალე თავი აღმასრულებელ კომიტეტშიც ამოვყავი.
I joined the society and very shortly found myself on the Executive Committee.